პლაჟის ხელბურთის მე-15 ადგილი ევროპაში

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა მე-15 ადგილი დაიკავა პორტუგალიაში, პლაჟის ხელბურთის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც გაიმარჯვეს ჰოლანდიის გოგონათა და ესპანეთის ჭაბუკთა ნაკრებებმა.

შეიბრების პირველ და ბოლო მატჩში ქართველმა ჭაბუკებმა ორჯერ დაამარცხეს სლოვაკეთი, შუალედში, კი, სამწუხაროდ, 4 მატჩი წააგეს. გადამწყვეტი იყო ჯგუფური ტურნირის მეორე შეხვედრა საბერძნეთთან. მოგების შემთხვევაში ჩვენები მეოთხედფინალში გადიოდნენ, მაგრამ ორივე სეტი მინიმალური სხვაობით დათმეს – 13-14 და 16-18. ჯგუფის მესამე მატჩი ნაკრებმა მომავალ ფინალისტ პორტუგალიასთან წააგო.

9-16 ადგილებისთვის პლეიოფში საქართველოს ნაკრებმა პირველი სეტი დამაჯერებლად, 24-16 მოუგო ბულგარეთს, მაგრამ წააგო მეორე და შემდეგ დამარცხდა შუთაუტშიც. უკრაინასთან მარცხის შემდეგ მე-15 ადგილისთვის ისევ დავამარცხეთ სლოვაკეთი.

შეჯიბრება 2000 წელს დაბადებულთა შორის იმართებოდა. ამ გუნდის რამდენიმე ხელბურთელი თვრამეტწლამდელთა ნაკრების კანდიდატიცაა უკვე კლასიკურ ხელბურთში, საქართველოს ნაკრებს 15-21 აგვისტოს, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი აქვს თვრამეტწლამდელებში.

პლაჟის ხელბურთი. ევროპის 16 წ ჩემპიონატი

ნაზარე, პორტუგალია. 8-10 ივლისი, 2016

A ჯგუფი: პორტუგალია 6 ქულა, საბერძნეთი 4 – საქართველო 2, სლოვაკეთი 0

8 ივლისი. პორტუგალია – საბერძნეთი 2-1, პორტუგალია – სლოვაკეთი 2-0,

საქართველო – სლოვაკეთი 2-1 (12-8, 15-17, 6-4)

საქ: დიხამინჯია, ბერიძე – ნიაზაშვილი 10, ცხოვრებაძე 8, ქათამაძე 7, ლაპიაშვილი 4, კუხალაშვილი 3, კაჭკაჭაშვილი 1, კახოშვილი, ლორთქიფანიძე

საბერძნეთი – საქართველო 2-0 (14-13)

საქ: ცხოვრებაძე 12, კაჭკაჭაშვილი 10, ლაპიაშვილი 4, ნიაზაშვილი 3

9 ივლისი. საბერძნეთი-სლოვაკეთი 2-0

პორტუგალია – საქართველო 2-0 (18-17, 18-10)

საქ: ცხოვრებაძე 12, ლაპიაშვილი 5, ქათამაძე 4, კაჭკაჭაშვილი 2, კუხალაშვილი 2, ნიაზაშვილი 2

B ჯგუფი: რუსეთი 6, შვეიცარია 4 – ჰოლანდია 2, ბულგარეთი 0

C ჯგუფი: ესპანეთი 4, პოლონეთი 4 – რუმინეთი 2, უკრაინა 2

D ჯგუფი: იტალია 6, გერმანია 4 – უნგრეთი 2, ხორვატია 0

9 ივლისი, მეოთხედფინალი

1-8 ადგილები: პორტუგალია-შვეიცარია 2-0, რუსეთი-საბერძნეთი 2-1, ესპანეთი-გერმანია 2-0, იტალია-პოლონეთი 2-0

9-16 ადგილები. ჰოლანდია-სლოვაკეთი 2-1, რუმინეთი-ხორვატია 1-2, უნგრეთი-უკრაინა 2-1

საქართველო-ბულგარეთი 1-2 (24-16, 8-13, 6-7)

საქ: კაჭკაჭაშვილი 12, ცხოვრებაძე 12, ლაპიაშვილი 5, კუხალაშვილი 4, ქათამაძე 3, ნიაზაშვილი 2

9 ივლისი, ნახევარფინალი 9-12, 13-16 ადგილებისთვის.

13-16. რუმინეთი-სლოვაკეთი 2-0

საქართველო-უკრაინა 0-2 (11-20, 12-23)

საქ: ცხოვრებაძე 8, კაჭკაჭაშვილი 6, ქათამაძე 6, ნიაზაშვილი 2, ლაპიაშვილი 1

9-12. ბულგარეთი-უნგრეთი 0-2, ხორვატია-ჰოლანდია 1-2

10 ივლისი, ნახევარფინალი.

1-4 ადგილები. პორტუგალია-იტალია 2-0, რუსეთი-ესპანეთი 1-2

5-8 ადგილები: შვეიცარია-პოლონეთი 2-0, საბერძნეთი-გერმანია 0-2

10 ივლისი, ფინალები

15-16. საქართველო-სლოვაკეთი 2-0 (16-15, 12-8)

საქ: ცხოვრებაძე 10, კაჭკაჭაშვილი 8, ნიაზაშვილი 6, ქათამაძე 2, კუხალაშვილი 1, ლაპიაშვილი 1

13-14. უკრაინა – რუმინეთი 2-0

11-12. ხორვატია-ბულგარეთი 2-0

9-10. უნგრეთი-ჰოლანდია 2-1

7-8. საბერძნეთი-შვეიცარია 2-0

5-6. პოლონეთი-გერმანია 2-0

3-4. იტალია -რუსეთი 2-0

1-2. ესპანეთი-პორტუგალია 2-1

გოგონები: 1. ჰოლანდია 2. ესპანეთი 3. პორტუგალია 4. ნორვეგია 5. უნგრეთი 6. ხორვატია 7. იტალია 8. გერმანია 9.რუსეთი 10. პოლონეთი 11. რუმინეთი 12. შვეიცარია 13. ბულგარეთი 14. საბერძნეთი 15. ლიტვა 16. უკრაინა

ჭაბუკთა (2000-01) ნაკრები პორტუგალიაში: 1. ირაკლი დიხამინჯია 3. გიორგი ლაპიაშვილი 4. ლუკა კახოშვილი 7. გიორგი ცხოვრებაძე 8. გიორგი კაჭკაჭაშვილი 9. გიორგი ქათამაძე 10. გიორგი კუხალაშვილი (პეგასი) 2. თორნიკე ბერიძე (ბათუმი) 5. დავით ნიაზაშვილი (გორი) 6. ლუკა ლორთქიფანიძე (ფოთი)

მთავარი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე, მწვრთნელი გიორგი წივწივაძე, გუნდის ლიდერი ლევან გელაშვილი

Leave a Reply