ჩემპიონატს აღმოსავლეთის ოთხეული გააგრძელებს

გრძელდება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. ზესტაფონის სპორტის სასახლეში დღეს მესამე ტური გამართა დასავლეთის ოთხმა გუნდმა. ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ დაამარცხა სამტრედია, 44-30, ქუთაისმა მოუგო წყალტუბოს „პრომეთეს“, 49-35.

საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის გუნდი 6 ქულით დაწინაურდა, 4 ქულა აქვს ქუთაისს, 2 – სამტრედიას. კვირას ჩემპიონატში ჩაებმება აღმოსავლეთის ოთხეული – სტუ-ქარიშხალა, პეგასი, იმედი თელავი და გორი. სპორტკომპლექს არენაში კვირას და ორშაბათს  თამაშები 14 საათზე დაიწყება, სამშაბათს – პირველი ნახევარზე. ამის შემდეგ ჩემპიონატი გაგრძელდება 2017 წელს – რვავე გუნდი თბილისში შეიკრიბება და პირველ წრეს დაასრულებს. იანვარში დაგეგმილია საქართველოს თასის გათამაშება კაცთა გუნდებს შორის.

სენაკში  დასრულდა 2000-01 წლებში დაბადებულ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატის ტური, რომლის შემდეგაც მონაწილე რვავე გუნდს 3-3 თამაში დაუგროვდა. 3-3 მოგებით ლიდერობენ ფოთის ოქროს ვერძი და თბილისის მამული. მე-4-7 ტურები 16-19 იანვარს გაიმართება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

ზესტაფონი, 17 დეკემბერი

ქუთაისი – პრომეთე წყალტუბო 49-35

ქუთ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – ბიბილეიშვილი 10, ჩიხლაძე 10, ჯუღელი 9, ალანია 5, უ. კობახიძე 3, რუსტამოვი 3, გამზარდია 2, ჭელიძე 2, ლომიძე 2, მათნაძე 2, მერკვილაძე 1, სიმონია 

წყ: ხაჭაპურიძე, სილაგაძე 1 – მეტონიძე 9, დარსაველიძე 7, ბენიძე 6, ხელაძე 4, ჩაკვეტაძე 3, ბაბუნაშვილი 3, გოგიძე 2, შვანგირაძე

შავი ზღვის ბიჭები ბათუმი – სამტრედია 44-30

ბათ: ანდრიაძე, ვაშალომიძე – აბრამიშვილი 12, ქარდავა 8, სურმავა 6, გოგოლაძე 5, გრიშიკაშვილი 5, წითელიშვილი 3, წივწივაძე 3, გ. კობახიძე 1, გოგალაძე 1, ბერძენიშვილი, კვერნაძე,  ყაველაშვილი 

სამ: ხონელიძე – ხაჟომია 10, ძნელაძე 5, ცხვარაძე 5, ანტონოვიჩი 4, ნიკურაძე 3, ზურაბიანი 2, სხვიტარიძე 1, თევზაძე

მსაჯები იგორ კოვალჩუკი, ალექსეი კოვალჩუკი (მოლდოვა)

ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი

15 დეკ. წყალტუბო – ბათუმი 24-56, ქუთაისი – სამტრედია 29-28

16 დეკ. ბათუმი – ქუთაისი 34-30, სამტრედია – წყალტუბო 52-38

ბათუმი 6 ქულა, ქუთაისი 4, სამტრედია 2, წყალტუბო 0

18-20 დეკემბერი, თბილისი, არენა 1

18 დეკ. 14:00 პეგასი-იმედი თელავი 15:30 სტუ/ქარიშხალა-გორი

19 დეკ. 14:00 გორი-პეგასი 15:30 იმედი თელავი – სტუ/ქარიშხალა

19 დეკ. 12:30 იმედი თელავი-გორი 14:00 პეგასი – სტუ/ქარიშხალა

სტუ-ქარიშხალა

1.სანდრო ხანდოლიშვილი 12. არჩილ სამიტაშვილი – 3. ზაზა ფერაძე 4. ნიკოლოზ ასაბაშვილი 5. ერეკლე არსენაშვილი 6. ლევან მამულაშვილი 7. გიგი ფერაძე 13. ლუკა ბულბულაშვილი 14. ნიკოლოზ ჯორბენაძე 18. ალექსანდრე კარტოზია 19. ჯავიდ აბდულაევი 20. მამია კობახიძე 26. შალვა სტურუა 39. გიორგი მიქაძე – მწვ. ბექა ორჯონიკიძე, გიორგი ქობელაშვილი, ირაკლი კეკელიძე

პეგასი

1.თორნიკე ცირეკიძე 12. ირაკლი დიხამინჯია – 3. გიორგი ლაპიაშვილი 9. გიორგი სახვაძე 10. ვლადიმერ ბაძაღუა 18. გიორგი ცხოვრებაძე 19. გიორგი კუხალაშვილი 23. გიგა ზარნაძე 24. ზურაბ გოგავა 25.ლუკა კახოშვილი 33. გიორგი კაჭკაჭაშვილი 55. აკაკი ბულია 70. რევაზ ბერაძე 71. გიორგი დიხამინჯია – მწვ. ტიტე კალანდაძე

იმედი თელავი

1.ნოდარ ლორია 12. ზურაბ ცინცაძე 16. გიორგი ხარაიშვილი – 2. თორნიკე მაისაშვილი 3. სალეჰ ვალიევი 4, დავით ყორიაული 5. გიორგი აბაშიძე 6. ნიკა ბაჯალაძე 7. ნოფალ მამედოვი 8. გიორგი მიქავა 9. გივი გიორგაძე 10. გიგა ბაინაზიშვილი 11. ირაკლი ნარსია 14. გიორგი იობაშვილი 22. ალექსანდრე ცხვარაშვილი 44. ნოდარ ბოგუა 55. ნიკა ცისკარიშვილი 99. ზეზვა იობაშვილი – მწვ. მერაბ მეტრეველი, გივი შარანგია, ზაზა სამადაშვილი

გორი

1.ლაშა თითირაშვილი 12. გიორგი ვათიაშვილი 16. ნიკა ოქროპირიძე – 2. გიორგი ტურაშვილი 4. საბა მურადაშვილი 5. დავით ნიაზაშვილი 6. ლევან იაშვილი 7. ოთარ ზუბიაშვილი 8. ნოდარ დალაქიშვილი 9. ტარიელ მჭედლიშვილი 11. თამაზ ტარუაშვილი 13. თორნიკე გაგლოშვილი 14. გიორგი ტიელიძე 18. ალექსანდრე გუდურაშვილი – მწვ. გია მამაცაშვილი, ლევან იაშვილი, გიორგი ნასყიდაშვილი

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 2000-01. სენაკი

17 დეკემბერი. აჭარა-სამტრედია 13-6, ფოთი-წყალტუბო 18-12

4-7 ტურები 16-19 იანვარს, თბილისში. მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ:

მამული 6 ქულა, ფოთი 6, ქარიშხალა 4, აჭარა 4, წყალტუბო 2, პეგასი 2, სამტრედია 0, გორი 0

15 დეკ. ფოთი-სამტრედია 18-9, წყალტუბო-აჭარა 7-10

16 დეკ. აჭარა-ფოთი 7-9, სამტრედია-წყალტუბო 11-15

3 დეკ. ქარიშხალა-პეგასი 20-9, მამული-გორი 32-3

4 დეკ. პეგასი-მამული 6-22, გორი-ქარიშხალა 3-13

5 დეკ. პეგასი – გორი 10-8, მამული-ქარიშხალა 14-13

Leave a Reply