კბილაშვილის გუნდი მეხუთეზე რჩება
უცხოეთში მოთამაშე ქართველი ხელბურთელების კლუბებიდან სანაკრებო პაუზის შემდეგ სეზონი ჯერ მხოლოდ ირაკლი კბილაშვილის უკრაინულმა გუნდმა განაახლა, თუმცა, ამ კვირიდან სხვებიც ჩაერთვებიან საქმეში. ხელბურთის კლუბი ოდესა მე-16 ტურში შინ დამარცხდა დონბასთან, 36-45.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 8 გოლი გაიტანა და სეზონში 64 დაუგროვდა, თუმცა, მისი კლუბი მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან დამარცხდა.
ირაკლი კბილაშვილი: – დონბასი წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია და ადრე ჩემპიონიც ყოფილა. პირველი ტაიმი 19-22 წავაგეთ და მერეც, კარგა ხანს ბრძოლა იყო, თუმცა, დონეცკელებმა ბოლოში გაგვტეხეს და ცხრილში 5 ქულით გაგვასწრეს. პატარა სხვაობა არაა, მაგრამ სეზონის ბოლომდე ყელაფერი შეიძლება მოხდეს.
შემდეგ თამაშს ოდესა სტუმრად გამართავს მეზობელი ქალაქის, იუჟნის პორტოვიკთან, რომელიც მომდევნო, მეექვსე ადგილზეა და ოდესელებს 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა, 2 თამაში მარაგში აქვს. პირველი წრის მატჩი ოდესამ 36-24 მოიგო, კბილაშვილს კი მაშინ სადებიუტო მატჩი ჰქონდა და 11 გოლიც გაიტანა.
ხელბურთი. უკრაინის სუპერლიგა. 1. მოტორ ზაპოროჟიე 14 მატჩი/28 ქულა – 2. ზტრ ზაპოროჟიე 13/24 – 3. ზნტუ-ზას ზაპოროჟიე 16/23 –– 4. დონბასი დონეცკი 16/21 – 5. ოდესა 16/16 – 6. პორტოვიკ იუჟნი 14/12 – 7. ზტრ ბურევესტნიკ ზაპოროჟიე 15/6 – 8. ცსკა კიევი 16/4 – 9. პოლიტეხნიკ ლვოვი 14/0