ნორვეგიამ მეორე მატჩიც მოიგო
იაპონიაში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ნორვეგიამ 36-20 დაამარცხა სლოვენია. სამშაბათს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის 12 მატჩია.
სლოვენია, ჰოლანდიის დამარცხებს შემდეგ, ნორვეგიასაც უგებდა – პირველ ტაიმში სხვაობა 3 გოლიც იყო, ხოლო მარჯვენა ინსაიდს, ანა გროსს შესვენებამდე 8 გოლი ჰქონდა გატანილი. ნორვეგიამ მაინც მოიგო ტაიმი 13-12, მეორე ნახევრის დასაწყისში უპირატესობა გაზარდა და ამის შემდეგ სლოვენიელთა მწვრთნელმა კაპიტულაცია გამაცხადა და გროსი თამაშიდან მოხსნა. საბოლოოდ, 36-20. ამავე ჯგუფში სერბეთმა მოუგო კუბას, 46-27, ხოლო ჰოლანდიამ – ანგოლას 35-28.
D ჯგუფში რუსეთმა სძლია არგენტინა 35-22, იაპონიამ – კონგო 28-16, შვედეთმა – ჩინეთი 32-19. ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე სრული, თორმეტთამაშიანი მესამე ტურია, რომელიც მეტ სიცხადეს შეიტანს მეორე ეტაპზე გასვლის პრეტენდენტთა შორის. საკვანძო თამაშებია: ნორვეგია – სერბეთი, უნგრეთი – მონტენეგრო, დანია-გერმანია და კორეა – ბრაზილია. თამაშების ნახვა შეგიძლიათ სილკ უნივერსალსა და სილკ სპორტის არხებზე.
მეორე ეტაპზე ჩემპიონობისთვის ბრძოლას 3-3 საუკეთესო გააგრძელებს.
ვიდეო. 1 დეკემბრის 10 საუკეთესო მომენტი: https://www.youtube.com/watch?v=UQdHDkNkph8
ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020
კუმამოტო, იაპონია. 30 ნოემბერი – 15 დეკემბერი
პირველი ჯგუფური ეტაპი. 2 დეკემბერი
მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით
A ჯგუფი: ნორვეგია 4, სერბეთი 4, ჰოლანდია 2, სლოვენია 2, ანგოლა 0, კუბა 0
კუბა – სერბეთი 27-46
რისო გომესი 6, მორა არიასი 14/45 – კოიჩი 6, პოპ-ლაზიჩი 6, რადოსავლიევიჩი 6
ანგოლა – ჰოლანდია 28-35
კარლოსი 9 – აბინგჰი 11, პოლმანი 6, ვან დერ ჰაიდენი 5
სლოვენია – ნორვეგია 20-36
გროსი 9 – იაკობსენი 8, ბაკერუდი 6, ჰერემი 6
3 დეკ. 10:00 ჰოლანდია – კუბა, 13:00 სლოვენია – ანგოლა, 15:30 ნორვეგია – სერბეთი
5 დეკ. 10:00 კუბა – სლოვენია, 13:00 სერბეთი – ჰოლანდია, 15:30 ნორვეგია – ანგოლა
6 დეკ. 10:00 სერბეთი – სლოვენია, 13:00 ანგოლა – კუბა, 15:30 ჰოლანდია – ნორვეგია
30 ნოე. სრბ-ანგ 32-25, ჰოლ-სლნ 26-32, ნორ-კუბ 47-16
D ჯგუფი: რუსეთი 4, შვედეთი 4, იაპონია 4, არგენტინა 0, დრ კონგო 0, ჩინეთი 0
არგენტინა – რუსეთი 22-35
პისო 4, ბოლინგი 4, კავო 4 – გორშენინა 5, სენი 4, კუზნეცოვა 4, ფროლოვა 4
დრ კონგო – იაპონია 16-28
ნგო ლეი 4 – ოჰიამა 6, აკიამა 4, კავატა 4
ჩინეთი – შვედეთი 19-32
მენ ცინი 5 – მასინგი 4, ჰაგმანი 4, ბლომი 4
3 დეკ. 09:30 რუსეთი – დრ კონგო, 12:00 ჩინეთი – არგენტინა, 14:30 შვედეთი – იაპონია
5 დეკ. 10:00 რდ კონგო – ჩინეთი, 13:00 იაპონია – რუსეთი, 15:30 შვედეთი – არგენტინა
6 დეკ. 10:00 იაპონია – ჩინეთი, 13:00 არგენტინა – დრ კონგო, 15:30 რუსეთი – შვედეთი
30 ნოე. იაპ-არგ 24-20, რუს-ჩინ 26-11, შვდ-დრკ 26-16
B ჯგუფი: გერმანია 4, დანია 3, კორეა 3, საფრანგეთი 1, ბრაზილია 1, ავსტრალია 0
3 დეკ. 10:00 კორეა – ბრაზილია, 14:00 საფრანგეთი – ავსტრალია, 15:30 დანია – გერმანია
4 დეკ. 10:00 ავსტრალია – კორეა, 14:00 გერმანია – საფრენგეთი, 15:30 დანია – ბრაზილია
6 დეკ. 10:00 ბრაზილია – ავსტრალია, 14:00 გერმანია- კორეა, 15:30 საფრანგეთი – დანია
30 ნოე. გერ-ბრა 30-24, საფ-კორ 27-29, დან-ავლ 37-12
2 დეკ. ბრა-საფ 19-19, ავლ-გერ 8-34, კორ-დანია 26-26
C ჯგუფი: მონტენეგრო 4, ესპანეთი 4, უნგრეთი 2, რუმინეთი 2, სენეგალი 0, ყაზახეთი 0
3 დეკ. 10:00 უნგრეთი – მონტენეგრო, 10:00 ესპანეთი – სენეგალი, 14:00 რუმინეთი – ყაზახეთი
4 დეკ. 10:00 ყაზახეთი – ესპანეთი, 10:00 მონტენეგრო – რუმინეთი, 14:00 უნგრეთი – სენეგალი
6 დეკ. 10:00 სენეგალი – ყაზახეთი, 10:00 მონტენეგრო – ესპანეთი, 14:00 რუმინეთი – უნგრეთი
30 ნოე. მნტ-სნგ 29-25, რუმ-ესპ 31-16, უნგ-ყაზ 39-15
2 დეკ. ყაზ-მნტ 21-30, სნგ-რუმ 24-29, ესპ-უნგ 29-25
მეორე რაუნდი: 2 ჯგუფი 6-6 გუნდით (AB, CD): 8-11 დეკემბერი
ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო
13 დეკემბერი: ნახევარფინალი, 15 დეკემბერი: ფინალი