ოქროს ვერძი და მდევრები

თბილისში განახლდა ხელბურთელ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატი. დღის მთავარ მატჩში ლიდერმა, ფოთის ოქროს ვერძმა დაძაბულ ბრძოლაში, 19-18 დაამარცხა თბილისის პეგასი. 

აქამდე აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდები ერთმანეთში თამაშობდნენ, 22-25 ნოემბერს კი იმართება აღმოსავლეთისა და დასავლეთის საერთო, ჯვარედინი ტური, რომელიც სატურნირო ცხრილს უფრო დაალაგებს. ჯერჯერობით ფოთი დამაჯერებლად ლიდერობს, მაგრამ თუ დაკარგულ ქულებს დავითვლით, ლიდერს სულ ორით ჩამორჩებიან ქარიშხალა და ყვარელი, სამით – აჭარა, საპრიზო ადგილებისთვის შეიძლება იბრძოლონ სამტრედიამ და პეგასმაც.

ფოთისა და პეგასის მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 10-10 მორჩა. შესვენების შემდეგ ფოთელები 3 ბურთით დაწინაურდნენ, მაგრამ პეგასმა ანგარიში ისევ გაათანაბრა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებში გაირკვა. 9-9 გოლი გაიტანს საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრებმა, ჯგერენაიამ (ფოთი) და ჩხაიძემ (პეგასი).

სხვა მატჩებში ქარიშხალამ დაამარცხა ბათუმი (27-19), ყვარელმა – წყალტუბო (21-8), სამტრედიამ – მამული, 25 -12. ხვალ სპორტკომპლექს არენაში მორიგი 5 მატჩია. დასაწყისი 12 საათზე.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

გოგონები, 17 წლამდე

22 ნოემბერი, არენა 2

ქარიშხალა – ბსბ ბათუმი 27-19

ფოთი – პეგასი 19-18

ყვარელი – წყალტუბო 21-8

მამული – სამტრედია 12-25

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი, ი.ჭკუასელი, თ. ქიტესაშვილი, მ. ჩავჩიძე

——————თ—მ—ფ—წ——-ბ—-ქ

ფოთი———–9—8—1—0–150-109–17

აჭარა————8—6—0—2–161-103–12

ყვარელი——-7—5—1—1—136-94—11

სამტრედია—-9—5—1—3–149-118–11

ქარიშხალა—-7—5—1—1–176-152–11

პეგასი———-7—3—0—4–134-123—6

ბათუმი———9—1—1—7—99-158—3

წყალტუბო—-9—0—1—8—90-168—1

მამული——–7—0—0—7–109-179—0

23 ნოემბერი, არენა 2

12:00 პეგასი – ბათუმი

13:00 მამული – წყალტუბო

14:00 სამტრედია – პეგასი

15:00 ყვარელი – ფოთი

16:00 აჭარა – ქარიშხალა

Leave a Reply