ჩიქოვანი და თევზაძე ჩემპიონობისთვის იბრძვიან

რუმინეთის ხელბურთის სუპერლიგაში დასრულდა პირველი ეტაპი და იწყება ჩემპიონობისთვის ბრძოლა, რომელშიც ორივე ქართველი ხელბურთელის კლუბი მონაწილეობს – ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა და შოთა თევზაძის ფოჩანი. კონსტანცამ პირველი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. 

მეორე ეტაპი ახლებურად იმართება. პლეიოფში გასული 8 გუნდი დაიყო ორ ჯგუფად: ერთში მოხვდნენ 1, 3, 5 და 7 ადგილზე გასული გუნდები, მეორეში – ლუწ ადგილებზე. კონსტანცა და ფოჩანი სხვადასხვა ჯგუფებში არიან. ეს ორი ოთხეული მაისის დასაწყისამდე ორ წრედ ითამაშებს და ორ-ორი საუკეთესო გუნდი ნახევარფინალში გავა. რეგულარული სეზონის შედეგები გაუთვალისწინებელი რომ არ დარჩეს, პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები მეორე ეტაპს იწყებენ 6-6 ქულით, მე 3-4 – 4-4 ქულით, მე-5-6 2-2 ქულით და მე-7-8 ადგილებზე გასულები – უქულოდ. შესაბამისად, ჩიქოვანის გუნდი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო ფოჩანის 0 ქულა აქვს, თუმცა, წინ კიდევ 10 თამაშია და ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსებიც ყველას აქვს დარჩენილი.

ფოჩანიმ პლეიოფში გასვლა 23-ე ტურში გაინაღდა და ბოლო ორ თამაშში ფრედ, 28-28 ითამაშა ტიმიშოარასთან და დამარცხდა სუჩავასთან, 27-31. კონსტანცამ პირველი ადგილი დაიბევა CSM ბუკურეშტისთან ფრედ დასრულებული შეხვედრით (22-22) და შემდეგ მოუგო პოტაისა ტურდას, 36-24. ირაკლი ჩიქოვანმა ამ ორ მატჩში 5 გოლი გაიტანა და სულ სეზონში 85 ბურთი დაუგროვდა.

კიდევ 16 გოლი საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა გაიტანა ევროტურნირების მატჩებში – EHF თასზე, სადაც კონსტანცამ ორი წრე გაიარა, მაგრამ ვეღარ დაძლია ჯგუფური ეტაპი. ბოლო ტურში გუნდი სტუმრად დამარცხდა პორტუსთან 27-30 და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ჩიქოვანი კი ამ შეხვედრაში 6 გოლით ყველაზე შედეგიანი იყო.

რუმინეთის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ამ უქმეებზე იწყება.

ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. პირველი ეტაპი. 26/26 ტურის შემდეგ. 1. კონსტანცა 64 ქულა – 2. დინამო ბუკურეშტი 57 – 3. CSM ბუკურეშტი 57 – 4. პოტაისა ტურდა 52 -5. კელერაში 51 – 6. სტიაუა 51– 7. ტიმიშოარა 50 – 8. ფოჩანი 38 — 9. ბაია მარე 30 – 10. სუჩავა 23 – 11. ფეგერაში 23 – 12. ბუზაუ 19 – 12. ბაკეუ 15 – 14. კლუჟი 0

მეორე ეტაპი

A ჯგუფი: კონსტანცა 6 ქულა, CSM ბუკურეშტი 4, კელერაში 2, ტიმიშოარა 0

B ჯგუფი: დინამო 6 ქულა, პოტაისა ტურდა 4, სტიაუა 2, ფოჩანი 0

EHF თასი. ჯგუფური ეტაპი

C ჯგუფი: პორტუ (პორ) 12, ჰოლსტებრო (დან) 6, კონსტანცა (რუმ) 4, კუენკა (ესპ) 2

30 მარ: პორტუ-კონსტანცა 30-27, ჰოლსტებრო – კუენკა 34-22

A ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ) 10, სენ-რაფაელი (საფ) 8, ლოგრონიო (ესპ) 4, ბალატონფურედი (უნგ) 2

B ჯგუფი: ტატაბანია (უნგ) 9, ჰანოვერი (გერ) 7, ნექსე (ხორ) 6, რაბოტნიკი (მკდ) 2

D ჯგუფი: კილი (გერ) 12, GOG (დან) 6, გრანოლერსი (ესპ) 5, აზოტი-პულავი (პოლ) 1

კილი გავიდა ფინალურ ოთხეულში, რომელსაც საკუთრ მოედანზე ჩაატარებს.

მეოთხედფინალში გავიდნენ დანარჩენი 3 ჯგუფის გამარჯვებულები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი

Leave a Reply