ქალთა ჩემპიონატის მეორე წრე იწყება

1-3 აპრილს, სპორტკომპლექს არენაში გაიმართება საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეორე წრე ხელბურთში. პირველი წრის შემდეგ ლიდერობს ყვარელი, მეორე ადგილზეა თბილისის მამული, მესამეზე – თბილისის პეგასი. 

პირველი წრე ნოემბერში გაიმართა გლდანში, ცერცვაძის აკადემიაში. სულ ქალები სამ წრეს გამართავენ, ხოლო 4 საუკეთესო გუნდი მაისში, ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს.

მეორე წრეში 5 გუნდი მონაწილეობს. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო თბილისში ფოთის ოქროს ვერძი ვერ ჩამოდის, თუმცა, გამოჩნდა აჭარის ქალთა გუნდიც, რომელმაც, თვის მხრივ, პირველი წრე გამოტოვა.

ქალთა ჩემპიონატი საქართველოში 2006 წლის შემდეგ პირველად იმართება. მას შემდეგ  კარგა ხნის პაუზა იყო, ვიდრე ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის არ შეიქმნა გოგონათა ნაკრები. შესაბამისად, მონაწილეთა აბსოლუტური უმეტესობა 1998 წელსა და გვიანაა დაბადებული.

პირველ დღეს თამაშებს არენა 2 უმასპინძლებს, ხოლო 2-3 აპრილს – არენა 1. მოედანზე ვიხილავთ თითქმის ყველა წევს საქართველოს ნაკრებისა, რომელმაც ამასწინათ მეორე ადგილი დაიკავა თბილისში, IHF/EHF ქალთა თასზე. ნაკრებს მომავალი საერთაშორისო შეჯიბრება აქვს ივლისში, გიოტებორგში, სადაც ევროპის ღია პირველობაზე ითამაშებს ცხრამეტწლამდელთა შორის.

შეჯიბრების პირველ დღეს მთავარი მატჩია ყვარელი-პეგასი, რომელიც პირველის ნახევარზე დაიწყება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ქალები, 2015-16

მეორე წრე, არენა, 1-3 აპრილი

1 აპრილი, არენა 2

12:30 ყვარელი-პეგასი, 13:50 წყალტუბო-მამული, 16:10 აჭარა – ყვარელი

2 აპრილი, არენა 1

13:00 აჭარა-წყალტუბო, 14:20 პეგასი-მამული, 15:40 ყვარელი-წყალტუბო, 17:00 აჭარა-მამული

3 აპრილი, არენა 1

13:00 წყალტუბო-პეგასი, 14:20 მამული-ყვარელი, 15:40 პეგასი-აჭარა

ფოთის ოქროს ვერძი არ თამაშობს

პირველი წრის შემდეგ: ყვარელი 10 ქულა, მამული 8, პეგასი 6, ფოთი 4, წყალტუბო 2, აჭარა 0

პირველი წრე, გლდანი, 9-13 ნოემბერი

9 ნოე, ყვარელი – ფოთი 26-9, პეგასი – წყალტუბო 31-22

10 ნოე, მამული – ფოთი 37-19, ყვარელი – წყალტუბო 31-13

11 ნოე, გლდანი. მამული – პეგასი 26-25, ფოთი – წყალტუბო 29-19

12 ნოე, გლდანი. მამული – წყალტუბო 33-20, პეგასი – ყვარელი 19-22

13 ნოე, გლდანი. პეგასი – ფოთი 20-15, ყვარელი – მამული 37-20

აჭარის გუნდმა არ ითამაშა

Leave a Reply