ukr

ფოთელების მეცხრე მოგება

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში, 2018 წლის ჩემპიონმა, აჭარის გუნდმა მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეორე პრიზიორი, თბილისის ქარიშხალა 22-21. ლიდერმა, ფოთის ოქროს ვერძმა 20-11 მოუგო ყვარელს. 

ქარიშხალამ 13-8 მოიგო პირველი ტაიმი, მაგრამ მეორეში აჭარელებმა სიტუაცია გამოააწორეს. საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, ქამაშიძემ ჯამში 10 გოლი გაიტანა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა – აჭარის გუნდმა თამაშის ბოლოში უპირატესობა შეინარჩუნა.

ფოთმა მოულოდნელად იოლად მოიგო პირველი ტაიმი (10-2), ყვარელმა შეამცირა სხვაობა (9-12), თუმცა, მაინც ბევრით წააგო – 11-20. ფოთი 20 შესაძლებლიდან 19 ქულით ლიდერობს, ლიდერზე 3 ქულით მეტი აქვს დაკარგული აჭარის გუნდს, ოთხით – ყვარელსა და  ქარიშხალას. საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს სამტრედიაც.

პეგასმა დღეს ორივე მატჩი წააგო და სამეულში მოხვედრა გაუჭირდება. თბილისელები ჯერ მოულოდნელად ბევრით დამარცხდნენ ბათუმთან – 11-23, შემდეგ კი პირველი ტაიმი  სამი ბურთით მოუგეს სამტრედიას, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, 15-19.

ბათუმის, მსგავსად, პირველი მატჩი მოიგო წყალტუბომ, რომელმაც დაამარცხა მამული, 21-18. ხვალ და ზეგ სპორტკომპლექს არენაში 5-5 მატჩია, რის შემდეგაც 2019 წლამდე არდადაგები გამოცხადდება. ხვალ თამაშები 12 საათიდან იწყება.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

გოგონები, 17 წლამდე

23 ნოემბერი, არენა 2

პეგასი – ბათუმი 11-23

მამული – წყალტუბო 18-21

სამტრედია – პეგასი 19-15

აჭარა – ქარიშხალა 22-21

ყვარელი – ფოთი 11-20

წყალტუბო – ქარიშხალა 12-30

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი – თ. ქიტესაშვილი

—————–თ—მ—ფ—წ——-ბ——ქ

ფოთი———-10—9—1—0–170-120–19

აჭარა————9—7—0—2–183-124–14

ქარიშხალა——9—6—1—2–227-186–13

სამტრედია—-10—6—1—3–168-133–13

ყვარელი——–8—5—1—2–147-114–11

პეგასი———–9—3—0—6–160-165—6

ბათუმი——–10—2—1—7–122-169—5

წყალტუბო—-11—1—1—9–123-216—3

მამული———8—0—0—8–127-200—0

24 ნოემბერი, არენა 2

12:00 ქარიშხალა – სამტრედია

13:00 ბათუმი – ყვარელი

14:00 აჭარა – პეგასი

15:00 ფოთი – მამული

16:00 სამტრედია – ყვარელი

25 ნოემბერი, არენა 2

11:00 ყვარელი – აჭარა

12:00 წყალტუბო – პეგასი

13:00 ბათუმი – მამული

14:00 ფოთი – ქარიშხალა

15:00 მამული – აჭარა

Leave a Reply