gnhf-rrr

ყვარელი ჩემპიონობასთან ახლოსაა

სპორტკომპლექს არენაში განახლდა ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში ქალთა გუნდებს შორის. მეორე წრის პირველივე მატჩში ყვარელმა დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონი, თბილისის პეგასი, 23-19 და ძალიან დაუახლოვდა ჩემპიონის ტიტულს.

გამარჯვებული ორწრიანი ტურნირის ჯამში გამოვლინდება. ყვარელი პირველი წრის შემდეგ 2 ქულით წინ იყო და პეგასთან უშუალო მატჩიც დიდი უპირატესობით ჰქონდა მოგებული, 31-21, დღევანდელი დღის შემდეგ კი კონკურენტს 6 ქულით გაასწრო.

პეგასი მამულთანაც დამარცხდა, 18-19 და მეორე ადგილიც დათმო. 7 ტურის შემდეგ 14 ქულით ლიდერობს ყვარელი, 10 ქულით მეორეა მამული. ეს ორი გუნდი ერთმანეთს ხვალ შეხვდება და შესაძლოა, ჩემპიონი ოფიციალურადაც გამოვლინდეს. საპრიზო ადგილებისთვის იბრძვიან პეგასი და ფოთის ოქროს ვერძი, რომლებიც ხვალ ერთმანეთში თამაშობენ.

ჩემპიონატი 26 აპრილს დასრულდება. ხვალ და ზეგ, სპორტკომპლექს არენას მეორე დარბაზში თამაშები 12 საათიდან დაიწება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. ქალები

მეორე წრე. 24-26 აპრილი, არენა 2

24 აპრილი

ფოთი-წყალტუბო 22-7, ყვარელი-პეგასი 23-19, მამული-აჭარა 20-9

აჭარა-ფოთი 8-20, პეგასი-მამული 18-19, წყალტუბო-ყვარელი 5-20

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი, ი. ჭკუასელი

—————–თ–მ–ფ–წ——–ბ—-ქ

ყვარელი——-7—7—0—0–171-111-14

მამული——–7—5—0—2–181-139-10

პეგასი———-7—4—0—3–151-134–8

ფოთი———-7—4—0—3—127-94–8

წყალტუბო—-7—1—0—6—99-143–2

აჭარა ———-7—0—0—7—57-165–0

25 აპრილი

12:00 წყალტუბო-აჭარა, ყვარელი-მამული, ფოთი-პეგასი

ყვარელი-აჭარა, მამული-ფოთი,  პეგასი-წყალტუბო

26 აპრილი

12:00 აჭარა-პეგასი, მამული-წყალტუბო, ფოთი-ყვარელი

პირველი წრე

სენაკი, 25-26 დეკ. წყალტუბო-ფოთი 14-15, ფოთი-აჭარა 25-8, აჭარა-წყალტუბო 6-23

არენა 1, 10-12 დეკ. ყვარელი-პეგასი 31-21, მამული-ყვარელი 29-32, პეგასი-მამული 30-27

არენა 2, 24 მარტი.  ყვარელი-წყალტუბო 28-14, აჭარა-მამული 11-35, ფოთი-პეგასი 11-16

არენა 2, 25 მარტი. პეგასი-წყალტუბო 24-16, მამული-ფოთი 23-19, აჭარა-ყვარელი 8-19

არენა 2, 26 მარტი. ყვარელი-ფოთი 18-15, აჭარა-პეგასი 7-23, მამული-წყალტუბო 28-20

Leave a Reply