gnhf-rrr

წაგება ორი წლით უფროს მონტენეგროსთან

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ოცწლამდელ გოგონათა ნაკრები 14-29 დამარცხდა ტურნირის მასპინძელ მონტენეგროსთან. შაბათს მეორე მატჩია უკრაინასთან. ფინალურ ტურნირზე 1 გუნდი გადის.

ტურნირი 1996 წელს და გვიან დაბადებულთა შორის იმართება, ჩვენი ნაკრები კი 1998-99 დაბადებულთგან შედგება და გუნდს მონტენეგროში ერთადერთი მიზანი აქვს – გამოცდილების მიღება ორი მომდევნო, მნიშვნელოვანი ტურნირის წინ: ივლისში შვედეთში ევროპის ღია პირველობაა, ხოლო 2017 წლის მარტში – ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ორივე ეს შეჯიბრება უკვე 1998 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართება და მათში ჩვენს გუნდს კონკრეტული სპორტული მიზნები ექნება.

ნაკრებმა ახლახან მეორე ადგილი დაიკავა თბილისში, IHF/EHF ქალთა თასზე, თუმცა, ტრავმის გამო დაკარგა სამი წამყვანი მოთამაშე – ვენეცკი, კუნელაშვილი და გადელია და ჩერნოგორიაში სულ 12 ხელბურთელით გაემგზავრა. ქალაქ ბელო პოლეს დარბაზში პირველი ტაიმი 4-16 წავაგეთ, მეორეში კი ნაკრებმა თამაში მკვეთრად გააუმჯობესა და 10-13 წააგო იმ ქვეყნის გუნდთან, რომლის ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ელიტაში შედის და ბოლო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, ამ დღეებში კი რიო დე ჟანეიროს თამაშების საგზურისთვის იბრძვის.

ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლანა მარგიანმა ბელო პოლედან გვაცნობა, რომ გუნდმა კარგად ითამაშა დაცვაში, შეტევაში კი სამი ლიდერის არყოფნაში, ბევრს არც ელოდნენ. ჩვენი გუნდიდან 4-4 გოლი გაიტანეს თინა ქიტესაშვილმა და ანა ყველაშვილმა.

შაბათს გვაქვს თამაში უკრაინასთან, ხოლო კვირას ტურნირი მონტენეგრო-უკრაინის მატჩით დასრულდება.

ხელბურთი. 2016 მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციაქალები, 20 წ. 18-20 მარტი

7 ჯგუფი. ბელო პოლე, მონტენეგრო. 250 მაყურებელი

18 მარტი, საქართველომონტენეგრო 14-29

საქ: ჩაჩუა, ვარდიშვილი, ჯავახია – ქიტესაშვილი 4, ყველაშვილი 4, ბერიძე 2, ჩოგოვაძე 2, ჩოხელი 1, ღვალაძე 1, გაგნიძე, ჩირგაძე, ჯავახაძე – მწვ. გვაზავა, ჭკუასელი, მარგიანი

მონ: ჩოგურიჩი, მარინოვიჩი, ნენეზიჩი – კონატარი 6, ბოსნიაკი 5, ჯოკოვიჩი 4, ნოვაკოვიჩი 3, შჩეპანოვიჩი 3, მ. ჩარაპიჩი 2, ჩავლოვიჩი 2, ბრნოვიჩი 2, ი. ჩარაპიჩი 1, იოვიჩევიჩი 1, შარანოვიჩი 1, აძიჩი, ტერზიჩი – მწვ. რაკოჩევიჩი, იერამინოკი, ლეკიჩი

მსაჯები: მანეა, ილიესკუ (რუმ)დელეგატი: დიმკოვა (ბულ)

19 მარტი21:00 უკრაინა-საქართველო

20 მარტი14:00 მონტენეგრო-უკრაინა

ჯგუფი: ხორვატია-ნორვეგია 24-17, საბერძნეთი-შვეიცარია 24-22

ჯგუფიჩეხეთი-გერმანია 22-25, ლიტვა-ბულგარეთი 27-278

ჯგუფი: ისლანდია-ბელარუსი 32-21, უნგრეთი-ავსტრია

ჯგუფი: სერბეთი-ჰოლანდია 25-25, პორტუგალია-ბოსნია 35-21

ჯგუფისაფრანგეთი-სლოვენია 30-29, მაკედონია-ისრაელი 41-17

ჯგუფი: პოლონეთი-თურქეთი 30-22, ესპანეთი-სლოვაკეთი 29-17,

ჯგუფიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 2-7 ჯგუფებიდან – 1.

ფინალური ტურნირიაგვისტოში, რუსეთში

(უკვალიფიკაციოდ ითამაშებენ დანია, რუმინეთი, რუსეთი, შვედეთი).

ქალები. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი (გადის 2-2 გუნდი). 18-20 მარტი

რუსეთში. რუსეთი-პოლონეთი 27-25, შვედეთი-მექსიკა 41-20

დანიაში. დანია – რუმინეთი 25-32, მონტენეგრო – ურუგვაი 34-19

საფრანგეთში. საფრანგეთი-ჰოლანდია 17-24, იაპონია-ტუნისი 37-20

Leave a Reply