პირველი საკონტროლო მატჩი უკრაინაში

ხელბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა უკრაინაში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ. ჩვენი გუნდი 24-25 დამარცხდა ქალაქ ბროვარის კლუბთან. 1 აპრილს ნაკრები საქართველოში დაბრუნდება და მზადებას განაგრძობს.

შესარჩევ ტურნირს 8 აპრილს ვიწყებთ ახალ სპორტის სასახლეში, საბერძნეთთან მატჩით, 9 აპრილს ვეთამაშებით ისრაელს, ხოლო ბოლო დღეს – სერბეთს. ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

რაც შეეეხება საკონტროლო მატჩს, გუნდის მწვრთნელმა ირაკლი კეკელიძემ ბროვარიდან გვაცნობა: – უნდა გვეთამაშა კიევის ავიატორთან, მაგრამ მეტოქე შეიცვალა, თუმცა, ბროვარიც სერიოზული კლუბია და კაცების გუნდით დაგვიპირისპირდა. პირველი ტაიმი 2 ბურთით მოვიგეთ, საბოლოოდ კი ერთით დავმარცხდით, თუმცა, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს – მთავარია, რომ გუნდმა მწვრთნელების დავალება შეასრულა და შეტევაში საკმაოდ ნორმალურად ითმაშა. პრობლემები გვქონდა დაცვაში., მაგრამ აქ იმედიანად ვართ, რადგან ცენტრალური მცველები, ფაქტობრივად არ გვყოლია. იცით, რომ გამოგვაკლდა თემურ ორჯონიკიძე, ტრავმები აქვთ ერეკლე არსენაშვილსა და გიგა კოხრეიძეს. კოხრეიძე და არსენაშვილი თბილისში დაბრუნებისთანავე შემოგვიერთდებიან და იმედი გვაქვს, რომ ამ კომპონენტშიც გავაძლიერებთ თამაშს.

31 მარტს საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები ბროვარიში ორ ვარჯიშს გამართავს, 1 აპრილს მეორედ ეთამაშება ადგილობრივ კლუბს, იმავე დღეს შინ გამოფრინდება და მზადებას განაგრძობს

ხელბურთი. ახალგაზრდული ნაკრები (20წ) უკრაინაში, 30 მარტი – 1აპრილი

მეკარეები: ირაკლი ხიდეშელი (1996, თუთუნსფორი, თურ), ზურაბ ცინცაძე (1996, პეგასი)

მარჯვენა გარემარბები: ირაკლი გოგოლაძე (1996, სამტრედია), გიორგი დიხამინჯია (1997, პეგასი),

მარცხენა გარემარბები: ლევან მამულაშვილი (1998, ქარიშხალა), ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი)

უკანა ხაზი: გიგა ზარნაძე (1999, პეგასი), გივი გიორგაძე (1996, სამტრედია), ირაკლი კბილაშვილი (1998, ქუთაისი), გიორგი ცხოვრებაძე (2001, პეგასი), ლუკა ბულბულაშვილი (1998, ქარიშხალა), გიორგი ტიელიძე (1998, გორი)

პივოტები: ჯაბა ხაჟომია (1996, სამტრედია), გიგი ფერაძე (1998, ქარიშხალა)

მწვრთნელები: ირაკლი კეკელიძეანდრეი პორტნოი (უკრ), ექიმი გურამ ადამია

ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია. კაცები, 20 წ.

თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

8 აპრილი. 16:00 სერბეთი-ისრაელი, 18:00 საქართველო-საბერძნეთი

9 აპრილი. 16:00 საბერძნეთი-სერბეთი, 18:00 ისრაელი-საქართველო

10 აპრილი. 16:00 ისრაელი-საბერძნეთი, 18:00 სერბეთი-საქართველო

20 ევროპის ჩემპიონატი 2016. კაცები. კვალიფიკაცია, 8-10 აპრილი. ჯგუფი: გერმანია, რუსეთი, კოსოვო. ლიტვა. ჯგუფი: შვეიცარია, მაკედონია, მონტენეგრო, ფარერები. ჯგუფი: პოლონეთი, ისლანდია, იტალია, ბულგარეთი. ჯგუფი: შვედეთი, ბელარუსი, ბოსნია, ნორვეგია. ჯგუფიხორვატია, სლოვაკეთი, ფინეთი, უკრაინა. ჯგუფი: სერბეთი, საქართველო, ისრაელი, საბერძენთი. ჯგუფი: ჩეხეთი, ჰოლანდია, ავსტრია, თურქეთი. ჯგუფი: რუმინეთი, ესტონეთი, სლოვენია, პორტუგალია. 1-4 ჯგუფებიდან ფინალში გადის 2 გუნდი, 5-8 ჯგუფებიდან – 1ფინალური ტურნირი: 28 ივლისი-7 აგვისტო, დანიაში (უკვალიფიკაციოდ გასულები არიან დანია, საფრანგეთი, უნგრეთი და ესპანეთი)

Leave a Reply