ჰოლანდია, დანია, საფრანგეთი…
ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, შვედეთში, გამოვლინდა ნახევარფინალური წყვილები. 16 დეკემბერს ითამაშებენ ნორვეგია-საფრანგეთი, ჰოლანდია-დანია. დანიამ უშუალო კონკურენტი, რუმინეთის ნაკრები დაამარცხა, 21-17.
ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს ცნობილი იყო ერთი ნახევარფინაალისტი, ნორვეგია. ევროპის მოქმედ ჩემპიონებს განაღდებული ჰქონდათ პირველი ადგილი მეორე ჯგუფში. ნორვეგიას პირველი დაემატა ჰოლანდია, რომელსაც გაუჭირდა ესპანეთის დამარცხება. დასრულებამდე 15 წუთით ადრე ესპანეთი წინ იყო, 20-19, მაგრამ ამის შემდეგ 6 გოლი მარტო ესტავანა პოლმანმა გაიტანა. ჰოლანდიამ 29-24 მოიგო, პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფში, რადგანაც საფრანგეთისთვის პირადი თამაში მოგებული ჰქონდა და ნახევარფინალში ნორვეგიას ასცდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რუსეთმა 26-26 ითამაშა უნგრეთთან.
ამის შემდეგ გაიმართა დღის მთავარი მატჩი, რუმინეთი-დანია. რუმინელებს ფრე ჰყოფნიდათ, დანიას მოგება სჭირდებოდა ნახევარფინალში გასასვლელად. დანიის ნაკრები სამგზის ოლიმპიური (1996, 2000, 2004), ევროპის (1994, 1996, 2002) და მსოფლიოს (1997) ჩემპიონია, მაგრამ ბოლოს ბრინჯაოს მედალი 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა, რის შემდეგაც სერიოზული კრიზისი ჰქონდა და ბოლო ოლიმპიადაზე ვერც მოხვდა.
ქრისტინა ნიაგუს პრობლემა მწვრთნელმა კლავს იორგენსენმა აქტიური დაცვით (4-2, 3-2-1) გადაჭრა და თამაშის ბოლოს ჩემპიონატის მთავარ ბომბარდირს 13 დარტყმიდან 3 გოლი დაუგროვდა. დანიელთა შეტევაში მთავარი როლები ქონდათ ახალგაზრდა ინსაიდებს – 22 წლის ანე-მეტე ჰანსენს და მეტე ტრანბორგს (9+4 გოლი), ამას დაემატა სანდრა ტოფტის 15 სეივი და უკვე მეორე ტაიმის დასაწყისში რუმინეთის გუნდი აბსოლუტურად დაშლილი იყო -19-13 45-ე წუთზე და საბოლოოდ – 21-17. რუმინეთი მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის ითამაშებს, დანია კი ნახვარფინალში ჰოლანდიას შეხვდება.
ამასობაში გერმანიამ 28-22 მოუგო შვედეთს, გადაასწრო საფრანგეთს და მეოთხე ნახევარფინალისტი საფრანგეთ-სერბეთის მატჩში უნდა გამოვლენილიყო. სერბეთმა, რაც შეეძლო, იბრძოლა, მაგრამ ბოლოში გატყდა – 21-28. საფრანგეთი ნახევარფინალში შეხვდება ევროპის ექვსგზის ჩემპიონ ნორვეგიას, რომელმაც ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო, ამჯერად ჩეხეთთან, 35-24.
ნახევარფინალისტებმა გაინაღდეს მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონაატზე თამაში. დანარჩენი 11 გუნდი (გერმანია მასპინძელია) საგზურისთვის პლეიოფში იბრძლებს.
15 დეკემბერს ტურნირზე დასვენების დღეა. მატჩების ნახვა შეგიძლიათ ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით: http://www.ehftv.com/int/
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერი. მეორე ჯგუფური ეტაპი
14 დეკემბერი. 1 ჯგუფი, გოტენბურგი
ესპანეთი-ჰოლანდია 24-29
ესპ: მარტინი 6, პენია 4, აგილარი, კაბრალი, მ. გონსალესი 3, ალბერტო, ერნანდესი 2, სანსი 1 (ზოქბი, ნავარო 15)
ჰოლ: პოლმანი 10, ხროტი 5, ბონტი, ბროკი, ხოსი 3, ვან დერ ჰაიდენი 2, აბინგჰი, ფისერი, მალეშტაინი 1 (ვესტერი 9)
შვედეთი-გერმანია 22-28
შვდ: ჰაგმანი, ალმი 4, გულდენი 3, სტრომბერგი, სანდი, ლაგერკვისტი 2, ეკენმანი, ბლომი, რობერტსი, ბლომსტრანდი, ოდენი 1 (ბუნდსენი 7, იდენი 5)
გერ: ბოლკი 5, ვოლბოლდი 4, ბენკე, ჰუბინგერი, ნაიძინავიჩუსი 3, შტოლე, ფიშერი, ჰუბერი, ლორპერი 2, ლანგი, კრამერი 1 (ვოლტერინგი 16/36)
სერბეთი-საფრანგეთი 21-28
სრბ: სტოილიკოვიჩი 6, პოპ-ლაზიჩი 5, ნიკოლიჩი, ლისჩევიჩი 3, დმიტროვიჩი 2, გეორგიევი, პეტროვიჩი 1 (კოლუნძიჩი 13)
საფ: აილიონი, ნზემინკო 6, უეტი, დემბელე 3, ლაკრაბერი, ფლიპი, ზაადი 2, კოლჩინსკი, ედვიჟი, ნიიაბუიუ, ნიომბლა 1 (გლოზერი, ლენო 13)
ჰოლანდია 8 ქულა, საფრანგეთი 8 – გერმანია 7, შვედეთი 3, სერბეთი 3, ესპანეთი 1
შვდ-ესპ 25-19, სრბ-ესპ 25-23, შვდ- სრბ 30-30, გერ-ჰოლ 30-27, საფ-გერ 22-20, ჰოლ-საფ 18-17
10 დეკ. სერბეთი-გერმანია 19-26, შვედეთი-ჰოლანდია 30-33, ესპანეთი-საფრანგეთი 22-23
12 დეკ. ესპანეთი-გერმანია 20-20, სერბეთი-ჰოლანდია 27-35, შვედეთი-საფრანგეთი 19-21
—
2 ჯგუფი, ჰელსინგბორგი
უნგრეთი-რუსეთი 26-26
უნგ: კოვაჩი 6, კლივინი 5, ჰორნიაკი 4, შაცლი, გორბიცი, კიშფალუდი, ბოდი, ლუკაჩი 2, ერდოში 1 (სიკორა, კიში 13)
რუს: დმიტრიევა 7, პოსტნოვა, სენი, სუდაკოვა, ვიახირევა 3, საბიროვა, სკორობოგატჩენკო 2, კოჟოკარი, სამოხინა, ვ. ჟილინსკაიტე 1 (უტკინა, ტრუსოვა 9)
დანია-რუმინეთი 21-17
დან: ჰანსენი 9, ტრანბორგი 4, ბოდჰოლტი 3, იორგენსენი 2, დორნონვილი, ფისკერი, ოსტერგორი 1 (ტოფტი 15/30)
რუმ: ბუჩესკი 4, ნიაგუ 3, პინტეა, ლასლო 2, უდრიციოიუ, გაიგერი, იუგანუ, ზამფირი, მანეა, ზამფირესკუ 1 (უნგურიანუ 6, დედუ 2)
ჩეხეთი-ნორვეგია 24-35
ჩეხ: ჰრბკოვა 7, ლუზუმოვა, კორდოვსკა 3, კნედლიკოვა, რისანკოვა, სალცაკოვა 2, რუჩკოვა, ადამკოვა, შტელნეროვა, იერაბკოვა, მალა 1 (სატრაპოვა 5)
ნორ: მორკი 6, კრისტიანსენი, ინგსტადი, ჰერემი 5, ფრაფიორდი 4, არნცენი, ოფტედალი 3, სკოგრანდი, სოლაასი, კურტოვიჩი, შ. სოლბერგი 1 (ს. სოლბერგი 18/42)
ნორვეგია 10, დანია 7 – რუმინეთი 6, რუსეთი 4, ჩეხეთი 2, უნგრეთი 1
ჩეხ-უნგ 27-22, დან-უნგ 23-19, დან-ჩეხ 33-29, ნორ-რუმ 23-21, რუმ-რუს 22-17, ნორ-რუს 23-21
11 დეკ. ჩეხეთი-რუსეთი 24-26, უნგრეთი-რუმინეთი 21-29, დანია-ნორვეგია 20-22
13 დეკ. ჩეხეთი-რუმინეთი 28-30, უნგრეთი-ნორვეგია 23-24, დანია-რუსეთი 26-26
—
გოტენბურგი. 16 დეკემბერი
18:45 მეხუთე ადგილისთვის. გერმანია – რუმინეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/ehf-euro-women-3-1-mr-vs-3-2-mr
20:15 ნახევარფინალი. ჰოლანდია – დანია
http://www.ehftv.com/int/livestream/ehf-euro-women-1-1-mr-vs-2-2-mr
23:45 ნახევარფინალი. ნორვეგია – საფრანგეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/ehf-euro-women-2-1-mr-vs-1-2-mr
18 დეკემბერი
18:30 მესამე ადგილისთვის
21:00 ფინალი