ხელბურთის საკლუბო სეზონი დაიწყო  

დაიწყო საკლუბო ხელბურთის საერთაშორისო სეზონი. EHF თასის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში საქართველოს ჩემპინი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“ კოსოვოში ორჯერ დამარცხდა კლუბ „ბესა ფამგასთან“: 20-30, 22-37. 

კლუბების შეთანხმებით, ორივე მატჩი კოსოვოს ქალა პეიაში გაიმართა. კოსოვოს ჩემპიონი გავიდა მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში, სადაც ნორვეგიის „დრამენს“ შეხვდება. ოქტომბერში ევროტურნირებში ჩაებმება მეორე ქართული კლუბიც – თელავის „იმედი“ 12 და 13 ოქტომბერს ჩელენჯ კაპის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ეთამაშება ლუქსემბურგის „დუდელანჟს“.

12 სექტემბერს იწყება მთავარი ევროპული საკლუბო შეჯიბრება, ჩემპიონთა ლიგა, ხოლო სეზონის პირველი საშინაო ტურნირი, საქართველოს თასის  გათამაშება თბილისში, სექტემბრის ბოლოს გაიმართება. 

ხელბურთი. EHF თასი 2018-19. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

8, 9 სექტემბერი, პეია (კოსოვო)

BSB ბათუმი (საქ) – ბესა ფამგასი (კოს) 20-30

ბათ: ხანდოლიშვილი, ვარშალომიძე – გოგოლაძე 8, ტალახაძე 4, აბრამიშვილი 3,  თევზაძე 2, კოხრეიძე 1, სურმავა 1, ტიელიძე 1, ბერძენიშვილი, წივწივაძე, სტურუა

ბეს: მეჰმეტი, ბერიშა – დრილონ ტაჰირუკაი 7, დრენიტ ტაჰირუკაი 5, იუპა 5, კუკრიკა 4, ჯ. მუჩოლი 3, რამოსაი 3, ჯუკა 2, ბ. იდრიზი 1, ბროჩი, ი. მუჩოლი, დ. იდრიზი, ტაფილაი, ტეტოვა

ბესა ფამგასი (კოს) – BSB ბათუმი (საქ) 37-22

ბეს: ბერიშა, მეჰმეტი – ჯუკა 5, ბ. იდრიზი 4, ტაფილაი 4, დრენიტ ტაჰირუკაი 4, დ, იდრიზი 3, ჯ. მუჩოლი 3, რამოსაი 3, დრილონ ტაჰირუკი 3, იუპა 2, კუკრიკა 2, ი. მუჩოლი 2, ტეტოვა 2, ბროჩი  

ბათ: ხანდოლიშვილი, ვარშალომიძე – გოგოლაძე 6, სურმავა 5, აბრამიშვილი 4, ტიელიძე 3, კოხრეიძე 2, სტურუა 1, თევზაძე 1, ბერძენიშვილი, ტალახაძე, წივწივაძე

მსაჯები: ი. მეტალარი, ნ. ნიკოლოვსკი (მკდ)

Leave a Reply