ნაკრები უკრაინიდან მოგებით დაბრუნდა

უკრაინიდან დაბრუნდა ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრები, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ ორი ამხანაგური მატჩი გამართა ქალაქ ბროვარის კაცთა გუნდთან. მეორე შეხვედრა ქართველებმა მოიგეს – 31-28, პირველი მარცხის შემდეგ (24-25).  შესარჩევი ტურნირი 8-10 აპრილსაა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში – სერბეთი, საქართველო, ისრაელი, საბერძნეთი. ფინალურ ეტაპზე ერთი გუნდი გადის. 

გვესაუბრება ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე:  – ტურნეთი კმაყოფილები ვართ.  მეორე თამაშს კარგა ხანი ვაგებდით, მაგრამ ბოლოსკენ ვიძალეთ და 31-28 მოვიგეთ. ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები. შეტევაში გუნდი მწვრთნელების დავალებას ასრულებდა, დაცვაში ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ ტურნირისთვის დაგვემატებიან არსენაშვილი და კოხრეიძე და აქაც უნდა მოვუმატოთ. ყველამ ნორმალურად ითამაშა, მაგრამ მინდა გამოვყო გივი გიორგაძე, რომელიც ტრავმირებული თემურ ორჯონიკიძის არყოფნაში გუნდის ძირითადი მარცხენა ინსაიდი იქნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ  უკრაინაში ტრავმები ავიცილეთ თავიდან. ახლა ერთი დღე უნდა დავისვენოთ და ვარჯიშს ორშაბათიდან განვაგრძობთ. ამ მომენტისთვის გუნდში 18 ხელბურთელია, მათგან ტურნირისთვის თექვსმეტს შევარჩევთ. ანდრეი პორტნოისა და ჩემი გადაწყვეტილებით, შესარჩევ ტურნირზე 3-3 მეკარე და ხაზის მოთამაშე გვეყოლება, დანარჩენ პოზიციებზე – 2-2 ხელბურთელი.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 8 აპრილს გამართავს საბერძნეთის ახალგაზრდულ გუნდთან.  

ხელბურთიახალგაზრდული ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირის წინ

მეკარეები: ირაკლი ხიდეშელი (1996, თუთუნსფორი, თურ), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი), სანდრო ხანდოლიშვილი (1998, ქარიშხალა)

მარცხენა გარემარბები: ლევან მამულაშვილი (1998, ქარიშხალა), ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი)

მარცხენა შუამარბები: გივი გიორგაძე (1996, სამტრედია), ირაკლი კბილაშვილი (1998, ქუთაისი), ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი)

გამთამაშებლები: გიგა ზარნაძე (1999, პეგასი), გიგი ფერაძე (1998, ქარიშხალა)

მარჯვენა შუამარბები: გიორგი ცხოვრებაძე (2001, პეგასი), ლუკა ბულბულაშვილი (1998, ქარიშხალა), გიორგი ტიელიძე (1998, გორი)

მარჯვენა გარემარბები: ირაკლი გოგოლაძე (1996, სამტრედია), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი),

პივოტები: ჯაბა ხაჟომია (1996, სამტრედია), ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ), გიგა კოხრეიძე (1996, პეგასი)

მწვრთნელები: ანდრეი პორტნოი (უკრ), ირაკლი კეკელიძე, ამირან კომახიძე, ექიმი გურამ ადამია

ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციაკაცები, 20 

თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

8 აპრილი. 16:00 სერბეთი-ისრაელი, 18:00 საქართველო-საბერძნეთი

9 აპრილი. 16:00 საბერძნეთი-სერბეთი, 18:00 ისრაელი-საქართველო

10 აპრილი. 14:00 ისრაელი-საბერძნეთი, 16:00 სერბეთი-საქართველო

ფინალურ ეტაპზე გადის 1 გუნდი

Leave a Reply