ukr

ჩემპიონმა ვერცხლის პრიზიორი დაამარცხა

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში, ლიდერმა, ფოთის ოქროს ვერძმა დაამარცხა ყვარელი 23-13; შარშანდელმა ჩემპიონმა, აჭარამ 25-23 მოუგო ვერცხლის პრიზიორ ქარიშხალას; ფრედ ითამაშეს სამტრედიამ და პეგასმა, 17-17. 

სამტრედია პირველ ტაიმში 6 ბურთითაც აგებდა პეგასთან, მაგრამ საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრება თბილისელებს მოუხდათ, 17-17. დღის მთავარი თამაში გაიმართა აჭარის გუნდსა და თბილისის ქარიშხალას შორის. აჭარელები 3 ბურთით იგებდნენ, როცა მესამე ორწუთიანი და წითელი ბარათი მიიღო მათმა გამთამაებელმა კომახიძემ. ქარიშხალამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დაბოლოება შარშანდელმა ჩემპონმა მაინც უკეთესად წარმართა – 25-23. დანარჩენი ორ მატჩი: სამტრედია – მამული 24-10, წყალტუბო – მამული 20-14.

შეჯიბრება სპორტკომპლექს არენაში გაგრძელდება 25, 26 და 27 მარტს. 7 აპრილს დასავლეთის გუნდები სენაკში ითამაშებენ, ჩემპიონატს კი 4-8 მაისს, თბილისში, დაასრულებს მესამე წრის საერთო, დასკვნითი ტური.

ხელბურთისაქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2

24 მარტი

წყალტუბო – მამული 20-14

პეგასი – სამტრედია 17-17

ფოთი – ყვარელი 23-13

სამტრედია – მამული 24-10

ქარიშხალა – აჭარა 23-25

მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

24 მარ. გატ-გაშ
ფოთი 15 14 1 0 282-184 29
აჭარა 16 14 0 2 355-228 28
ქარიშხალა 16 11 1 4 400-326 23
სამტრედია 17 9 2 6 288-245 20
ყვარელი 16 8 2 6 298-272 18
პეგასი 16 6 2 8 302-289 14
ბათუმი 15 3 1 11 182-262 7
წყალტუბო 16 2 1 13 191-326 5
მამული 17 0 0 17 262-428 0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 25 მარტი

13:00 აჭარა – ყვარელი

14:00 პეგასი – წყალტუბო

15:00 ქარიშხალა – ფოთი

16:00 წყალტუბო – ყვარელი

17:00 მამული – ბათუმი

დასავლეთის ტური. 7 აპრილი სენაკი

საერთო ტური. 4-8 მაისითბილისი

Leave a Reply