ბათუმმა თელავი დაამარცხა და პირველ ადგილზეა

ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატს 3 თამაშიდან 6 ქულით ლიდერობს „შავი ზღვის ბიჭები“. საქართველოს 2016 წლის ჩემპიონმა და წინა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა ძალიან დამაჯერებლად, 28-14 მოუგო უმაღლესი ლიგის 2017 წლის გამარჯვებულს, თელავის „იმედს“. 

თელაველებმა წინა დღით მძიმე მატჩი მოუგეს ქუთაისს და ალბათ გადაღლილები იყვნენ, თუმცა, ბათუმელთა მოგებას ეს არ აკნინებს. ირაკლი გოგოლაძემ პირველივე შვიდმეტრიანი გაუტანა წინა მატჩის გმირს, ზურაბ ცინცაძეს და პირველ ნახევარში სულ 6 გოლი შეაგდო. ბათუმმა ტაიმი 15-7 მოიგო.

გამარჯვებულებშ განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მეკარე ცერცვაძე და ცენტრალური მცველების წყვილი, ბერძენიშვილი-ყაველაშვილი. მეორე ტაიმის დასაყისში ერთ-ერთი მათგანი, ბერძენიშვილი უნგრელმა მსაჯებმა მესამედ და მატჩის ბოლომდე გააძევეს, მაგრამ ამ დროისთვის სხვაობა უკვე 11 ბურთი იყო (19-8) და ამის შემდეგაც გაიზარდა – 28-14.

სტუ-ქარიშხალა მეორე ტაიმის დასაწყისში ორჯერ დაწინაურდა თითო ბურთით ქუთაისთან, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მწვრთნელმა ალექსანდრე ბოყოჩაძემ გააქტიურებისკენ მოუწოდა გუნდს, რომელმაც მატჩის ბოლომდე მაქსიმალური მობილიზაციით ითამაშა და ბევრით, 38-25 მოიგო.

პეგასმა დაამარცხა სამტრედია, 37-21, გორმა – წყალტუბო, 41-36. 30 ნოემბერს სპორტკომპლექს არენაში მეოთხე ტურის 4 მატჩია: გორი – ბათუმი, წყალტუბო – იმედი თელავი, პეგასი – ქუთაისი, სამტრედია – სტუ-ქარიშხალა. ამის შემდეგ, 12-14 დეკემბერს თბილისში ითამაშებს აღმოსავლეთის 4 გუნდი, 20-22 დეკემბერს კი დასავლეთის ოთხეული ქუთაისში დაასრულებს პირველ წრეს.

ჩემპიონატის ყველა მატჩის ხილვა შეგიძლიათ ხელბურთის ფედერაციის იუთუბის გვერდზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

3 ტური. 29 ნოემბერი, არენა 2

სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი 25-38

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – გ. კობახიძე 13, ოსიყმაშვილი 5, ასაბაშვილი 4, მამულაშვილი 2, ჩიკვილაძე 1, ჯინჭარაძე, თიგიშვილი

ქუთ: ანდრიაძე – გრიშიკაშვილი 10, კბილაშვილი 9, სიმონია 7, გოგალაძე 4, ჭელიძე 3, ლომიძე 2, რუსტამოვი 1, უ. კობახიძე 1, გამზარდია 1

მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი

პეგასი – სამტრედია 37-21

პეგ: ი. დიხამინჯია, გორგოძიანი – კალანდაძე 8, ლაპიაშვილი 8, გ.დიხამინჯია 6, ნ. ჟვანია 6, ქათამაძე 4, ბაძაღუა 3, კაკაბაძე 2, შუბითიძე,  ჭანტურია, დ. ჟვანია

სამ: შველიძე – ძნელაძე 13, გაგუა 3, ცეცხლაძე 2, ხომერიკი 2, ნადირაძე 1, ხონელიძე, მანაგაძე,  ადამია

მსაჯები: ელენე არაბული – ინა ჭკუასელი

იმედი თელავი – BSB ბათუმი 14-28

იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – მიქავა 5, აბჟანდაძე 3, ყორიაული 3, ცისკარიშვილი 2, გავაშელიშვილი 1, გიორგაძე, ბაინაზიშვილი, კორსანტია, ერისთავი, მანჯავიძე, გოდელაშვილი

ბათ: ცერცვაძე, ვარშალომიძე – გოგოლაძე 6, სტურუა 6, აბრამიშვილი 5, ბულბულაშვილი 4, ხაჟომია 3, თევზაძე 3, სურმავა 1, ქარდავა 1, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი, მჟავანაძე, თურმანიძე, კახიძე

მსაჯები: ლასლო ბოც – ვიქტორ ვიდემან (უნგ)

წყალტუბო – გორი 36-41

წყ: სილაგაძე – ხელაძე 11, გ. გველესიანი 8, მ. გველესიანი 7, მეტონიძე 6, გიორგაძე 2, შვანგირაძე 1, კუხალაშვილი 1, ჩაკვეტაძე 

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი – ტარუაშვილი 9, ტიელიძე 6, გაგლოშვილი 6, ზუბიაშვილი 6, დალაქიშვილი 6, ახალბედაშვილი 4, მჭედლიშვილი 3, ნიაზაშვილი 1, ტერუნაშვილი, ზოზიაშვილი

მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – ინა ჭკუასელი

————————თ–მ–ფ–წ——ბ—–ქ

BSB ბათუმი———3—3—0—0—104-79–6

პეგასი—————-3—2—0—1—116-89–4

ქუთაისი————-3—2—0—1—102-84–4

გორი—————–3—2—0—1–109-102–4

იმედი თელავი—–3—2—0—1–—81-74–4

სტუ-ქარიშხალა—-3—1—0—2–—94-99–2

წყალტუბო———–3—0—0—3—89-124–0

სამტრედია———-3—0—0—2—-69-113–0

27 ნოე. BSB ბათუმი – პეგასი 41-37, იმედი თელავი – სამტრედია 43-26,

სტუ-ქარიშხალა – წყალტუბო 41-26, ქუთაისი – გორი 44-35

28 ნოე.  BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა 35-28, სამტრედია – გორი 22-33,

იმედი თელავი – ქუთაისი 24-20, პეგასი – წყალტუბო 42-27

30 ნოემბერი

12:00 გორი – BSB ბათუმი

14:00 წყალტუბო – იმედი თელავი

16:00 პეგასი – ქუთაისი

18:00 სამტრედია – სტუ-ქარიშხალა

Leave a Reply