gnhf-rrr

ქალთა ჩემპიონატი ხელვაჩაურში განახლდა

ხელვაჩაურის სპორტის სასახლეში განახლდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ხელბურთში. დღეს აჭარის გუნდმა 29-19 დაამარცხა თბილისის მამული.

მამული თავიდან დაწინაურდა, თუმცა, ტაიმის ბოლოს აჭარელებმა მოიპოვეს უპირატესობა (13-11), რომელიც შესვენების შემდეგ კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოოდ ათბურთიანი სხვაობით მოიგეს, 29-19. ყველაზე შედეგიანები იყვნენ გამთამაშებელი ნინო კომახიძე (9 გოლი) და ხაზის მოთამაშე მარიამ დვალიშვილი (8). თბილისელთაგან 7 გოლი გაიტანა ნანა ველიჯანაშვილმა. 

დღესვე უნდა ეთამაშათ სამტრედიასა და ყვარელს, თუმცა, უსახსრობის გამო სამტრედია თამაშზე ვერ ჩავიდა და 0-10 წაგება ჩაეთვალა, არადა, გუნდი აქამდე უდანაკარგოდ იყო და 3 მატჩიდან 6 ქულა ჰქონდა. 6 ქულა გაუხდა ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონ ყვარელს, 5-5 აქვთ აჭარასა და მოქმედ ჩემპიონს, ფოთის ოქროს ვერძს, ხოლო 5 თამაშიდან 10 ქულით უმაღლესი ლიგის 2018 წლის გამარჯვებული, თბილისის ქარიშხალა ლიდერობს.

ხვალ ხელვაჩაურის არენაზე 12 საათიდან ორი მატჩია დანიშნული: სამტრედია უნდა შეხვდეს მამულს, ხოლო აჭარა ყვარელს მასპინძლობს.

ამის შემდეგ, რვავე გუნდს 5-5 მატჩი დაუგროვდება, პირველი წრის ბოლომდე კი დარჩება 8 თამაში, რომელიც 2020 წლის დასაწყისში გაიმართება. ორწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ ჩემპიონის ვინაობას ფინალური ოთხეულის ტურნირი გამოავლენს.  თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე:

https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

ქალები, უმაღლესი ლიგა. 28 ნოემბერი, ხელვაჩაური

აჭარა – მამული 29-19

აჭ: ქარჩავა, გორგოშაძე – კომახიძე 9, დვალიშვილი 8, ქამაშიძე 4, ცივნარიძე 3, კოჩალიძე 3, გაგნიძე 2, აბულაძე

მამ: გორჯოლაძე – ველიჯანაშვილი 7, იაშვილი 5, ჩუხატურიანი 4, ე. ბერიკაშვილი 1, ქობალია 1, ჯოხაძე 1, მურჯიკნელი, ბერიძე, ა. ბერიკაშვილი

მსაჯები: ი. ჭკუასელი – თ. ბჟალავა, დელეგატი: ლ. მარგიანი

სამტრედია – ყვარელი 0-10

 28 ნოემ.
      სხვ  
  ქარიშხალა 5   5   0   0 141-118 10  
  ყვარელი 4   3   0   1 119-83 6  
  სამტრედია 4   3   0   1 79-67
6  
  აჭარა
4   2   1   1 89-65 5  
  ფოთი 5   2   1   2 96-81 5  
  მამული 4   1   0   3 102-124 2  
  პეგასი 5   1   0   4 106-134 2  
  წყალტუბო 5   0   0   5 69-129 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 29 ნოემბერი, ხელვაჩაური

12:00 სამტრედია – მამული

13:30 აჭარა – ყვარელი

პირველი წრის ბოლომდე:

ქარიშხალა – სამტრედია, პეგასი – აჭარა

პეგასი – სამტრედია, ქარიშხალა – აჭარა

ფოთი – ყვარელი, წყალტუბო – მამული

ფოთი – მამული, წყალტუბო – ყვარელი

Leave a Reply