შავი ზღვა კუს ტბაზე დამარცხდა
პლაჟის ხელბურთის ეროვნული ტურის მესამე ეტაპი მოიგო გორის გუნდმა, ვინც ფინალში 2-1 დაამარცხა საქართველოს ჩემპიონი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები. ბთუმელები სამი ეტაპის ჯამში ლიდერობას ინარჩუნებენ და მეოთხე, ბოლო ეტაპს სექტემბერში, საკუთარ ქალაქში უმასპინძლებენ. ქალებში ყვარლის გუნდი ლიდერობს.
ბათუმს ერვნულ ტურზე ზედიზედ 6 ეტაპი ჰქონდა მოგებული – ოთხივე შარშანდელი და ორიც წლევანდელი – ყვარელსა და ურეკში, თუმცა, ამჯერად გორის ახალგაზრდლ გუნდთან წააგო ფინალი – 1-2. 10-21, 20-10, 6-7. ამ გამარჯვებით გორმა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მესამეზეა ქუთაისი, მეოთხეზე – საქართველოს 2014 წლის ჩემპიონი, თბილისის ქორები.
კუს ტბაზე საქმეში ჟურნალისტებიც ჩაებნენ და პირველი მატჩი ითამაშეს სპორტის ამ სახეობაში. სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის გუნდმა 11-7, 17-11 დაამარცხა ტელეკომპანია რუსთავი 2.
პლაჟის ხელბურთის ეროვნული ტური. მესამე ეტაპი
კუს ტბა, 6-7 აგვისტო. კაცები
A ჯგუფი
ქორები-წყალტუბო 2-0 (22-7, 25-9)
გორი – წყალტუბო 2-0 (22-16, 13-12)
ქორები – გორი 1-2 (1-12. 18-19, 4-5)
B ჯგუფი
ბათუმი – ჭაბუკები თბილისი 2-0 (18-12, 20-14)
ქუთაისი – თბილისი 2-0 (10-0, 10-0)
ბათუმი – ქუთაისი 2-0 (20-13, 20-16)
ნახევარფინალი
ბათუმი-ქორები 2-1 (17-19, 22-11, 5-1)
გორი-ქუთაისი 2-1 (16-17, 18-16, 9-6)
ფინალი
5-6 წყალტუბო – ჭაბუკები 2-0 (22-13, 23-21)
3-4 ქორები – ქუთაისი 2-0 (29-19, 20-17)
1-2 გორი – ბათუმი 2-1 (21-10, 10-20, 7-6)
სამი ეტაპის ჯამში: ბათუმი 160 ქულა, გორი 110, ქუთაისი 100, ქორები 90, წყალტუბო 40, ჭაბუკთა ნაკრები 30, ყვარელი 20, ბათუმი-2 10, თბილისი 10
ქალები
ყვარელი – თბილისი 2-1 (15-14 15-16, 4-3)
თბილისი-წყალტუბო 2-0 (13-9, 17-16)
ყვარელი-წყალტუბო 2-0 (22-8, 17-13)
2 ეტაპის შემდეგ: ყვარელი 60 ქულა, წყალტუბო 30, თბილისი 20, აჭარა 10