იმედის მეკარე ამარცხებს ყოფილ კლუბს
სპორტკომპლექს არენაში, საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში სტუ-ქარიშხალამ მოუგო გორს, 43-35, ხოლო თელავის იმედმა დაამარცხა თბილისის პეგასი, 38-27.
ეროვნული ნაკრების 20 წლის მეკარე, ზურაბ ცინცაძე ახალ სეზონში თბილისის პეგასიდან გადავიდა იმედში – კლუბში, სადაც თავის დროზე ვარჯიში დაიწყო. სწორედ ცინცაძე იყო იმედ-პეგასის მატჩის საუკეთესო მოთამაშე. უკვე პირველ ტაიმში მეკარემ იმდენი ბურთი მოიგერია ყოფილი თანაგუნდელებისგან, რომ პეგასის ახალგაზრდული გუნდი სრულიად დაიბნა და ბევრით გაუშვა წინ მეტოქე- 7-15. ტაიმი თელავის კლუბმა 18-12 მოიგო, მეორე ნახევრის შუაში კი სხვაობამ 17 ბურთსაც უწია – 34-17. საბოლოოდ, იმედმა თერთმეტით მოიგო, 38-27 და ორი მატჩის შემდეგ ორივე გუნდს 2-2 ქულა დაუგროვდა. ხვალ იმედი გორის გუნდს შეხვდება, პეგასი – სტუ-ქარიშხალას. სტუ-ქარიშხალამ დღეს მეორე მოგება ჩაიწერა – 43-35 დაამარცხა უმაღლესი ლიგის დებიუტანტი, გორის გუნდი.
სამშაბათის ორი თამაშის შემდეგ რვავე გუნდს 3-3 თამაში დაუგროვდება და ჩემპიონატი გაგრძელდება 2017 წელს – რვავე გუნდი თბილისში შეიკრიბება და პირველ წრეს დაასრულებს. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს საქართველოს 2017 წლის ჩემპიონს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა
თბილისი, არენა 1. 19 დეკემბერი
გორი-სტუ/ქარიშხალა 35-43
გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი, ოქროპირიძე – ზუბიაშვილი 13, გაგლოშვილი 6, ტარუაშვილი 4, მჭედლიშვილი 4, დალაქიშვილი 4, ნიაზაშვილი 4, მურადაშვილი, იაშვილი, ტურაშვილი
სტუ: სამიტაშვილი, ხანდოლიშვილი – მამულაშვილი 9, არსენაშვილი 8, სტურუა 8, გ. ფერაძე 5, ბულბულაშვილი 4, ჯორბენაძე 3, ასაბაშვილი 3, აბდულაევი 2, მ. კობახიძე 1, ზ. ფერაძე, მიქაძე
იმედი თელავი-პეგასი 38-27
იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – მიქავა 8, ბაინაზიშვილი 7, გიორგაძე 6, მაისაშვილი 4, ცისკარიშვილი 4, ვალიევი 3, ცხვარაშვილი 2, აბაშიძე 1, ნარსია 1, ბაჯალაძე 1, გოგუა 1
პეგ: ი. დიხამინჯია – ცხოვრებაძე 11, ზარნაძე 5, ბაძაღუა 3, კაჭკაჭაშვილი 3, გოგავა 2, გ. დიხამინჯია 2, ლაპიაშვილი 1, კუხალაშვილი
მსაჯები იგორ კოვალჩუკი, ალექსეი კოვალჩუკი (მოლდოვა)
ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი
———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ
BSB ბათუმი———3—3—0—0—134-84–6
სტუ-ქარიშხალა—-2—2—0—0—-68-56–4
ქუთაისი————-3—2—0—1—108-97–4
იმედი თელავი——2—1—0—1—59-52—2
პეგასი—————-2—1—0—1—83-77—2
სამტრედია———-3—1—0—2–110-111–2
გორი—————–2—0—0—2—-74-99—0
წყალტუბო———-3—0—0—3—-97-157–0
20 დეკემბერი, არენა 1
12:30 იმედი თელავი-გორი
14:00 სტუ/ქარიშხალა-პეგასი
—
18 დეკ. სტუ/ქარიშხალა-იმედი თელავი 25-21, პეგასი – გორი 56-39
15-17 დეკემბერი, ზესტაფონი
15 დეკ. წყალტუბო – ბათუმი 24-56, ქუთაისი – სამტრედია 29-28
16 დეკ. ბათუმი – ქუთაისი 34-30, სამტრედია – წყალტუბო 52-38
17 დეკ. ქუთაისი – წყალტუბო 49-35, ბათუმი – სამტრედია 44-30