ეროვნული ნაკრები ბრძოლას აგრძელებს

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა ევრო 2022-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე და აგრძელებს ბრძოლას მთავარ შესარჩევ რაუნდში მოსახვედრად. ამ წერილში დაწვრილებით განვიხილავთ გზას ევროპის ჩემპიონატისკენ და ყველა იმ ტურნირს, რომელიც ელის ჩვენს ეროვნულ გუნდს 2019-2021 წლებში. 

ევრო 2022, პირველი შესარჩევი ეტაპი. 11-13 იანვარი, 2019.

ეს შეჯიბრება უკვე დასრულდა.

A ჯგუფი, ლუქსემბურგში: ლუქსემბურგი 6 ქულა – ბულგარეთი 4, ბრიტანეთი 2, ირლანდია 0

B ჯგუფი, მალტაში. კვიპროსი 6 – საქართველო 4, აზერბაიჯანი 2, მალტა 0

ლუქსემბურგი და კვიპროსი გავიდნენ შერჩევის მეორე ეტაპზე, პლეიოფში, ხოლო 2019 წლის 10-16 ივნისს მესამე საგზურისთვის გაიმართება კიდევ ერთი ტურნირი – განვითრებადი ქვეყნების ჩემპიონატი, ეწ. ჩელენჯ ტროფი.

განვითრებადი ქვეყნების ჩემპიონატი, 10-16 ივნისი, 2019

მონაწილეობს 6 ქვეყანა, ვინც ვერ გავიდა პლეიოფში პირველი შესარჩევი ეტაპიდან: საქართველო, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, მალტა, ირლანდია. ის ფედერაციები, ვინც არ დარეგისტრირდა პირველი შესარჩევი ეტაპისთვის (ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო) მეორე შანსის ტურნირში, განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატში ვერ ითამაშებს.

შეჯიბრების ჩატარები ადგილი და ფორმატი გამოცხადდება. ტურნირის ერთი გამარჯვებული გავა პლეიოფში და შეუერთდება კვიპროსსა და ლუქსემბურგს.

ვის შეიძლება შევხვდეთ პლეიოფში?

პლეიოფი გაიმართება 2020 წლის გაზაფხულზე, აპრილში. პირველი ეტაპის სამი გამარჯვებული დაუწყვილდება ევრო 2020 მთავარ შესარჩევ რაუნდში სამი უარესი შედეგის მქონე გუნდს.

შესაბამისად, ევრო 2020-ის მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი, რომელიც უკვე მიმდინარეობს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აქედან გამოვლინდება ჩვენი პოტენციური მეტოქე ევრო 2022-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში და ასევე – 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყება. 

ევრო 2020, მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი

მონაწილეობს 8 ჯგუფად დაყოფილი. 32 გუნდი. უკვე ნათამაშებია 2 ტური, 3-4 ტური გაიმართება 2019 წლის აპრილში, 5-6 ტურები – ივნისში. 2 ტურის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

1 ჯგუფი: გერმანია 4 ქულა, პოლონეთი 2 – ისრაელი 2 – კოსოვო 0

2 ჯგუფი: ხორვატია 4, შვეიცარია 2 – ბელგია 1 – სერბეთი 1

3 ჯგუფი: ისლანდია 4, მაკედონია 2 – საბერძნეთი 2 – თურქეთი 0

4 ჯგუფი: სლოვენია 4, ჰოლანდია 2 – ლატვია 2 – ესტონეთი 0

5 ჯგუფი: ჩეხეთი 4, ბელარუსი 2 – ბოსნია 2 –  ფინეთი 0

6 ჯგუფი: საფრანგეთი 4, პორტუგალია 4 – ლიტვა 0 – რუმინეთი 0

7 ჯგუფი: უნგრეთი 4, რუსეთი 4 – სლოვაკეთი 0 – იტალია 0

8 ჯგუფი: დანია 4, უკრაინა 2 – მონტენეგრო 1 – ფარერები 1

ჯგუფების 2-2 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს ევრო 2020-ის 20 საგზურს (ევრო 2020-ზე შერჩევის გარეშე თამაშობენ ევროპის ჩემპიონი ესპანეთი და მასპინძლები – შვედეთი, ნორვეგია, ავსტრია).

დანარჩენი 12 გუნდი 2019 წლის შემოდგომაზე ჩაერთვება 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა დანარჩენ ქვეყანასთან (მათ შორის, საქართველოსთნ ერთად).

ხოლო მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს შორის 3 უარესი შედეგის მქონე გუნდი ითამაშებს ე.წ. გასავარდნ რაუნდში, პლეიოფში.

ევრო 2022. პლეიოფი. აპრილი, 2020

თამაშობენ პირველი შესარჩევი რაუნდის 2 გამარჯვებული (ლუქსემბურგი და კვიპროსი) და განვითრებადი ქვეყნების ჩემპიონი. ეს 3 გუნდი წილისყრის შედმეგ დაუწყვილდება ევრო 2020 მთავარ შესარჩევ რაუნდში 3 უარესი შედეგის მქონე გუნდს და ითამაშებს შინ-სტუმრად ფორმატით.

3 წყვილის გამარჯვებული მიიღებს ევრო 2022 მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში თამაშის უფლებას. 3 წაგებული ევრო 2024-ის კვალიფიკაციას დაიწყებს პირველი ეტაპიდან.

პლეიოფის წილისყრა გაიმართება ევრო 2020 მთავარი შესარჩევი რაუნდისა და განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატის დასრულების შემდეგ (ივნისი, 2019).

ევრო 2022. მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდი. ოქტომბერი 2020 – აპრილი 2021

მონაწილეობს 32 ქვეყანა, მათ შორის – პლეიოფის 3 გამარჯვებული. პირდაპირ ფინალურ ეტაპზე დაშვებულები არიან მასპინძლები – სლოვაკეთი და უნგრეთი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი. 32 გუნდი დაიყოფა 8 ჯგუფად და გაითამაშებს 20 საგზურს. ფინალურ ეტაპზე გავა ჯგუფების 2-2 გამარჯბებული და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი.

სათამაშო დრო: 1-2 ტური 2020 წლის ოქტომბერში, 3-4 ტური 2021 წლის მარტში, 5-6 ტური 2021 წლის აპრილში. 

ევრო 2022. 14-30 იანვარი, უნგრეთსა და სლოვაკეთში

მონაწილეობს 24  გუნდი.

მსოფლიო ჩემპიონატი 2021

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები 2019 წლის ოქტომბერში ჩაებმება მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდში.

მსოფლიო ჩემპიონატზე, ეგვიპტეში, პირველად ითამაშებსს 32 გუნდი. ჯერ ზუსტად არაა ცნობილი, რამდენი გუნდი დაემატება თითო კონფედერაციას. სავარაუდოდ, ევროპა მიიღებს 2 ან 3 დამატებით ადგილს.

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. პირველი შესარჩევი რაუნდი, ევროპა.

მონაწილეობს 12 გუნდი, ვინც მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდიდან ვერ გავა ევრო 2020-ზე. ამ 12 გუნდს დაემატება ქვეყნები, ვინც არ მონაწილეობდა ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში, მათ შორის, საქართველო. სავარაუდოდ, შეიქმნება 4 ჯგუფი, რომელთა გამარჯვებულები გავლენ პლეიოფში.

1-2 ტური: 2019 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, 3-6 ტური: 2020 წლის იანვარი. წილისყრა გაიმართება ევრო 2020 მთავარი საკვალიფიკაციო რაუნდის დარულების შემდეგ (ივნისი, 2019)

მეორე შესარჩევი რაუნდი, პლეიოფი. ევროპაივნისი 2020

მონაწილეობენ პირველი ეტაპის გამარჯვებულები და ყველა ის ქვეყანა, ვინც პირდაპირ საგზურს ევრო 2020-ზე ვერ მოიპოვებს. ეს გუნდები წილისყრის შემდეგ დაწყვილდებიან და შინ-სტუმრად ფორმატით გამოავლენენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტებს.

წილისყრა გაიმართება ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ (იანვარი, 2020)

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ეგვიპტე. იანვარი, 2021

მონაწილეობს 32 ქვეყანა.

Leave a Reply