gnhf-rrr

ჩემპიონმა მეორე მატჩიც წააგო

სენსაცია მოხდა ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში: ბოლო ადგილზე მყოფმა ფოთის ოქროს ვერძმა დააამარცხა საქართველოს ჩემპიონი, სტუ – 32-27. ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა დიდი ანგარიშით, 54-30 მოუგეს თბილისის ქარიშხალას და მე-11 ტურის დასრულების შემდეგ ნებისმიერ შემთხვევაში 18 ქულით პირველ ადგილზე იქნებიან.

ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა ხელვაჩაურში ორივე მატჩი წააგო – ბათუმთან დამარცხების შემდეგ ვერაფერი გააწყო ფოთელებთან, სადაც გამოირჩეოდა ეროვნული ნაკრების მოთამაშე უჩა გამზარდია (11 გოლი). სტუ-ს სეზონის წინაც ჰქონდა საკადრო პრობლემები, ახლა კი აკლია ძირითადი შვიდეულის ორი ტრავმირებული მოთამაშე, ორჯონიკიძე და არსენაშვილი. ოქროს ვერძმა გუშინ პრინციპული და, შესაძლოა, გადამწყვეტი თამაშიც წააგო ქარიშხალასთან და მეექვსე ადგილზე ასვლა გაუჭირდება, მაგრამ ჩემპიონთან დიდი ბრძოლა გამართა და მიზანსაც მიაღწია.

23-24 აპრილს, თელავში, თამაზ ანთაძის სახელობის დარბაზში, მე-10-11 ტურის მატჩებს გამართავს დანარჩენი 4 გუნდი (იმედი-თელავი, პეგასი, სამტრედია, ქუთაისი). აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პეგას-სამტრედიისა და, განსაკუთრებით, პეგას-ქუთაისის მატჩები – ეს სამი გუნდი, ბათუმთან და ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ფინალური ოთხეულისთვის იბრძვის, ხოლო თელავის იმედი, ფოთი და ქარიშხალა – მეექვსე ადგილზე გასასვლელად. 7-8 ადგილზე დარჩენილი გუნდები გადასასვლელ ტურნირში ითამაშებენ და ერთ-ერთი აუცილებლად დატოვებს უმაღლეს ლიგას.

უმაღლესი ლიგის რეგულარული ტურნირი დასრულდება აღმოსავლეთისა (9-11 მაისი: სტუ, პეგასი, ქარიშხალა, იმედი-თელავი) და დასავლეთის (13-15 მაისი: ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ფოთი) ტურებით, რის შემდეგაც მოეწყობა სეზონის დასკვნითი ნაწილი – ფინალური ოთხეული და გადასასვლელი ტურნირი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

21 აპრილი, ხელვაჩაური

ოქროს ვერძი ფოთი – სტუ 32-27

ფოთ: ცერცვაძე – გამზარდია 11, ალანია 6, ბაჯალაძე 5, ბიბილეიშვილი 4, მიქაძე 4, ჟვანია 2, ხუნჯუა, ნემსაია, კორსანტია, შარტავა

სტუ: ტორონჯაძე, მღებრიშვილი – მ. კობახიძე 6, ჯორბენაძე 5, ჭელიძე 4, სამიტაშვილი 4, ბაზანოვი 4, სტურუა 3, აგაჯანოვი 1, ჩაკვეტაძე, ოსიყმაშვილი

შავი ზღვის ბიჭები ბათუმი – ქარიშხალა 54-30

ბათ: ანდრიაძე, სეთურიძე – სურმავა 14, აბრამიშვილი 12, მაისურაძე 8, გ. კობახიძე 5, ვინოგრადსკი 4, ქარდავა 3, მაისაშვილი 3, გოგალაძე 2, წივწივაძე 2, ჭანტურია 1, წითელიშვილი, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი

ქარ: ხანდოლიშვილი – ზ. ფერაძე 16, გ. ფერაძე 9, მამულაშვილი 1, ჭინჭარაძე 1, საჯაია 1, ასაბაშვილი 1, თიგიშვილი 1, ბულბულაშვილი 1, ციხიშვილი, გობეჯიშვილი

მსაჯები: ა. მიშჩუკი, ვ. როჟკოვი (უკრ), დელეგატი: ლ. გელაშვილი

 #  გუნდი თამ
სხვ
ქულა
 1   BSB ბათუმი 11 +96 18
 2   სტუ
11 +20 16
 3  სამტრედია 9 +59 12
 4  პეგასი 9 -5 12
 5  ქუთაისი 9 -6 10
 6  ქარიშხალა 11 -52 6
 7  იმედი თელავი 9 -33 3
 8  ფოთი 11 -79 3

22 აპრილი, თელავი

13:00 პეგასი – სამტრედია

14:30 იმედი-თელავი – ქუთაისი

23 აპრილი, თელავი

12:00 პეგასი – ქუთაისი

13:30 იმედი-თელავი – სამტრედია

Leave a Reply