სასკოლო ფესტივალი სამტრედიაში
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მასშტაბით, სასკოლო პროგრამის ფარგლებში, იმართება ხელბურთის ფესტივალები, რომლებშიც პროგრამაში ჩართული სკოლები იღებენ მონაწილეობას.
მორიგ ფესტივალს სამტრედიამ უმასპინძლა, რომელშიც დაახლოებით 100მდე ბავშვი იყო ჩართული 7 სკოლიდან:
1️⃣ სამტრედიის #2 საჯარო სკოლა;
2️⃣ სამტრედიის #3 საჯარო სკოლა;
3️⃣ სამტრედიის #8 საჯარო სკოლა;
4️⃣ სამტრედიის #11 საჯარო სკოლა;
5️⃣ სამტრედიის #12 საჯარო სკოლა;
6️⃣ ს. ეწერის საჯარო სკოლა;
7️⃣ დაბა კულაშის საჯარო სკოლა.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიას და სახელბურთო კლუბ “სამტრედიას” ტურნირის ორგანიზებისათვის.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია სასკოლო ხელბურთის პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, რომლის მიზანია მოზარდებში ხელბურთის პოპულარიზაცია და სასწავლო პროცესში არაფორმალური განათლების სახით მისი ინტიგრირების ხელშეწყობა.