ukr

ჩემპიონის მოგება კონკურენტთან

ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა თელავის იმედმა 24-20 დაამარცხა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, ქუთაისი და 4 ქულით ლიდერობს ბათუმის შავი ზღვის ბიჭებთან ერთად. ხვალ ლიდერთა მატჩია 16 საათზე, სპორტკომპლექს არენაში. 

ქუთაისს წინა სეზონში ძვირად დაუჯდა იმედთან წაგება რეგულარული პირველობის ბოლო ტურში, ახლა რევანშისთვის კი იყო განწყობილი. პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო და თამაშის ნახევარი 11-11 დასრულდა. იმედს სამჯერ ჰქონდა რიცხვობრივი უპირატესობა, მაგრამ აქედან ხეირი ვერ ნახა, თუმცა, მეტოქეს უფრო სერიოზული პრობლემა გამოუჩნდა: იმედის მეკარე ცინცაძემ მის კარში დანიშნული 5 შვიდმეტრიანიდან არცერთი არ გაუშვა! ქუთაისი წინ იყო, 10-7, მაგრამ შესვენებამდე უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. პირველ ტაიმში თელაველ აბჟანდაძეს და ქუთაისელ კბილაშვილს 4-4 გოლი ქონდათ გატანილი.

შესვენების შემდეგ ქუთაისელთგან ნავსი გამზარდიამ გატეხა – მეექვსე შვიდმეტრიანი გაიტანა და გუნდმა ისევ იწყო დაწინაურება, მე-40 წუთისთვის კი, შოთა გრიშიკაშვილის ექვსმეტრიანი ხაზიდან გატანილი ზედიზედ სამი გოლის შემდეგ, სხვაობა საგულისხმო გახდა – 17-13. მაგრამ, ცინცაძემ მოიგერია კიდევ ერთი შვიდმეტრიანი და პირისპირ გასვლა, ქუთაისმა დიდხანს ვეღარ გაიტანა და მიქავამ დასრულებამდე 15 წუთით ადრე გაათანაბრა – 17-17.

ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო იმედის ორმეტრიანი უკანახაზელი დავით ყორიაული – მან გაიტანა ზედიზედ სამჯერ (20-17), ცოტა ხანში კი ანგარიში 23-18 გახდა. საბოლოოდ, იმედმა 24-20 მოიგო, ზურაბ ცინცაძის მარტო შვიდმეტრიანების სტატისტიკა კი ასეთია: 9 დარტყმიდან  მეკარემ გაუშვა მხოლოდ 2, მოიგერია 5 და ორიც დამრტყმელმა ააცილა. ასევე აღსანიშნავია უმაღლესი ლიგის დებიუტანტის, 17 წლის გავაშელიშვილის (იმედი) თამაში – გადამწყვეტ მომენტში შესრულებული 2 საგოლე პასი და უნგრელი არბიტრების, ლასლო ბოცისა და  ვიქტორ ვიდემანის ძალიან დამაჯერებელი მსაჯობა.

ბათუმმა 35-27 დაამარცხა სტუ-ქარიშხალა, რომელიც ამ სეზონის წინ მნიშვნელოვნად შესუსტდა (ბათუმში გადავიდნენ ბულბულაშვილი და სტურუა, ქუთაისში – ფერაძე). მიუხედავად ამისა, დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი ჯერ კიდევ ბრძოლაში იყო და სულ 3 ბურთით 27-30 აგებდა. 

დანარჩენ ორ მატჩში გორმა დაამარცხა სამტრედია 33-22, პეგასმა – წყალტუბო 42-27. მესამე და მეოთხე ტურები ხვალ და ზეგ გაიმართება სპორტკომპლექს არენის მეორე დარბაზში.

ჩემპიონატის ყველა მატჩის ხილვა შეგიძლიათ ხელბურთის ფედერაციის იუთუბის გვერდზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia.

საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

2 ტური. 28 ნოემბერი, არენა 2

BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა 35-28

ბათ: ცერცვაძე, ვარშალომიძე – აბრამიშვილი 9, ბულბულაშვილი 6, ქარდავა 4, ხაჟომია 4, გოგოლაძე 4, სტურუა 3, ი. თევზაძე 3, სურმავა 1, მჟავანაძე 1, ყაველაშვილი, ბერძენიშვილი

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – გ. კობახიძე 9, მამულაშვილი 8, ჩიკვილაძე 3, ოსიყმაშვილი 3,  ასაბაშვილი 3, ჯინჭარაძე 2, ზაალიშვილი, გურასპაული

მსაჯები: ელენე არაბული – ინა ჭკუასელი

სამტრედია – გორი 22-33

სამ: შველიძე – ძნელაძე 8, გაგუა 3, ცეცხლაძე 3, ნადირაძე 2, მანაგაძე 2,  ხომერიკი 2, ხონელიძე 1, ადამია 1 ნიკურაძე, დ. თევზაძე

გორ: ვათიაშვილი, თითირაშვილი, ჯაფარიძე – ტიელიძე 6, ნიაზაშვილი 6, ზუბიაშვილი 5, გაგლოშვილი 4, ტარუაშვილი 3, მჭედლიშვილი 3, ახალბედაშვილი 3, ტერუნაშვილი 2, ტურაშვილი 1, ზოზიაშვილი,

მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი

იმედი თელავი – ქუთაისი 24-20

იმ: ცინცაძე – ყორიაული 8, აბჟანდაძე 6, მიქავა 5, ცისკარიშვილი 2, გიორგაძე 1, გავაშელიშვილი 1, ბაინაზიშვილი 1

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე – კბილაშვილი 6, გამზარდია 3, სიმონია 3, გრიშიკაშვილი 3, მერკვილაძე 2, რუსტამოვი 2, ჭელიძე 1, გოგალაძე, კობახიძე

მსაჯები: ლასლო ბოც – ვიქტორ ვიდემან (უნგ)

პეგასი – წყალტუბო 42-27

პეგ: ი. დიხამინჯია, ცირეკიძე, გორგოძიანი  – გ.დიხამინჯია 9, ზარნაძე 8, ლაპიაშვილი 7, ნ. ჟვანია 6, ბაძაღუა 5, ქათამაძე 3, შუბითიძე 2,  კაკაბაძე 1, ჭანტურია 1, კალანდაძე, დ. ჟვანია

წყ: სილაგაძე 2, აფხაძე, ხაჭაპურიძე – გიორგაძე 7, ჩაკვეტაძე 6,  გ. გველესიანი 5, მეტონიძე 4, მ. გველესიანი 2, შვანგირაძე 1, კუხალაშვილი

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

———————–თ–ბ–ფ–წ——ბ—–ქ

იმედი თელავი—–2—2—0—0—67-46–4

BSB ბათუმი———2—2—0—0—76-65–4

პეგასი—————-2—1—0—1—79-68–2

სტუ-ქარიშხალა—-2—1—0—1—69-61–2

ქუთაისი————-2—1—0—1—64-59–2

გორი—————–2—1—0—1—68-66–2

სამტრედია———-2—0—0—2—48-76–0

წყალტუბო———–2—0—0—2—53-83–0

1 ტური. 27 ნოე. BSB ბათუმი – პეგასი 41-37, იმედი თელავი – სამტრედია 43-26,

სტუ-ქარიშხალა – წყალტუბო 41-26, ქუთაისი – გორი 44-35

29 ნოემბერი

12:00 სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი

14:00 პეგასი – სამტრედია

16:00 იმედი თელავი – BSB ბათუმი

18:00 წყალტუბო – გორი

30 ნოემბერი

12:00 გორი – BSB ბათუმი

14:00 წყალტუბო – იმედი თელავი

16:00 პეგასი – ქუთაისი

18:00 სამტრედია – სტუ-ქარიშხალა

Leave a Reply