მსოფლიო ჩემპიონატი სენსაციებით დაიწყო  

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე დღეს ორი სენსაცია მოხდა: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი 27-29 დამარცხდა კორეასთან, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი, ჰოლანდია – სლოვენიასთან 26-32. 

ჩემპიონატი მიმდინარეობს იაპონიის სამხრეთში, კუმამოტოს პრეფექტურაში და მატჩების უმრავლესობას პირდაპირ ეთერში  გადასცემს ქართული ტელეკომპანია სილკ სპორტი.

დღეს უკვე გაიმართა 12 მატჩი. ესპანეთმა მოულოდნელად იოლად მოუგო რუმინეთს 31-16, გერმანიამ აჯობა ბრაზილიას 30-24, იაპონიამ დაამარცხა არგენტინა 24-20, მონტენეგრომ – სენეგალი 29-25, სერბეთმა – ანგოლა 32-25, იოლი გამარჯვებები მოიპოვეს დანიამ, ნორვეგიამ, შვედეთმა, რუსეთმა, უნგრეთმა. 

საფრანგეთის ნაკრები შეიწირა კორეელების ერთადერთი ლეგიონერის, ფრანგულ კლუბში, პარი-92-ში მოთამაშე მარჯვენა ინსაიდის, რიუ იუნ ჰის თორმეტმა გოლმა. თორმეტივე გაუტანა სლოვენიელმა უკანახაზელმა ტიაშა სტანკომ ჰოლანდიას, რომელსაც არ ჰყავს ძირითადი გამთამაშებელი, ნიკე ხროტი.  

პირველ ეტაპზე 24 გუნდი  4 ჯგუფადაა დაყოფილი. წინა ჩემპიონატებისგან განსხვავებით, როდესაც ჯგუფიდან 4-4 უძლიერესი გადიოდა პლეიოფში, ამჯერად ბრძოლას 3-3 აგრძელებს და მეორე ჯგუფურ რაუნდში ერთმანეთში დაგროვილ ქულებს გაიყოლებს. მეორე ეტაპზე ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი იქნება. A ჯგუფის საკეთესო სამეული B ჯგუფისას შეხვდება, ხოლო C და D ჯგუფის სამეულები მეორე ექვსეულს შექმნიან.

წილისყრამ ფავორიტები საკმაოდ უთანაბროდ გაანაწილა. A და B ჯგუფში მოხვდნენ წინა ჩემპიონატის სამივე პრიზიორი (საფრანგეთი, ნორვეგია, ჰოლანდია), ასევე დანია, გერმანია და ორივე არაევროპული ძლიერი გუნდი – კორეა და ბრაზილია. მათგან მხოლოდ 2 მოიპოვებს ნახევარფინალის საგზურს და ბრძოლა უმძიმესი იქნება.  მეორე ექვსეულში მოხვედრის პრეტენდენტები არიან ოლიმპიური ჩემპიონი რუსეთი, უნგრეთი, რუმინეთი, შვედეთი, ესპანეთი და მონტენეგრო…

მომავალი მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც 15 დეკემბერს გამოვლინდება, მიიღებს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს. ამ ბრძოლაში არ მონაწილეობენ კონტინენტური ჩემპიონები – საფრანგეთი, კორეა, ბრაზილია და ანგოლა. კიდევ 6 გუნდი მოხვდება ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე. ფავორიტებიდან ევროპის ჩემპიონატის პრიზიორებს, რუსეთსა და ჰოლანდიას ოლიმპიადის კვალიფიკაციაში თამაში განაღდებული აქვთ.

ხვალ და ზეგ ჩემპიონატზე 6-6 მატჩია. პირველი ეტაპი 6 დეკემბერს სრულდება.

ხელბურთი. ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი 2020

კუმამოტო, იაპონია. 30 ნოემბერი – 15 დეკემბერი

პირველი ჯგუფური ეტაპი. 30 ნოემბერი

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

A ჯგუფი: ნორვეგია 2, სერბეთი 2, სლოვენია 2, ჰოლანდია 0, ანგოლა 0, კუბა 0

სერბეთი – ანგოლა 32-25

ნიკოლიჩი 7, ლავკო 6 – გიალო 5

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=qOp86S3Bggo

ჰოლანდია – სლოვენია 26-32

აბინგჰი 5, პოლმანი 5 – სტანკო 12, გროსი 7, პანძიჩი 15/40

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=XUUMqRk5Yjs

ნორვეგია – კუბა 47-16

ჰერემი 8, ლოკე 8, შ. სულბერგი 7, ს. სულბერგი 10/21 – სესპედესი 3, ლუსონი 3

2 დეკ. 07:30 კუბა – სერბეთი, 10:00 ანგოლა – ჰოლანდია, 15:30 სლოვენია – ნორვეგია

3 დეკ. 10:00 ჰოლანდია – კუბა, 13:00 სლოვენია – ანგოლა, 15:30 ნორვეგია – სერბეთი

5 დეკ. 10:00 კუბა – სლოვენია, 13:00 სერბეთი – ჰოლანდია,  15:30 ნორვეგია – ანგოლა

6 დეკ. 10:00 სერბეთი – სლოვენია, 13:00 ანგოლა – კუბა,  15:30 ჰოლანდია – ნორვეგია

B ჯგუფი: დანია 2, გერმანია 2, კორეა 2, საფრანგეთი 0, ბრაზილია 0, ავსტრალია 0

გერმანია – ბრაზილია 30-24

ბენკე 6, ეკერლე 20/42 – მარტინესი 5 

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=HHf3dc2PiJ0

საფრანგეთი – კორეა 27-29

ზაადი 5, ნზემინკო, ნგუანი 4 – რიუ იუნ ჰი 12

დანია – ავსტრალია 37-12

იენსენი 6, პედერსენი 5 ტოფტი/რაიჰარდტი 9/21 – პოტოცკი 4

1 დეკ. 10:00 ბრაზილია – საფრანგეთი, 13:00 ავსტრალია – გერმანია, 15:30 კორეა – დანია

3 დეკ. 10:00 კორეა – ბრაზილია, 14:00 საფრანგეთი – ავსტრალია, 15:30 დანია – გერმანია

4 დეკ. 10:00 ავსტრალია – კორეა, 14:00 გერმანია – საფრენგეთი, 15:30 დანია – ბრაზილია

6 დეკ. 10:00 ბრაზილია – ავსტრალია, 14:00 გერმენია- კორეა, 15:30 საფრანგეთი – დანია

C ჯგუფი: უნგრეთი 2, ესპანეთი 2, მონტენეგრო 2, სენეგალი 0, რუმინეთი 0, ყაზახეთი 0

მონტენეგრო – სენეგალი 29-25

იაუკოვიჩი 7, მეჰმედოვიჩი, დესპოტოვიჩი 5 – კეიტა, სანხარე 5

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=0-vbHLCfHrg

რუმინეთი – ესპანეთი 31-16

ნიაგუ 6 – კაბრალი 6, ფერნანდესი 6, პენია 5, ნავარო/დე პაულა 14/30

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=xqiaQbhAuas

უნგრეთი – ყაზახეთი 39-15

შაცლი 7, მარტონი 7, ტრიფა/ბირო/კიში 15/30 – აბილდა 5

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=fvFpVXEv3mM

1 დეკ. 10:00 ყაზახეთი – მონტენეგრო, 13:00 სენეგალი – რუმინეთი, 13:00 ესპანეთი – უნგრეთი

3 დეკ. 10:00 უნგრეთი – მონტენეგრო, 10:00 ესპანეთი – სენეგალი, 14:00 რუმინეთი – ყაზახეთი

4 დეკ. 10:00 ყაზახეთი – ესპანეთი, 10:00 მონტენეგრო – რუმინეთი, 14:00 უნგრეთი – სენეგალი

6 დეკ. 10:00 სენეგალი – ყაზახეთი, 10:00 მონტენეგრო – ესპანეთი, 14:00 რუმინეთი – უნგრეთი

D ჯგუფი: რუსეთი 2, შვედეთი 2, იაპონია 2, არგენტინა 0, დრ კონგო 0, ჩინეთი 0

იაპონია – არგენტინა 24-20

ოჰიამა 5 – კარსტენი 7

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=6PT26L-o1GM

რუსეთი – ჩინეთი 26-11

მანაგაროვა 5, სენი 4, კალინინა 11/17 – შუო ჩენი 4

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=wi0nU4QJkwY

შვედეთი – დრ კონგო 26-16

ლაგერკვისტი 6, იდენი 10/25 – მვასესა 6

2 დეკ. 10:00 არგენტინა – რუსეთი, 13:00 დრ კონგო – იაპონია, 15:30 ჩინეთი – შვედეთი

3 დეკ. 09:30 რუსეთი – დრ კონგო, 12:00 ჩინეთი – არგენტინა, 14:30 შვედეთი – იაპონია

5 დეკ. 10:00 რდ კონგო – ჩინეთი, 13:00 იაპონია – რუსეთი, 15:30 შვედეთი – არგენტინა

6 დეკ. 10:00 იაპონია – ჩინეთი, 13:00 არგენტინა – დრ კონგო, 15:30 რუსეთი – შვედეთი

მეორე რაუნდი: 2 ჯგუფი 6-6 გუნდით (AB, CD): 8-11 დეკემბერი

ნახევარფინალში გადის 2-2 საუკეთესო

13 დეკემბერი: ნახევარფინალი, 15 დეკემბერი: ფინალი

Leave a Reply