ლიტვის შესარჩევი მესამე ადგილზე დავასრულეთ

საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო დღეს, ლიტვაში ფრედ, 23-23 ითამაშა ისრაელთან და მესამე ადგილს დასჯერდა. დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჩვენები 21-17 იგებდნენ. ლიტვამ 29-27 მოუგო ლატვიას და მომდევნო ეტაპზე, პლეიოფში გავიდა. 

თამაში: https://www.facebook.com/lturankinis/videos/2145210709098573/

ისრაელთან სასტარტო შემადგენლობაში შალვა სტურუა გამოჩნდა, რომელმაც მალევე გახსნა თვისი პირადი სანაკრებო ანგარიში. ისრაელი ცოტა ხანში ორი ბურთით დაწინაურდა – 8-6, 9-7, 10-8. მეტოქემ აქტიური, 3-2-1 დაცვა გვეთამაშა და ჩვენებს ადაპტაციისთვის დრო დასჭირდათ. შეტევაში ისრაელი ძალიან ბევრ ბურთს კარგავდა, თუმცა, ბოლო ფაზაში იოლად არღვევდა ჩვენს დაცვას, რის გამოც დონე ბოშკოვსკიმ ჩიქოვანი წინ ასწია და 5-1 წყობაზე გადავიდა. ამან გაამართლა და მატჩის ბოლომდე გაგრძელდა.

შეტევაში ისრაელის განლაგებას ალღო უკეთ თემო ორჯონიკიძემ აუღო და რამდენჯერმე ინდივიდუალურად გაარღვია მწყობრი, ტაიმის ბოლოს კი ორჯერ ცხოვრებაძემაც გაიტანა და 30 წუთი ფრედ მორჩა – 12-12.

მეორეში ნელნელა დავწინაურდით. ჩიქოვანი და ორჯონიკიძე რეგულარულად ჯობნიდნენ მეურვეებს, ხოლო დაცვაში კარგად იდგნენ დათუკაშვილი, წითელიშვილი და დიხამინჯია. შოთა თევზაძის მოგერიებული შვიდმეტრიანისა და კუთხიდან დარტყმის შემდეგ, 45 წუთზე ანგარიში 18-15 იყო. შემდეგ რუსტამოვმა ჩაჭრა მეტოქის პასი და გარღვევა მოაწყო, ჩიქოვანმა (6 გოლი, 5 საგოლე პასი) 9 მეტრიდან შეაგდო, ხოლო ორჯონიკიძის მორიგი შორეული დარტყმის შემდეგ 4 ბურთითაც დავწინაურდით – 21-17 და რჩებოდა 10 წუთი.

მეტოქემ მაქსიმალურად გაამკაცრა დაცვა, ბოლოს კი პერსონალურად აიყვანა ჩიქოვანიც და ორჯონიკიძეც. სირენამდე ორნახევარი წუთით ადრე 23-21 ვიგებდით, მაგრამ ცხოვრებაძემ გარბენი გააკეთა, გერერომ კი შორიდან გაგვიტანა – 23-22. წუთი და 13 წამი რჩებოდა, როცა ჩვენი ნაკრები შეტევაში წავიდა, და დროის მაქსიმალურად გაწელვაზე უნდა ეზრუნა, მაგრამ მეტოქის მკაცრი წნეხის ქვეშ მსხვილიძემ შეტევის მე-17 წამზევე დაარტყა შორიდან და ვერ შეაგდო. ისრაელის ბოლო იერიშს თითქოს წარმატებით ვუმკლავდებოდით, მაგრამ მეტოქემ ბოლო ცხრამეტრიანის გათამაშების შემდეგ ბურთი მარცხენა კუთხემდე ჩაიტანა და გარემარბმა კაცმა, დასრულებამდე 2 წამით ადრე, გაათანაბრა – 23-23. საქართველოს ნაკრებს მესამე ადგილი ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ერგო.

ხელიდან გაშვებული მოგება და ლიტვა-ლატვიასთან ბოლო წუთებზე წაგებული მატჩები – ასეთი იყო საქართველოს ნაკრების შედეგი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე. ახალი მწვრთნელის ბოშკოვსკის ხელში საქართველოს ნაკრები სრულიად ბრძოლისუნარიანი და მობილიზებული გუნდი იყო, შემოდგომაზე ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში უნდა ჩაებას და მთავარ შესარჩევ რაუნდში გასასვლელად იბრძოლოს.

მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეიოფის საგზურები კი მოიპოვეს ლიტვამ, რუსეთმა, რუმინეთმა, ჰოლანდიამ,  ბოსნიამ და პორტუგალიამ. 

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2019. კაცები (9-27 იანვარი, გერმანიასა და დანიაში)

ევროპა. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

ჯგუფების თითო გამარჯვებული გადის პლეიოფში

2 ჯგუფი: ლიტვა 6 – ლატვია 4, საქართველო 1 (-7), ისრაელი 1 (-17)

კლაიპედა, ლიტვა. შვიტურიო არენა

14 იანვარი. ისრაელი-საქართველო 23-23

ისრ: შიკლოში, ტუტკენიცი – გერერა 4, პომერანცი 4, შტელმანი 4, გერა 3, ფრიდმანი 2, ლევი 2, სეგალი 1, დავდა 1, შკალიმი 1, კაცი 1, კოფმანი, აპო, კოენი, ტეპერი

საქ: თევზაძე, ხანდოლიშვილი – ორჯონიკიძე 7, ჩიქოვანი 6, ცხოვრებაძე 3, მსხვილიძე 2, ჭანტურია 2, რუსტამოვი 2, სტურუა 1, დათუკაშვილი, წითელიშვილი, დიხამინჯია, ლაპიაშვილი, გრიშიკაშვილი, აბრამიშვილი – მწვ. ბოშკოვსკი, კალანდაძე

მსაჯები: ბოგდან კალუჯეროვიჩი – ივან ვუიაჩიჩი (მნტ)

ლიტვა-ლატვია 29-27

ლიტ: რაშიმასი, მორკუნასი – მალაშინსკასი 10, დუმჩუსი 6, ბერნატონისი 4, პალევიჩუსი 4, ციბულსკისი 2, პლეტა 1, შტროპუსი 1, ვირბაუსკასი 1, ურბონასი, იუსკენასი, ტარციონასი, გრიგასი, სტანკევიჩუსი, გროსასი

ლატ: კუკსა, პურინში – იურძსი 10, კრიშტოპანსი 6, ტუმინსკისი 4, პოლიტერსი 3, კრაიცბერგსი 2, პანჩენკო 1, ვერშაკოვსი 1, დუდე, ლიელაისი, ბოროდოვსკისი, გორბუნოვსი, ლეგანოვკისი, კუგისი, პილპუკსი

მსაჯებიმარკო ბორიჩიჩი – დეიან მარკოვიჩი (სრბ)

დელეგატები: კალევ ვენცლი (ესტ), იან რუდინსკი (სლკ)

12 იანვარი. ლატვია-საქართველო 24-21, ლიტვა-ისრაელი 36-20

13 იანვარი. ისრაელი-ლატვია 28-29, საქართველო-ლიტვა 20-24

1 ჯგუფი: რუსეთი 12 – სლოვაკეთი 6, ფინეთი 3, ლუქსემბურგი 3

ლუქ-ფინ 23-23, რუს-სლკ 32-22, ფინ-რუს 22-35, სლკ-ლუქ 36-19, ლუქ-რუს 19-17, ფინ-სლკ 22-27, რუს-ლუქს 28-17, სლკ-ფინ 24-16, სლკ-რუს 26-32, ფინ-ლუქ 30-25,  რუს-ფინ 36-26, ლუქ-სლკ 28-27

3 ჯგუფი. იტალიაში: რუმინეთი 5 – იტალია 4, უკრაინა 3, ფარერები 0

უკრ-ფარ 30-22, რუმ-იტა 34-24, ფარ-რუმ 20-28, იტა-უკრ 29-28, რუმ-უკრ 26-26, იტა-ფარ 29-18

4 ჯგუფი. პორტუგალიაში: პორტუგალია 5 (+45) – პოლონეთი 5 (+44), კვიპროსი 2, კოსოვო 0

პოლ-კოს 30-19, პორ-კვი 47-16, კოს-პორ 22-36, კვი-პოლ 13-46, 14 იან: კვი-კოს 24-22, პორ-პოლ 27-27

5 ჯგუფი: ჰოლანდია 10 – ბელგია 7, თურქეთი 7, საბერძნეთი 0

თურ-ბლგ 27-27, ჰოლ-საბ 29-20, ბელ-ჰოლ 25-26, საბ-თურ 19-25, თურ-ჰოლ 30-27, ბელ-საბ 33-28, ჰოლ-თურ 26-19, საბ-ბელ 24-26, ბელ-თურ 27-21, საბ-ჰოლ 23-28, ჰოლ-ბელ 33-30, თურ-საბ 24-23

6 ჯგუფი:  ბოსნია 6 – შვეიცარია 4, ესტონეთი 2

ბოს-ესტ 31-24, ესტ-ბოს 29-25, ესტ-შვც 22-26, შვც-ესტ 39-21, შვც-ბოს 21-24, ბოს-შვც 21-15

ლეიოფი: 8-10/12-14 ივნისი, 2018

პირველი ეტაპის გამარჯვებულ 6 გუნდს დაემატება 10 ქვეყანა ევრო 2018-დან. 16 გუნდი დაწყვილდება და შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს მსოფლიო ჩემპიონატის 8 ფინალისტს. წილისყრა თებერვალში

ევრო 2018 ხორვატიაში (12-28 იანვარი, 2018). 16 მონაწილიდან მსოფლიო 2019 წლის ჩემპიონატის საგზური უკვე აქვთ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთს, ასევე 2019 წლის მასპინძლებს – გერმანიას და დანიას. მათ დაემატება სამი საუკეთესო გუნდი ევრო 2018-დან. დანარჩენი 10 გუნდი გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. პლეიოფის მონაწილე იქნება ჩამოთვლილი 13 ქვეყნიდან 10: ავსტრია, ბელარუსი, ხორვატია, ჩეხეთი, ესპანეთი, უნგრეთი, ისლანდია, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სლოვენია, სერბეთი, შვედეთი

Leave a Reply