ჩემპიონატმა ოზურგეთში გადაინაცვლა
ოზურგეთის სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ტური ხელბურთში. ქალაქის სპორტის სასახლეში შეიკრიბა დასავლეთ საქართველოს 6 გუნდი, რომელიც გურიაში პირველ წრეს გამართავს.
ამ ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულთა ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება. ჯერ გამოვლინდება სამი რეგიონული გამარჯვებული, შემდეგ კი საუკეთესოები საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
ოზურგეთის სპორტის სასახლეში შეჯიბრება სამი დღე გასტანს. პირველ დღეს 5 თამაში გაიმართა. ორ-ორჯერ მოიგეს დასავლეთის ლიგის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულებმა, წყალტუბოს პრომეთემ და ფოთის ოქროს ვერძმა. ერთი მოგება აქვს ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს. ჯერჯერობით ქულა არა აქვთ აჭარის გუნდს, სამტრედიასა და ქუთაისს. შაბათს მორიგი 6 მატჩია, კვირას – 4, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება და შეჯიბრება 2017 წელს გაგრძელდება.
აღმოსავლეთი ლიგის პირველი წრე ამ დღეებშია თელავში, ხოლო თბილისში პირველი წრე უკვე გაიმართა და ის ბოლო წლების უცვლელმა ჩემპიონმა, თბილისის პეგასმა მოიგო.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. ჭაბუკები, 2000-01
დასავლეთი – 23-25 დეკემბერი, ოზურგეთის სპორტის სასახლე
23 დეკემბერი
სამტრედია-ფოთი 23-29
აჭარა-წყალტუბო 23-36
ქუთაისი-ბათუმი 24-36
წყალტუბო-სამტრედია 35-19
ფოთი-ქუთაისი 36-20
24 დეკემბერი
11:00 ფოთი-აჭარა 12:15 ბათუმი-წყალტუბო 13:30 ქუთაისი-სამტრედია
14:45 ფოთი-ბათუმი 16:00 სამტრედია-აჭარა 17:15 წყალტუბო-ქუთაისი
25 დეკემბერი
11:00 ბათუმი-აჭარა 12:15 წყალტუბო-ფოთი 13:30 ბათუმი-სამტრედია 14:45 აჭარა-ქუთაისი
მსაჯები: შალვა სტურუა, ვლადიმერ ბაძაღუა, დელეგატი: ლევან გელაშვილი
—
აღმოსავლეთი (გორი, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი) 24-25 დეკემბერს, თელავში.
—
თბილისი. არენა 1, პირველი წრე
2 დეკ. ქარიშხალა – იმედი 2 36-20, პეგასი – იმედი 1 47-10
3 დეკ. იმედი 1 – რუსთავი 8-36, იმედი 2 – პეგასი 9-51
4 დეკ. ქარიშხალა-იმედი 1 10-0, პეგასი – რუსთავი 42-25
5 დეკ. რუსთავი-იმედი 2 29-10, ქარიშხალა-პეგასი 23-42
6 დეკ.. რუსთავი-ქარიშხალა 31-29, იმედი 2 – იმედი 1 30-18
პეგასი 8 ქულა, რუსთავი 6, ქარიშხალა 4, იმედი-2 2, იმედი-1 0