ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ინფორმაციული მიმოხილვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება. ჩვენი მეტოქეების ვინაობა 10 მაისს დიუსელდორფში (გერმანია) ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.

ევროპის ჩემპიონატი 6 ქალაქში გაიმართება – დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰეიმი, მიუნხენი. ამას გარდა აღსანიშნავია, რომ გახსნითი თამაშები დიუსელდორფში შედგება, ხოლო ფინალს კიოლნის Lanxess Arena უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატს 3 დებიუტანტი ეყოლება: ფარერის კუნძულები, საბერძნეთი და საქართველო, რომელთაგან სამივე გუნდი მესამე ადგილით მოხვდა ფინალურ ეტაპზე. ამასთან რუმინეთი ევროპის ჩემპიონატზე 1996 წლის შემდეგ პირველად მოხვდა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი გახდა უნგრეთთან მოპოვებული გამარჯვება, რომლის შედეგად ვაჯობეთ მთავარ კონკურენტ იტალიას მოპოვებული ქულების სხვაობით I და II ადგილზე გასულ ნაკრებებთან.

ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიკაციის შედეგად გასული გუნდები:

ჯგუფი I: პორტუგალია, მაკედონია

ჯგუფი II: ნორვეგია, სერბეთი

ჯგუფი III: ისლანდია, ჩეხეთი

ჯგუფი IV: ავსტრია, რუმინეთი, ფარერები

ჯგუფი V: ნიდერლანდები, ხორვატია, საბერძნეთი

ჯგუფი VI: უნგრეთი, შვეიცარია, საქართველო

ჯგუფი VII: სლოვენია, ბოსნია ჰერცეგოვინა, მონტენეგრო

ჯგუფი VIII: საფრანგეთი, პოლონეთი

ისინი შეუერთდებიან: გერმანიას (მასპინძელი), შვედეთი, ესპანეთი, დანია (EHF EURO 2022 საუკეთესო 3 გუნდი).

ჯამში ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან ჩამოყალიბდება 6 ჯგუფი და პლეიოფში 12 ნაკრები იასპარეზებს, ხოლო ქვედა 12 გუნდი ქულების მიხედვით განაწილდება პოზიციებზე.

კენჭისყრისთვის ჩამოყალიბებულია 4 კალათა შემდეგი მოცემულობით:

I კალათა

შვედეთი

დანია

ნორვეგია

ესპანეთი

საფრანგეთი

ისლანდია

II კალათა

გერმანია

სლოვენია

პორტუგალია

ნიდერლანდები

უნგრეთი

ავსტრია

III კალათა

ხორვატია

პოლონეთი

სერბეთი

ბოსნია ჰერცეგოვინა

ჩეხეთი

ჩრდილოეთ მაკედონია

IV კალათა

შვეიცარია

მონტენეგრო

საქართველო

რუმინეთი

საბერძნეთი

ფარერის კუნძულები

ჩვენი გუნდი სპონსორია Leaderbet

ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava

  • ნაკრებებისაერთაშირისო ტურნირებისიახლეები
    გილოცავთ!!!

Leave a Reply