პეგასის მეორე რევანში

სპოტკომპლექს არენაში გრძელდება საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეორე წრე ხელბურთში. შაბათს თბილისის პეგასმა დაამარცხა მამული, 31-21, ყვარელმა – წყალტუბო, 30-17. ტური კვირას დასრულდება მამულისა და ყვარლის მატჩით.

პეგასმა პირველ წრეში ორივე კონკურენტთან წააგო (მამულთან 25-26, ყვარელთან 19-22), მეორეში კი უკვე ორივეს აუღო რევანში. ლიდერის, ყვარლის დამარცხების შემდეგ ნინო წივწივაძის გუნდმა იოლად მოუგო მამულს – 31-21. გუნდების საშუალედო მდგომარეობა ხვალ გაირკვევა – თუ მამულმა მოახერხა ყვარლის დამარცხება, მაშინ შესაძლოა სამმა გუნდმა დააგროვოს 16-16 ქულა, თუ ვერა – ყვარელი პირველ ადგილზე დარჩება მესამე წრის წინ.

თამაში მკვეთრად გამოაკეთა აჭარის ძალიან ახალგაზრდულმა გუნდმა, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს შინაურ არენაზე. ყვარელთან 3-22 წაგების შემდეგ მწვრთნელ მაია შალამბერიძის გუნდმა დღეს სერიოზულად იბრძოლა წყალტუბოსთან – 8-13, ხოლო შემდეგ 10 გოლი გაუტანა მამულს – 10-20.

სულ საქართველის ჩემპიონატზე ქალები სამ წრეს გამართავენ. 4 საუკეთესო გუნდი მაისში, ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ქალები, 2015-16

მეორე წრე. 2 აპრილი, არენა

აჭარა-წყალტუბო 8-13

აჭ: ქარჩავა – დოლიძე 3, მჟავანაძე 3, ქამაშიძე 2, ხოხბა, მურუსიძე, ვასაძე, საფარიძე, კომახიძე, გაბეჩავა, გუჩმანიძე, ღოღობერიძე

წყ: ჩავჩიძე – ჯავახაძე 4, ჯიმშელეიშვილი 3, ჯიშკარიანი 3, ჩირგაძე 3, ფანცხავა, დარსაველიძე

პეგასი-მამული 31-21

პეგ: ყაველაშვილი, ჯიქურაშვილი, ჩაჩუა – ჩოხელი 12, ბერიძე 7, ჩოგოვაძე 6, გაგნიძე 2, ჩხაიძე 2, ქებაძე 1, ვენეცკი 1, შოშიტაშვილი,  სარაჯიშვილი, კახაია 

მამ: ვარდიშვილი – გიორგაძე 7, ყველაშვილი 7, ღვალაძე 3, იაშვილი 2, ჯავახიშვილი 2, შახულოვი

ყვარელი-წყალტუბო 30-17

ყვ: გუბელაძე, ტოჩილაშვილი – თ. იორდანიშვილი 8, თეთრაშვილი 6, ქიტესაშვილი 6, ა. ფუღიაშვილი 5, კუპატაძე 3, მიხელიძე 1, ს. იორდანიშვილი 1, კორახაშვილი, არაბული, ლ. ფუღიაშვილი

წყ: ჩავჩიძე, ნ. ჯიქია – ჯიშკარიანი 6, დარსაველიძე 3, ჯიმშელეიშვილი 3, ჯავახაძე 3, თვალოძე 1, ჩირგაძე, ფანცხავა, დანგაძე, ლაღაძე, ქ. ჯიქია, ნიკოლეიშვილი, კალანდაძე

აჭარა-მამული 10-20

აჭ: ქარჩავა – მჟავანაძე 4, ვასაძე 3, ქამაშიძე 1, მურუსიძე 1, კომახიძე 1, დოლიძე, ხოხბა, საფარიძე, გაბეჩავა, გუჩმანიძე, ღოღობერიძე

მამ: ვარდიშვილი, არაბაჯევი – ჯავახიშვილი 8, ყველაშვილი 6, გიორგაძე 4, შახულოვი 1, იაშვილი 1, დანელია, გოგიჩაიშვილი, ავსაჯანიშვილი, წერეთელი

მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. სამყურაშვილი

მდგომარეობა: ყვარელი 16 ქულა (9 მატჩიდან), მამული 14 (9), პეგასი 12 (8), წყალტუბო 6 (9), ფოთი 4 (10), აჭარა 2 (9) – ფოთს მეორე წრის ყველა მატჩში წაგება ჩაეთვალა

3 აპრილი, არენა 1

13:00 წყალტუბო-პეგასი, 14:20 მამული-ყვარელი, 15:40 პეგასი-აჭარა

Leave a Reply