ყვარელი ჩემპიონია, პრიზიორები ხვალ გაირკვევა

ხელბურთის ქალთა ეროვნულ ჩემპიონატზე სათამაშო ერთი ტური დარჩა, ჩემპიონი კი ცნობილია. ყვარლის გუნდმა დღეს დაამარცხა თბილისის მამული (26-18) და 18 ქულით მიუწვდომელი გახდა. 12 ქულით მეორე ადგილზეა მამული, 10-10 ქულა აქვთ ფოთის ოქროს ვერძს და შარშანდელ ჩემპიონს, თბილისის პეგასს. 

ყვარლის გუნდმა (მწვრთნელები ზურაბ ხარებაშვილი, გოჩა ღონიაშვილი) 2014 წელს მესამე ადგილი დაიკავა, 2015 წელს ჩემპიონი იყო, შარშან კი ვერცხლის მედლები მოიპოვა, ოღონდ, 2014 და 2015 წლების პირველობა ასაკობრივი ტურნირი იყო, შარშანდლიდან კი ტურნირმა ეროვნული ჩემპიონატის სტატუსი მიიღო – შესაბამისად, ყვარელი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი ქალთა გუნდებს შორის. გუნდის ლიდერები არიან საქართველოს ნაკრების წევრები,ქეთი კუნელაშვილი და თინათინ ქიტესაშვილი, ასევე – კაპიტანი, თამთა თეთრაშვილი.

მამული (მწვ. ჯულია კასიანი) 2014 წლის ჩემპიონია, შემდეგ ორ წელიწადში კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. გუნდი ბოლო ტურის წინ მეორე ადგილზეა და თუ ხვალ წყალტუბოს დაამარცხებს, მეორეზე დარჩება.

ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძვიან ფოთის ოქროს ვერძი (მწვ. დარეჯან გეფერიძე, 2014 წლის ვერცხლის პრიზიორი) და თბილისის პეგასი (მწვ. ნინო წივწივაძე, შარშანდელი ჩემპიონი და 2015 წლის ბრინჯაოს პრიზიორი). დღეს ფოთელებმა ზუსტად იმავე ანგარიშით დაამარცხეს პეგასი (16-11), როგორითაც პირველ წრეში წააგეს. ორივე გუნდს 10-10 ქულა აქვს, ბურთების სხვაობით წინ ფოთია, თუმცა, ხვალ ბევრად უფრო ძლიერი მეტოქე ჰყავს – ფოთი ეთამაშება ყვარელს, პეგასი – აჭარის გუნდს.

აჭარამ (მ. შალამბერიძე) პირველი გამარჯვება მოიპოვა ჩემპიონატში – წყალტუბოსთან (ნ.გოგიძე, გ.ჯანელიძე), თუმცა, წყალტუბოელებმა მეხუთე ადგილი შეინარჩუნეს, რადგანაც პირველ წრეში მეტით მოუგეს კონკურენტს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. ქალები

მეორე წრე. 24-26 აპრილი, არენა 2

25 აპრილი

წყალტუბო-აჭარა 11-14, ყვარელი-მამული 26-18, ფოთი-პეგასი 16-11

ყვარელი-აჭარა 14-10, მამული-ფოთი 17-13,  პეგასი-წყალტუბო 14-10

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი-შ. სტურუა, ი. ჭკუასელი-ნ.კევლიშვილი

—————–თ–მ–ფ–წ——-ბ——ქ

ყვარელი——-9—9—0—0–211-139-18

მამული——–9—6—0—3–216-178-12

ფოთი———-9—5—0—4–156-122-10

პეგასი———-9—5—0—4–176-160-10

წყალტუბო—–9—1—0—8–120-171–2

აჭარა ———-9—1—0—8—81-190—2

26 აპრილი

12:00 აჭარა-პეგასი, მამული-წყალტუბო, ფოთი-ყვარელი

24 აპრ. ფოთი-წყალტუბო 22-7, ყვარელი-პეგასი 23-19, მამული-აჭარა 20-9

აჭარა-ფოთი 8-20, პეგასი-მამული 18-19, წყალტუბო-ყვარელი 5-20

პირველი წრე

სენაკი, 25-26 დეკ. წყალტუბო-ფოთი 14-15, ფოთი-აჭარა 25-8, აჭარა-წყალტუბო 6-23

არენა 1, 10-12 დეკ. ყვარელი-პეგასი 31-21, მამული-ყვარელი 29-32, პეგასი-მამული 30-27

არენა 2, 24 მარტი.  ყვარელი-წყალტუბო 28-14, აჭარა-მამული 11-35, ფოთი-პეგასი 11-16

არენა 2, 25 მარტი. პეგასი-წყალტუბო 24-16, მამული-ფოთი 23-19, აჭარა-ყვარელი 8-19

არენა 2, 26 მარტი. ყვარელი-ფოთი 18-15, აჭარა-პეგასი 7-23, მამული-წყალტუბო 28-20

Leave a Reply