საფრანგეთი-გერმანია, ბრძოლა ოქროს ქულებისთვის

 

ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიასა და დანიაში, ნათამაშებია პირველი ჯგუფური ეტაპის 3 ტური. უკვე გამოიკვეთა გუნდები, ვინც აუცილებლად გავა მეორე რაუნდში – საფრანგეთი, ხორვატია, ესპანეთი, დანია, ნორვეგია, შვედეთი… 

ექვსივე ამ გუნდს 6 ქულა აქვს. მათგან ზოგმა ოფიციალურად გაიფორმა მეორე რაუნდში გასვლა, ზოგსაც – ფორმალური დადასტურება სჭირდება. 5-5 ქულით არიან გერმანია და უნგრეთი. ბოლო ორ ტურში ეს გუნდები უკვე ერთმანეთს ხვდებიან „ოქროს ქულებისთვის“, რომლებიც მეორე ეტაპზე გაჰყვებათ.

დღეს ერთი ასეთი მატჩია: გერმანია-საფრანგეთი, რომელსაც 23:30 საათზე სილკ-უნივერსალის პირდაპირ ეთერში ნახავთ, საერთოდ კი სამშაბათ-ოთხშაბათის 12 მატჩიდან 11 იქნება სილკ-სპორტის სხვადასხვა არხებზე.

მომავალი მძიმე შეხვედრების გამო გუშინ ფავორიტებმა ძალები დაზოგეს. გერმანიას ეს ქულის დაკარგვად დაუჯდა რუსეთთან – 22-22, იაპონია ბოლომდე ებრძოლა ესპანეთს და 22-26 დამარცხადა, ხოლო მათმა მეკარე აკიჰიტო კაიმ 15 ბურთი მოიგერია და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. საფრანგეთსაც გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდა კორეისგან პირველ ტაიმში, თუმცა, მსოფლიო ჩემპიონმა მაინც მოიგო 11 ბურთით, 34-23.

მეორე რაუნდში გასასვლელად გუშინ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი იყო – ბრაზილიამ დაამარცხა სერბეთი 24-22, უნგრეთმა მოუგო ყატარს 32-26, ტუნისმა – ჩილეს 36-30, ხორვატიამ 31-22 დაამარცხა მაკედონია და მეორე რაუნდში გასვლა ოფიციალურად გაინაღდა.

ხელბურთი.  მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები. გერმანიადანია, 10-27 იანვარი

პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

მესამე ტური, 14 იანვარი

ჯგუფი, ბერლინი, მერსედეს ბენც არენა (14 800)

საფრანგეთი 6, გერმანია 5, რუსეთი 4 – ბრაზილია 2, სერბეთი 1, კორეა 0

სერბეთი – ბრაზილია 22-24

მარსენიჩი, რადივოევიჩი 5 – ტოლედო 5

რუსეთი – გერმანია 22-22

დიბიროვი 8, შიშკარევი 4 – გენსჰაიმერი 8

საფრანგეთი – კორეა 34-23

რემილი 7, მაე 6 – კან ტანი 7, კიმ დონმიუნი 6

15 იანვარი. 18:30 რუსეთი – ბრაზილია (სილკ-3)

21:00 კორეა – სერბეთი (სილკ-2)

23:30 გერმანია – საფრანგეთი (სილკ-უნივერსალი)

10-11 იან. კორეა – გერმანია 19-30, სერბეთი – რუსეთი 30-30, ბრაზილია – საფრანგეთი 22-24

12 იან. რუსეთი-კორეა 34-27, გერმანია-ბრაზილია 34-21, საფრანგეთი-სერბეთი 32-21

ჯგუფი. მიუნხენი, ოლიმპიაჰალე (12 000)

ხორვატია 6, ესპანეთი 6, მაკედონია 4, – ისლანდია 2, იაპონია 0, ბაჰრეინი 0

ისლანდია – ბაჰრეინი 36-18

გუნარსონი 8, გუდმუნდსონი 5 – მერზა 5

ხორვატია – მაკედონია 31-22

დუვნიაკი 6, სეგო 12/32 – მანასკოვი 6

ესპანეთი – იაპონია 26-22

სოლე 8, ენტრერიოსი 5 – ტოკუდა 7, კაი 15/38

16 იანვარი. 18:30 იაპონია – ისლანდია (სილკ-2)

21:00 ხორვატია – ბაჰრეინი (სილკ-2)

23:30 მაკედონია – ესპანეთი (სილკ-უნივერსალი)

11 იან. იაპონია – მაკედონია 29-38, ისლანდია – ხორვატია 27-31, ბაჰრეინი – ესპანეთი 23-33

13 იან. მაკედონია – ბაჰრეინი 28-23, ხორვატია – იაპონია 35-27, ესპანეთი – ისლანდია 32-25

ჯგუფი. ჰერნინგი, იუსკე ბანკ ბოქსენი (13 700)

დანია 6, ნორვეგია 6, ავსტრია 2 – ტუნისი 2, ჩილე 2, საუდის არაბეთი 0

ტუნისი – ჩილე 36-20

სუსი 7, სანაი 6 – რ. სალინასი, ერ. ფოიხტმანი 8,

ნორვეგია – ავსტრია 34-24

საგოსენი 8, იონდალი 7, მიურჰოლი 6 – ბოზოვიჩი 7, ვებერი 6

დანია – საუდის არაბეთი 34-22

მ. ლანდინი 7, ზახარიასენი, ორისი 5 – ალსალემი 4

15 იანვარი. 19:15 საუდის არაბეთი – ტუნისი

21:30 ნორვეგია – ჩილე (სილკ-3)

23:35 ავსტრია – დანია (სილკ-3)

10-11 იან. ჩილე – დანია 16-39, საუდის არაბეთი – ავსტრია 22-29, ტუნისი – ნორვეგია 24-34

12 იან. ავსტრია – ჩილე 24-32, ნორვეგია – საუდის არაბეთი 40-21, დანია – ტუნისი 26-22

ჯგუფი. კოპენჰაგენი, როიალ არენა (15 000)

შვედეთი 6, უნგრეთი 5, ყატარი 2 – ეგვიპტე 2, ანგოლა 2, არგენტინა 1

უნგრეთი – ყატარი 32-26

ლეკაი 5, ბოკა, ბოდო 4 – მარზო, სინენი 5

არგენტინა – ეგვიპტე 20-22

ფერნანდესი 5 – სანადი 7, ზეინელაბედინი 5

შვედეთი – ანგოლა 37-19

ზახრისონი, ეკბერგი 5 – ჰებო 5

16 იანვარი: 18:30 ანგოლა – არგენტინა (სილკ-3)

21:00 უნგრეთი – ეგვიპტე (სილკ-3)

23:30 ყატარი – შვედეთი (სილკ-3)

11 იან. ანგოლა – ყატარი 24-23, არგენტინა – უნგრეთი 25-25, ეგვიპტე – შვედეთი 24-27

13 იან. ყატარი – ეგვიპტე 28-23, უნგრეთი-ანგოლა 34-24, შვედეთი – არგენტინა 31-16

მეორე ჯგუფური ეტაპი: 19, 20, 21, 23 იანვარი – კიოლნი (A-B), ჰერნინგი (C-D)

ნახევარფინალი: 25 იანვარი, ჰამბურგი

ფინალი: 27 იანვარი, ჰერნინგი

Leave a Reply