gnhf-rrr

ყვარელი ლიდერობს, მეორე პეგასია

ხელბურთელ ქალთა ეროვნული ჩემპიონატზე, აღმოსავლეთ საქართველოს სამმა გუნდმა ერთმანეთში პირველი წრე დაასრულა. დღეს სპორტკომპლექს არენაში 2016 წლის ჩემპიონმა, პეგასმა 30-27 დაამარცხა ბრინჯაოს პრიზიორი, მამული. 

ლიდერობს ვიცე-ჩემპიონი, ყვარლის გუნდი 4 ქულით. ქალთა ჩემპიონატში 6 კლუბი თამაშობს. დასავლეთ საქართველოს სამი – წყალტუბო, აჭარა და ფოთის ოქროს ვერძი ბრძოლაში დეკემბრის ბოლოს ჩაერთვება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ ჩემპიონატს ფინალური ოთხეული დაასრულებს.

15 დეკემბერს ეროვნულ ჩემპიონატს კაცთა გუნდებიც დაიწყებენ.

ხელბურთი. ქალთა ეროვნული ჩემპიონატი 2016-17

12 დეკემბერი, არენა 1

პეგასი – მამული 30-27

პეგ: ჩაჩუა, ჯიქურაშვილი – ჩოხელი 14, ვენეცკი 7, ქებაძე 3, გაგნიძე 2, სარაჯიშვილი 2, ჩხაიძე 2

მამ: ვარდიშვილი, ნაკაშიძე – ყველაშვილი 10, ჯავახიშვილი 9, შახულოვი 3, დანელია 2, იაშვილი 2, ავსაჯანიშვილი 1, წერეთელი, ფხიკიძე, ბლიაძე, ბერიკაშვილი, ჩუხუტურიანი, გორჯოლაძე – მწვ. კასიანი

მსაჯები: ი. ჭკუასელი, გ. გვაზავა

ყვარელი 4 ქულა, პეგასი 2, მამული 0

10 დეკემბერი. ყვარელი – პეგასი 31-21, 11 დეკემბერი. მამული – ყვარელი 29-32

წყალტუბო, ფოთი, აჭარა პირველ ტურს ითამაშებენ 24-26 დეკემბერს

Leave a Reply