EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

შავი ზღვის ბიჭების რევანში

ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე, ხელვაჩაურში, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებმა“ 24-14 დაამარცხა თბილისის „პეგასი“ და სატურნირო ცხრილს თავში მოექცა, თელავის „იმედმა“ კი 45-29 მოუგო ფოთის „ოქროს ვერძს“. ჩემპიონატი 3 და 4 მარტს, თბილისში, სპორტკომპლექს არენაში გაგრძელდება. 

 

ორივე მატჩი პრინციპული იყო. ბათუმსა და პეგასს 12-12 ქულა ჰქონდათ, თანაც თბილისელებმა წინა ტურში 29-26 დაამარცხეს მეტოქე, თუმცა, ამჯერად ძალიან ცოტა, 14 გოლი გაიტანეს და წააგეს. ბათუმის გუნდი ჯერჯერობით პირველ ადგილზეა, თუმცა, მისი კონკურენტებს, სტუ-სა და სამტრედიას 2-2 მატჩი აქვთ მარაგში. ეს ორი გუნდი ხუთშაბათს ხვდება ერთმანეთს.

თელავისა და ფოთის გუნდები ერთმანეთში არკვევდნენ, ვინ დარჩებოდა ბოლო ადგილზე. პირველი წრის მატჩი ფრედ დასრულდა, თუმცა, ამჯერად იმედმა იოლად მოიგო, 45-29, ხოლო მარჯვენა გარემარბმა ნოდარ გოგუამ 14 გოლი შეაგდო, მარცხენამ, მღებრიშვილმა – 8.

3-4 მარტს თბილისში, სპორტკომპლექს არენაში დანარჩენი 4 გუნდი – სტუ, სამტრედია, ქუთაისი და ქარიშხალა გამართავს მერვე და მეცხრე ტურის შეხვედრებს. ამის შემდეგ, 19 აპრილამდე, ჩემპიონატში პაუზა იქნება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. კაცები, უმაღლესი ლიგა, 2015-16

2 მარტი, ხელვაჩაური

ოქროს ვერძი ფოთი-იმედი თელავი 29-45

ფოთ: ცერცვაძე – მიქაძე 6, გამზარდია 6, ბაჯალაძე 4, ბიბილეიშვილი 3, ჟვანია 3, ალანია 3, ხუნჯუა 2, შარტავა 1, კორსანტია 1, ნემსაია

თელ: ლორია, ხარაიშვილი – გოგუა 14, მ. მღებრიშვილი 8, ნარსია 5, ზ. იობაშვილი 5, ვალიევი 5, მიქავა 3, ყორიაული 2, თ. მღებრიშვილი 1, ბაინაზიშვილი 1, მელაშვილი 1, აბაშიძე, კარტოზია

შავი ზღვის ბიჭები ბათუმი – პეგასი 24-14

ბათ: ანდრიაძე, დავითაძე – წითელიშვილი 6, სურმავა 5, აბრამიშვილი 4, გოგალაძე 4, კობახიძე 3, მაისურაძე 1, ქარდავა 1, წივწივაძე, ბერძენიშვილი, ყაველაშვილი, მაისაშვილი, ვინოგრადსკი, ჭანტურია

პეგ: ცინცაძე – დიხამინჯია 4, აბჟნდაძე 3, ცხოვრებაძე 3, ზარნაძე 2, გოგავა 2, კოხრეიძე, ბაძაღუა, ცხვარაშვილი, კაჭკაჭაშვილი, ლაპიაშვილი,

მსაჯები:ა. მიშჩუკი, ვ. როჟკოვი (უკრაინა)

ტექნიკური დელეგატი: ლ. გელაშვილი

—————თ—მ—ფ—წ——–ბ—–ქ

BSB ბათუმი–9—7—0—2—290-226-14

სტუ———–7—6—0—1—251-221-12

პეგასი———9—6—0—3—281-286-12

სამტრედია—7—5—0—2—272-223-10

ქუთაისი——7—4—0—3—239-246–8

ქარიშხალა—-7—2—0—5—254-269–4

თელავი——-9—1—1—7—249-282–3

ფოთი———9—0—1—8—295-378–1

3 მარტი, თბილისი, არენა

14:00 სტუ-სამტრედია 16:00 ქარიშხალა-ქუთაისი

4 მარტი, თბილისი, არენა

14:00 ქარიშხალა-სამტრედია 16:00 სტუ-ქუთაისი

მსაჯები:მიშჩუკი, როჟკოვი (უკრაინა)

დელეგატები:თ. თევზაძე, ვ. ბერიაშვილი

Leave a Reply