როგორ გადაურჩა გერმანია წაგებას

ევროპის სახელბურთო ჩემპიონატზე, ხორვატიაში, გერმანიამ, საგანგებო ვიდეოგანხილვის შემდეგ გადაარჩინა ქულა სლოვენიასთან (25-25), ხოლო დანიამ წააგო ჩეხეთთან, (27-28), თუმცა, მეორე ეტაპზე მაინც გავიდა.

 

ყველა მატჩის ჰაილაითი: https://www.youtube.com/watch?v=nFuK9xyqhA4&list=PLLatB4ZOw08j-i2WwK6LgfBt1_bS2cbzb

ევროპის ჩემპიონმა პირველი ტაიმი სუფთად წააგო (10-15). 41-ე წუთზე სლოვენია მეტით დაწინაურდა (19-15), მაგრამ ლიტველმა მსაჯებმა ბლაზ ბლაგოტინშეკი შვიდმეტრიანითა და ორწუთიანით დასაჯეს და ზედ მიაყოლეს მწვრთნელი ვესელინ ვუიოვიჩი, რომელმაც პროტესტი გამოთქვა. გერმანიამ ორკაციანი მეტობა მიიღო და 47-ე წუთზე გენსჰაიმერმა გაათანაბრა – 19-19, მალე კი პეკელერმა კი პირველად გაიყვანა წინ თავისი გუნდი, 20-19.

სლოვენია, წინა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ამ სიტუაციიდან გამოძვრა და ისევ წინ გავიდა მიჰა ზარაბეცის გოლით – 23-21. სირენამდე 11 წამით ადრე პაულ დრუქსმა გაათანაბრა (24-24), მაგრამ სლოვენიამ სწრაფი შეტევა მოასწრო, ბლაზ იანცმა რთული სიტუაციიდან გაიტანა – 25-24, დრო ამოიწურა, სლოვენიელებმა ზეიმი დაიწყეს, მაგრამ მსაჯებმა ვიდეოგამეორება მოითხოვეს და დიდხანს ატრიალებდნენ ფირს.

გერმანია-სლოვენია, დაბოლოება: https://www.youtube.com/watch?v=hx4VTypllD0

ვიდეოდან ჩანს, რომ იანცმა გოლი წესების დაცვით გაიტანა და ამის შემდეგ რჩება 7 წამი, 3 წამის განმავლობაში მეკარე ჰაინეფეტერი მსაჯს ეკამათება, შემდეგ კი ბურთს ცენტრისკენ ისვრის, იქ კი  ბლაგოტინშეკი გერმანელებს თამაშის განახლებაში ხელს უშლის, რაც თამაშის ბოლო 30 წამის განმავლობაში წითელი ბარათითა და შვიდმეტრიანით ისჯება. ათწუთიანი განხილვის შემდეგ მსაჯებმა დაასკვნეს რომ ეს ყველაფერი 60 წუთის ამოწურვამდე მოხდა – რაიხმანმა შვიდმეტრიანი გაიტანა და მატჩი 25-25 მორჩა. არადა, გერმანიას სულ 1-2 წამი ჰქონდა შესატევად და გოლს ვერანაირად ვერ გაიტანდა, რომ არა ბლაგოტინშეკის შეცდომა.

C ჯგუფში მაკედონიამ მეორე მატჩი მოიგო ერთბურთიანი სხვაობით – 29-28 აჯობა მონტენეგროს და გერმანიასთან ერთად მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა, მესამე საგზურის მფლობელის ვინაობას კი მონეტენეგრო-სლოვენიის მატჩი გაარკვევს ბოლო ტურში. გერმანია-მაკედონიის შედეგიც მნიშვნელოვანია, რადგანაც ჯგუფიდან გამსვლელ სამეულს ერთმანეთში დაგროვილი ქულები მიჰყვება.

D ჯგუფიდან მეორე ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვთ ესპანეთსა და დანიას. ესპანეთმა მძიმე მატჩი მოუგო უნგრეთს (27-25), ხოლო ოლიმპიური ჩემპიონი ჩეხეთთან 27-28 დამარცხდა მატჩში, სადაც ჩეხების მეკარე მარტინ გალიამ 19 დარტყმა მოიგერია, ხოლო ონდრეი ზრდაჰალამ თავისი მერვე გოლით თავისი გუნდი პირველად 55-ე წუთზე დააწინაურა. ესპანეთთან რომც წააგოს, დანიას პირველ ტურში უნგრეთთან 7 ბურთით მოგების გამო მაინც გარანტირებული აქვს მეორე ეტაპზე გასვლა, ჩეხეთს მინიმუმ ქულა სჭირდება უნგრეთთან, უნგრეთის მოგების შემთხვევაში კი ორივე გუნდი ესპანეთ-დანიის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

A და B ჯგუფების ტურნირი დღეს სრულდება. მეორე ტურში სერბეთი, ისლანდია, ავსტრია და ბელარუსი კი ებრძოლნენ, მაგრამ დამარცხდნენ შვედეთთან, ხორვატიასთან, საფრანგეთთან და ნორვეგიასთან. მეორეზე გასვლა განაღდებული აქვთ ხორვატიასა და საფრანგეთს, თუმცა, ოთხივე დღევანდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ეტაპი ხვალ სრულდება.

ხელბურთი. ევრო 2018, კაცები. ხორვატია, 12-28 იანვარი

პირველი ჯგუფური ეტაპი (მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით)  

ჯგუფი, სპლიტი: ხორვატია 4, შვედეთი 2, ისლანდია 2, სერბეთი 0

14 იანვარი. სერბეთი-შვედეთი 25-30

ნ. ილიჩი 5, ნენადიჩი 4 – ლაგერგრენი 5, ნილსონი, ეკბერგი, იაკობსენი 4, აპელგრენი 19/43

https://www.youtube.com/watch?v=qFDE6vP8DG8

ისლანდია-ხორვატია 22-29

პალმარსონი 5, გუნარსონი 4 – ცინდრიჩი 7, სტეპანჩიჩი, კარაჩიჩი, შტრლეკი 4

https://www.youtube.com/watch?v=Xptai4bsDbU

12 იანვარი. შვედეთი-ისლანდია 24-26, ხორვატია-სერბეთი 32-22

16 იანვარი. 21:15 სერბეთი-ისლანდია, 23:30 ხორვატია-შვედეთი

ჯგუფი, პორეჩი: საფრანგეთი 4, ნორვეგია 2, ბელარუსი 2, ავსტრია 0

14 იანვარი. ავსტრია-საფრანგეთი 26-33

ვებერი 5, კანდოლფი 4 – ნგესანი 7, აბალო, რემილი, კოშტო 4
https://www.youtube.com/watch?v=o6bmtOf14Go

ნორვეგია-ბელარუსი 33-28

საგოსენი, ბიორნსენი, გულერუდი 6, იოჰანესენი 4 – კარალეკი 5

https://www.youtube.com/watch?v=HsDX7ZoZYWM

12 იანვარი. ბელარუსი-ავსტრია 27-26, საფრანგეთი-ნორვეგია 32-31

16 იანვარი. 21:15 საფრანგეთი-ბელარუსი, 23:30 ნორვეგია-ავსტრია

ჯგუფი, ზაგრებიმაკედონია 4, გერმანია 3, სლოვენია 1, მონტენეგრო 0

15 იანვარი. სლოვენია-გერმანია 25-25

ზარაბეცი 5, ბლაგოტინშეკი, იანცი, მაცკოვშეკი 4 – გენსჰაიმერი 7, გროცკი, რაიხმანი 4

https://www.youtube.com/watch?v=H9Sd7TEfM8U

მონტენეგრო-მაკედონია 28-29

ჩავორი 6, ვუიოვიჩი 5, გრბოვიჩი 4 – კუზმანოვსკი 5, მანასკოვი, ლაზაროვი, მირკულოვსკი 3

https://www.youtube.com/watch?v=nFuK9xyqhA4

13 იანვარი. გერმანია-მონტენეგრო 32-19, მაკედონია-სლოვენია 25-24

17 იანვარი. 21:10 გერმანია-მაკედონია, 23:30 მონტენეგრო-სლოვენია

ჯგუფი, ვარაჟდინი: ესპანეთი 4, დანია 2, ჩეხეთი 2, უნგრეთი 0,

15 იანვარი. უნგრეთი-ესპანეთი 25-27

ბანჰიდი 6, ბალოგი 5, ლეკაი 4 – ფიგერასი, არინო, დუიშებაევი, რივერა

https://www.youtube.com/watch?v=TP-LCKxnEaY

ჩეხეთი-დანია 28-27

ზდრაჰალა 8, კასპარეკი 5 გალია 17/43 – ჰანსენი 7, ლაუგე, ზახრიასენი 6

https://www.youtube.com/watch?v=eZwd8t79u-w

13 იანვარი. ესპანეთი-ჩეხეთი 32-15, დანია-უნგრეთი 32-25

17 იანვარი. 21:15 ჩეხეთი-უნგრეთი, 23:30 ესპანეთი-დანია

მეორე ჯგუფური ეტაპი (ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი)

1 ჯგუფი, ზაგრები: (A1, A2, A3, B1, B2, B3) – 18, 20, 22, 24 იანვარს

2 ჯგუფი, ვარაჟდინი: (C1, C2, C3, D1, D2, D3) – 19, 21, 23, 24 იანვარს

ნახევარფინალები და ფინალი ზაგრებში, 26 და 28 იანვარს

Leave a Reply