ბათუმი, ქუთაისი, თელავი…

ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატს 4 ტურის შემდეგ 8 ქულით ლიდერობს ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“, 6-6 ქულა აქვთ ქუთაისსა და თელავის „იმედს“. პირველი წრე 22 დეკემბერს დასრულდება. 

თბილისური ეტაპის ბოლო, მეოთხე დღეს ოთხივე ფავორიტმა მოიგო, თუმცა, ბრძოლა ყველას გადახდა. სენსაციასთან ყველაზე ახლოს  იყო სამტრედია, რომელიც ფაქტიურად ჭაბუკთა გუნდით გამოდის, მაგრამ  14-11 მოუგო პირველი ტაიმი სტუ-ქარიშხალას, ხოლო დასრულებამდე 5 წუთით ადრე სულ 2 ბურთით აგებდა, 20-22. საბოლოოდ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა 27-21 გაიმარჯვა.

იმედი პირველ ტაიმში მეორე შემადგენლობით ეთამაშა წყალტუბოს და 16-19 წააგო. თელაველთა ძირითად შვიდეულს საკმაო შრომა დასჭირდა სიტუაციის გამოსასწორებლად. დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჯერ კიდევ ბრძოლა იყო და ქვეყნის ჩემპიონმა ბოლოში გარდატეხა თამაში – 40-32.

პეგასი პირველ ტაიმში 9-6 იგებდა, როცა  მეკარესთან შეჯახების გამო ტრავმა მიიღო ქუთაისელმა სიმონიამ, მაგრამ ქუთაისელებმა იქვე გაიტანეს ზედიზედ 6 გოლი (12-6) და საბოლოოდ 44-35 გაიმარჯვეს. ბათუმმა დაამარცხა გორი – 45-29.

12-14 დეკემბერს სპორტკომპლექს არენაში აღმოსავლეთის 4 გუნდი ერთმანეთში გაარკვევს ურთიერთობას, 22-24 დეკემბერს კი დასავლეთის ოთხეული შეიკრიბება ქუთაისში, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

4 ტური. 30 ნოემბერი,არენა 2

გორი – BSB ბათუმი 29-45

გორ: ვათიაშვილი, ჯაფარიძე, თითირაშვილი – დალაქიშვილი 11, ტიელიძე 7, გაგლოშვილი 5, ახალბედაშვილი 2, ზუბიაშვილი 1, ტარუაშვილი 1, ნიაზაშვილი 1, ტურაშვილი 1, ტერუნაშვილი

ბათ: ვარშალომიძე, ცერცვაძე – გოგოლაძე 11, ხაჟომია 10, თევზაძე 8, აბრამიშვილი 6,  სტურუა 4, ქარდავა 3, ბერძენიშვილი 2, ყაველაშვილი

მსაჯები: ლასლო ბოც – ვიქტორ ვიდემან (უნგ)

წყალტუბო – იმედი თელავი 32-40

წყ: სილაგაძე – გიორგაძე 9, ხელაძე 8, მეტონიძე 5, მ. გველესიანი 5, შვანგირაძე 3, ჩაკვეტაძე 1, კუხალაშვილი 1, გ. გველესიანი

იმ: ხარაიშვილი, ცინცაძე – აბჟანდაძე 9, ბაინაზიშვილი 8, მიქავა 7, გავაშელიშვილი 6, გიორგაძე 5, ცისკარიშვილი 3, ყორიაული 1,  კორსანტია 1, ერისთავი, მანჯავიძე, გოდელაშვილი

მსაჯები: ელენე არაბული – ინა ჭკუასელი

პეგასი – ქუთაისი 35-44

პეგ: ი. დიხამინჯია – ზარნაძე 12, გ.დიხამინჯია 7, ლაპიაშვილი 7, ნ. ჟვანია 5, კალანდაძე 2, ბაძაღუა 2, ქათამაძე

ქუთ: ანდრიაძე – კბილაშვილი 12, გამზარდია 9, რუსტამოვი 9, გრიშიკაშვილი 8, ჭელიძე 4, გოგალაძე 2, სიმონია, უ. კობახიძე, ლომიძე

მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – ინა ჭკუასელი

სამტრედია – სტუ-ქარიშხალა 21-27

სამ: შველიძე – ძნელაძე 8, ხომერიკი 4, გაგუა 4, ცეცხლაძე 2, ხონელიძე 2, ნადირაძე 1, მანაგაძე, თევზაძე, ადამია

სტუ: ხანდოლიშვილი – გ. კობახიძე 8, ასაბაშვილი 7, ჩიკვილაძე 6, ჯინჭარაძე 3, გურასპაული 2, თიგიშვილი 1

მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – ინა ჭკუასელი

————————თ–მ–ფ–წ——ბ—–ქ

BSB ბათუმი———4—4—0—0–149-108–8

ქუთაისი————-4—3—0—1–146-119–6

იმედი თელავი—–4—3—0—1–121-106–6

პეგასი—————-4—2—0—2–151-133–4

სტუ-ქარიშხალა—-4—2—0—2–121-120–4

გორი—————–4—2—0—2–138-147–4

წყალტუბო———–4—0—0—4–121-164–0

სამტრედია———-4—0—0—4—-90-140–0

27 ნოე. BSB ბათუმი – პეგასი 41-37, იმედი თელავი – სამტრედია 43-26,

სტუ-ქარიშხალა – წყალტუბო 41-26, ქუთაისი – გორი 44-35

28 ნოე.  BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა 35-28, სამტრედია – გორი 22-33,

იმედი თელავი – ქუთაისი 24-20, პეგასი – წყალტუბო 42-27

29 ნოე.  სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 25-38, პეგასი – სამტრედია 37-21,

იმედი თელავი – BSB ბათუმი 14-28, წყალტუბო – გორი 36-41

Leave a Reply