3

Second Win of Serbia

3

Second win of serbia

In First Game of Second day of the Men’s Europian Championship 20 Serbia Defeat Greece by 20-17 and leads tournament by 4 Points. If Today Georgia can’t beat Israel, Serbian team would take a place in the Final Tournament. Israel will face to Georgia at 18:00 in Olympic Handball Arena.

Both teams played well defence at the first half, Score was only 10-8 for Serbia. At 40 minutes Serbia take lead by 16-9, but in next 5 minutes they recieve 5 goals in a row 16-14.
Before 6 minutes of the ending difference was 2 points, 18-16. Arsenich scores a penalty, but Moraitis scores before 3 minutes of ending – 17-19. On last minute Klaijic scores – 20-17.
Serbian goalkeeper Milosavliev Awarded Again as a Best Player, from Greece Mutopulos was Best


სერბეთის მეორე გამარჯვება

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე დღის პირველ მატჩში სერბეთის ნაკრებმა 00-00 დაამარცხა საბერძნეთი და 4 ქულით ლიდერობს. არაა გამორიცხული, რომ სერბებმა დღესვე გაინაღდონ ფინალური ტურნირის საგზური, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები ვერ მოუგებს ისრაელს. ისრაელი და საქართველო 18 საათზე ითამაშებენ ახალ სპორტის სასახლეში.

პირველი ტაიმში ორივე გუნდმა კარგად ითამაშა დაცვაში და სერბეთმა, ნიკოლა არსენიჩის ლიდერობით, მხოლოდ 10-8 მოიგო. მე-40 წუთზე სერბები, რომელთაც აკლდათ დისკვალიფიცირებული რაკოცია, 16-9 იგებდნენ, მაგრამ მომდევნო 5 წუთში ზედიზედ 5 გოლი მიიღეს – 16-14. თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სხვაობა ისევ 2 ბურთი იყო, 18-16. არსენიჩმა გაიტანა შვიდმეტრიანი, მაგრამ ბერძენმა მორაიტისმა ისევ აღადგინა ორბურთიანი სხვაობა – 17-19, სირენამდე 3 წუთით ადრე. ბოლო წუთზე წერტილი დასვა სერბმა კლაიჩმა, 20-17.

მატჩის საუკეთესო მოთმაშის პრიზი ზედიზედ მეორედ მიიღო სერბების მეკარემ მილოსავლიევმა, ბერძნებიდან საკუეთესო ასევე მეკარე, მუტოპულოსი იყო. ხელბურთი.

ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია. კაცები, 20 წ. მე-6 ჯგუფი.
თბილისი, ახალი სპორტის სასახლე. 9 აპრილი

სერბეთი – საბერძნეთი 20-17
საბ: ბრაუდაკისი, მუტოპულოსი – მორაიტისი 4, კრიტიკოსი 4, არამპაძისი 3, ხარალამპიდისი 2, აპოსტოლიდისი 2, ილიოპულოსი 2, ცანაქსიდისი, ტრიანტაფილიდისი, კარაიოზოპულოსი, კარლაკატოსი, მელეტაკოსი, პაპაპულიოსი, პოლიდოროსი, თეოდოროპულოსი

სერ: მილოსავლიევი, იურაკიჩი – არსენიჩი 6, მიტიჩი 4, კლაიჩი 4, კოლაკოვიჩი 2, ბარუძიჩი 1, კურტეში 1, რატკოვიჩი 1, მარკოვიჩი 1, რანისავლევიჩი, გაჩევიჩი, რადოვანოვიჩი, სმილიანიჩი, სტოიანოვიჩი

მსაჯები ლ. იორუმი, ჰ. კლევენი (ნორ)

Leave a Reply