დანიამ რუსეთი მესამედ დაამარცხა

ივლისი და აგვისტო ხელბურთში მსოფლიოსა და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების დროა. ერთი ტურნირი, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ოცწლამდელთა შორის, პარასკევს დასრულდა მოსკოვში. ფინალში დანიამ 32-28 დაამარცხა რუსეთი.

მასპინძლებმა ძირითადი დროის ბოლო წამებზე გაათანაბრეს ანგარიში, 28-28, მაგრამ დამატებით დროში 4 უპასუხო ბურთი მიიღეს დანიელებისგან და 28-32 დამარცხდნენ. მესამე ადგილისთვის რუმინეთმა 26-25 მოუგო გერმანიას. ამ მომენტისთვის დანიის ქალთა ასაკობრივ ნაკრებებს ოთხიდან სამი ტიტული აქვთ: 2015 წელს მათ მოიგეს 17 და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, ახლა კი – მსოფლიო ტიტული ოცწლამდელებს შორის – სამივე ამ ფინალში მათ რუსეთის ნაკრები დაამარცხეს. დარჩა მეოთხე, ტურნირი, 18-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 19 ივლისს იწყება სლოვაკეთში. 

ვაჟები კენტ წლებში ევროპის ჩემპიონს ავლენენ და ერთი ჩემპიონატი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება 15-21 აგვისტოს.

20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი  28 ივლისიდან ჩვეული ფორმატით იმართება დანიაში, 18-წლამდელებს შორის კი ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ფორმატი შეცვალა.  

გაუქმდა საკვალიფიკაციო ტურნირები და შეჯიბრება ორ დონედ დაიყო. ევროპის ასაკობრივი რეიტინგის 16 მოწინავე გუნდი პირდაპირ ფინალურ ტურნირს თამაშობს ხორვატიაში – ამ ტურნირს ეწოდება თვრამეტწლამდელთა ევრო 2016, ხოლო დანარჩენი 27 ქვეყანა 3 ტურნირს გამართავს საქართველოში, ლიტვასა და ბულგარეთში. ამ შეჯიბრებებს ჰქვია 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, ხოლო მათი თითო გამარჯვებული მიიღებს 20-წლამდელთა შორის ევრო 2018-ზე, თექვსმეტ უძლიერეს გუნდში თამაშის უფლებას.

გაისად ამავე ფორმატით გათამაშდება 17-წლამდელ გოგონათა  ევროპის ჩემპიონატი, ხოლო უახლოეს 2 წელიწადში საკვალიფიკაციო ტურნირები გაუქმდება ევროპისა და მსოფლიოს ყველა ასაკობრივ ჩემპიონატზე.

საქართველოს 18-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრები ამ დღეებში მზადების ბოლო ეტაპს იწყებს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის.

ამ მომენტისთვის, კაცთა შორის სამი ასაკობრივი ტიტულის მფლობელია საფრანგეთის ნაკრები – არის მსოფლიო ჩემპიონი 19 და 21-წლამდელთა შორის და ევროპის ჩემპიონი თვრამეტწლამდელებში. ოცწლამდელთა მოქმედი ევროპის ჩემპიონი გერმანიის ნაკრებია.

ხელბურთი. მსოფლიოს 20 წ ჩემპიონატი 2016, ქალები. რუსეთი,  2-15 ივლისი (2014 წლის ჩემპიონი – კორეა)

ფინალი. დანია-რუსეთი 32-28 (28-28), მესამე ადგილისთვის. რუმინეთი-გერმანია 26-25. 5. ნორვეგია 6. შვედეთი 7. კორეა 8. ხორვატია 9. ჰოლანდია 10. უნგრეთი 11. ბრაზილია 12. ესპანეთი 13. საფრანგეთი 14. ანგოლა 15. იაპონია 16. არგენტინა 17. მონტენეგრო 18. ჩინეთი 19. ავსტრია 20. ეგვიპტე 21. ტუნისი 22. ჩილე 23. ყაზახეთი 24. უზბეკეთი

მსოფლიო 18 წ ჩემპიონატი 2016, ქალები. სლოვაკეთი, 19-31 ივლისი (2014 წლის ჩემპიონი – რუმინეთი)

A: რუსეთი, ხორვატია, გერმანია, ჩილე, იაპონია, ანგოლა

B: უნგრეთი, ბრაზილია, შვედეთი, ესპანეთი, ჩინეთი, კოტ დივუარი

C: ნორვეგია, რუმინეთი, კორეა, საფრანგეთი, ყაზახეთი, პარაგვაი

D: დანია, სლოვენია, სლოვაკეთი, ეგვიპტე, არგენტინა, უზბეკეთი

ევროპის 20 წ ჩემპიონატი 2016, კაცები. დანია, 28 ივლისი-7 აგვისტო (2014 წლის ჩემპიონი – გერმანია)

A: საფრანგეთი, შვეიცარია, სერბეთი, პოლონეთი

B: ესპანეთი, ისლანდია, სლოვენია, რუსეთი

C: დანია, ნორვეგია, ჰონალდია, მაკედონია

D: უნგრეთი, გერმანია, ხორვატია, შვედეთი

ევრო 2016 18 წ, კაცები. ხორვატია, 11-21 აგვისტო (2014 წლის ჩემპიონი – საფრანგეთი)

A: ესპანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, შვეიცარია

B: დანია, სლოვენია, რუსეთი, სლოვაკეთი

C: შვედეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ისლანდია

D: გერმანია, სერბეთი, პორტუგალია, პოლონეთი

18 წ ევროპის ჩემპიონატი 2016, კაცები. 3 ტურნირი 15-21 აგვისტოს

საქართველოში

A: რუმინეთი, ბოსნია, ლატვია, საქართველო

B: ბელარუსი, მონტენეგრო, ბელგია, ბრიტანეთი

ლიტვაში

A: ესტონეთი, ჰოლანდია, იტალია, მოლდოვა

B: ავსტრია, ისრაელი, საბერძნეთი, ლიტვა

ბულგარეთში

A: უნგრეთი, მაკედონია, უკრაინა სომხეთი, კოსოვო, კვიპროსი

B: თურქეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ფარერები

თითო გამარჯვებული მოიპოვებს 20-წლამდელთა ევრო 2018 საგზურს

Leave a Reply