პეგასი პირველ ადგილზეა  

საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატზე, თბილისის პეგასმა 38-26 დაამარცხა თელავის სტუ-იმედი და 6 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. ჩემპიონატი 25 ნოემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლეში განახლდება. 

საქართველოს 2017 წლის ჩემპიონის, იმედისა და 2018 წლის თასის მფლობელის, პეგასის მატჩი ტურის ცემტრალური შეხვედრა იყო. ორივე გუნდს დანაკლისი ჰქონდა – ტრავმის გამო პეგასს აკლდა ლაპიაშვილი, ხოლო იმედს იობაშვილი, გიორგაძე და მიქავა. თუმცა, პივოტის პოზიციაზე ლაპიაშვილი სრულყოფილად შეცვალა ვეტერანმა შოთა გრიშიკაშვილმა, რომელიც მშვენივრად ურთიერთქმედებდა ნიკოლოზ კალანდაძესთან. ამ დუეტის კარგი თამაშის წყალობით პეგასი მუდმივად წინ იყო, თუ არ ჩავთვლით საწყის წუთებში 0-2 ჩამორჩენას. ტაიმის ბოლოსთვის ანგარიში 21-14 გახდა. შესვენების შემდეგ იმედმა გაიბრძოლა, მაგრამ ზარნაძის ზედიზედ გატანილი რამდენიმე გოლის შემდეგ პეგასის უპირატესობა უფრო გამოიკვეთა, ხოლო იმედმა მთელ მატჩში იმდენი საკუთარი შეცდომა დაუშვა, რომ მოგების შანსი არც შეიძლებოდა, ჰქონოდა.

მეორე თამაშში, ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ (20-20), გორმა შესვენების შემდეგ გატეხა სპორტის უნივერსიტეტი, 49-39 მოიგო და პირველი 2 ქულა ჩაიწერა

საქართველოს ჩემპიონი გამოვლინდება მაისში, სამწრიანი რეგულარული ტურნირისა და ფინალური ოთხეულის მატჩების შემდეგ. ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟისა და ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ ხელბრთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. კაცები. უმაღლესი ლიგა

21 ნოემბერი, არენა 2

გორი – სპორტუნი 49-39

გორ: თითირაშვილი – ახალბედაშვილი 11, დალაქიშვილი 11, მჭედლიშვილი 10, ზუბიაშვილი 6, ტარუაშვილი 5, გუდურაშვილი 5, მურადაშვილი 1, ხუბულური

სპ: ხარაიშვილი – იობაშვილი 19, ჩაკვეტაძე 5, ჩიკვილაძე 5, აბაშიძე 4, გოდელაშვილი 3, ერისთავი 2, გულდედავა 1, დელიბაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

იმედი-სტუ თელავი – პეგასი 26-38

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი – ცისკარიშვილი 6, გოგალაძე 4, ყორიაული 4, ბაინაზიშვილი 4, გავაშელიშვილი 4, მაისაშვილი 3, კორსანტია 1, დოლმაზაშვილი, ამირანაშვილი, ბერაძე

პეგ: დიხამინჯია გორგოძიანი – ზარნაძე 9, გრიშიკაშვილი 8, კალანდაძე 8, კუხალაშვილი 6, ბაძაღუა 4, ქათამაძე 2, დგებუაძე 1, პატაშური, კოხრეიძე, ჟვანია

მსაჯები: გ. გველესიანი – ი. ჭკუასელი, დელეგატი: ლ. გელაშვილი

——————თ—მ—ფ—წ—–ბ—–ქ

პეგასი———–3—3—0—0–134-83—6

იმედი-სტუ—–3—2—0—1–100-97—4

გორი————-3—1—0—2-108-133–2

სპორტუნი——3—0—0—3–96-125–0

———————————————–

ბსბ ბათუმი—–0—0—0—0—–0-0—-0

ქუთაისი——–0—0—0—0—–0-0—-0

წყალტუბო—–0—0—0—0—–0-0—-0

სამტრედია—–0—0—0—0—–0-0—-0

25 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

14:00 ბსბ ბათუმი – წყალტუბო

16:00 ქუთაისი – სამტრედია

26 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

14:00 სამტრედია – ბსბ ბათუმი 

16:00 წყალტუბო – ქუთაისი

27 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

14:00 წყალტუბო – სამტრედია

16:00 ბსბ ბათუმი – ქუთაისი

პირველი წრის საერთო ტური: 

10-13 დეკემბერი, არენა 2

Leave a Reply