ამხანაგური მატჩები საბერძნეთთან

საქართველოს ნაკრები, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, 4-5 იანვარს სალონიკში საბერძნეთის წინააღმდეგ ორ შეხვედრას გამართავს. გუნდი მარტი-აპრილის თვეში ლიეტუვას, შვეიცარიას და უნგრეთს დაუპირისპირდება.

ნაკრები ახლა შეკრებაზე იმყოფება, ხოლო 3 იანვარს სალონიკში გაემგზავრება და მზადებას იქ განაგრძობს.

მატჩების განრიგი:

4 იანვარი, 18:30 საათი (ადგილობრივი დროით), “MIKRA 3” არენა;

5 იანვარი, 18:30 საათი (ადგილობრივი დროით), “MIKRA 3” არენა.

მისამართი: Terma Neas Krinis GR 55132- KALAMARIA / THESSALONIKI

Leave a Reply