ფოთი 5 ქულით დაწინაურდა

სენაკის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს გოგონათა ჩემპიონატის მორიგი ტური. მთავარ მატჩში ფოთის ოქროს ვერძმა 17-12 დაამარცხა შარანდელი ჩემპიონი, აჭარა და დამაჯერებლად ლიდერობს. 

ფოთის გუნდი მატჩში თავიდან ბოლომდე ლიდერობდა, გოგონათ ნაკრების წევრმა ჯგერენაიამ კი 9 გოლი გაიტანა. მეორე მატჩში ფოთელებმა 23-9 დამარცხეს ბათუმი, 20 თამაშის შემდეგ 37  ქულა დააგროვეს და ხუთით ქულამდე გაზარდეს სხვაობა აჭარელებთან, რომლებმაც გუშინ მეორე მატჩიც წააგეს – სამტრედიასთან, 19-20.

დარჩენილია ბოლო, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური თბილისში, რომელიც 4-8 მაისს გაიმართება. დასავლეთის გუნდებს 4-4 მატჩი აქვთ დარჩენილი და ფოთელებს პირველი ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ. მეორე ადგილზე უნდა დარჩეს აჭარა, ბრინჯაოს მედლებითვის კი დაძაბული ბრძოლა იქნება სამმტრედიას, თბილისის ქარიშხალას და ყვარელს შორის.

სამტრედიამ გუშინ მეორე მატჩიც მოიგო და მესამე ადგილზე გადავიდა. აჭარასთან გუნდი 20-14 იგებდა, შემდეგ ზედიზედ 5 გოლი გაუშვა, თუმცა, მოგება შეინარჩუნა (20-19), შემდეგ თამაშში კი ძალიან გაუჭირდა ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ წყალტუბოსთან. წყალტუბოელები 8-2 ლიდერობდნენ და მხოლოდ ბოლო წუთზე დათმეს თამაში, 12-13. სამტრედიელთგან ორ თამაშში 18 გოლი გაიტანა გოგონათა ნაკრების წევრმა ბურკაძემ.

ორშაბათს თბილისში, სპორტკომპლექს არენაში იწყება ქალთა უმაღლესი ლიგის ჯვარედინი ტური აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდებს შორის, რომლის შემდეგაც ფინალური ოთხეული გამოვლინდება, ხოლო 13-16 აპრილს აქვე დარულდება საქართველოს ჩემპიონატი უმცროსი ასაკის, 15-წლამდელ გოგონებს შორის.

ხელბურთისაქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე

მესამე წრე, დასავლეთი. 6 აპრილი, სენაკი

ფოთი – აჭარა 17-12

ბათუმი – წყალტუბო 12-14

აჭარა – სამტრედია 19-20

ბსბ ბათუმი – ფოთი 9-23

წყალტუბო – სამტრედია 12-13

მსაჯები: ზ. აბრამიშვილი – ს. სტურუა, თ. ბჟალავა – გ. გველესიანი

6 აპრ. გატ-გაშ    
ფოთი 20 18 1 1 368-244 37    
აჭარა 20 16 0 4 423-293 32    
სამტრედია 20 12 2 6 346-300 26    
ქარიშხალა 19 12 1 6 460-380 25    
ყვარელი 19 10 2 7 359-315 22    
პეგასი 19 8 2 9 344-329 18    
ბათუმი 20 3 1 16 235-353 7    
წყალტუბო 20 3 1 16 242-398 7    
მამული 19 1 0 18 291-456 2    

 

 

 

 

 

 

 

 

 

 მესამე წრის საერთო ტური. 4-8 მაისითბილისი

Leave a Reply