gnhf-rrr

ქუთაისი და ყვარელი საქართველოს ჩემპიონები არიან

ბათუმში გაიმართა საქართველოს 2018 წლის ჩემპიონატი პლაჟის ხელბურთში. კაცთა ტურნირში გაიმარჯვა ქუთაისის გუნდმა, ქალებში – ყვარელმა.

საქართველოს ჩემპიონატი 2014 წლის შემდეგ მეოთხედ გაიმართა. ქალებში ყვარლის გუნდი უცვლელი ჩემპიონია, ხოლო ქუთაისელებმა ტურნირი პირველად მოიგეს. ქალთა შორის პრიზიორები გახდნენ აჭარა და ფოთი, ხოლო კაცებში ფინალისტი იყო სამტრედია, ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ქვეყნის 2015 და 2016 წლების ჩემპიონმა ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა, რომელიც წლეულს ახალგაზრდული გუნდით გამოდიოდა, რადგანაც ძირითად შემადგენლობას 8-9 სექტემბერს ევროტურნირების ოფიციალური მატჩები აქვს კოსოვოში,  EHF თასზე, კლუბ ბესა ფამგასთან.

პლაჟის ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018. ბათუმი, 1-2 სექტემბერი

ქალები. 1. ყვარელი 2. აჭარა 3. ოქროს ვერძი ფოთი 4. BSB ბათუმი

ყვარელი – BSB ბათუმი 2-0, ფოთი-აჭარა 0-2, ყვარელი-ფოთი 2-0, აჭარა – BSB ბათუმი 2-0, ფოთი-BSB ბათუმი 2-0, ყვარელი-აჭარა 2-0

კაცები. 1. ქუთაისი 2. სამტრედია 3. BSB ბათუმი 4. აჭარა 5. გორი 6. ოქროს ვერძი ფოთი

A: ქუთაისი-ფოთი 2-0, ფოთი – BSB ბათუმი 1-2, ქუთაისი  – BSB ბათუმი 2-0

B: სამტრედია – აჭარა 2-1, გორი – აჭარა 1-2, გორი – სამტრედია 1-2

5-6 ადგილები. გორი – ფოთი 2-0

ნახევარფინალი: ქუთაისი – აჭარა 2-0, სამტრედია – BSB ბათუმი 2-1

3-4 ადგილები. BSB ბათუმი – აჭარა 2-0

ფინალი: ქუთაისი – სამტრედია 2-0

საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები პლაჟის ხელბურთში

კაცები

– 2014. 1. ქორები თბილისი 2. გორი 3. ყვარელი

– 2015. 1. BSB ბათუმი 2. ქუთაისი 3. გორი

– 2016. 1. BSB ბათუმი 2. გორი 3. ქუთაისი

– 2018. 1. ქუთაისი 2. სამტრედია 3. BSB ბათუმი

ქალები

– 2014. 1. ყვარელი 2. ფოთი

– 2015. 1. ყვარელი. 2. ფოთი 3. წყალტუბო

– 2016. 1. ყვარელი 2. წყალტუბო 3. აჭარა

– 2018. 1. ყვარელი 2. აჭარა 3. ფოთი

Leave a Reply