სტუ-იმედი ახალი ლიდერია

ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს. სტუ-იმედმა 32-25 დაამარცხა პეგასი და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. სპორტის უნივერსიტეტმა 40-34 მოუგო გორს.

იმედსა და პეგასს 14-14 ქულა აქვთ, ბურთების უკეთესი სხვაობითა და პირადი ბალანსით პირველი ჯერჯერობით იმედია, თუმცა, ეს სიტუაცია უთუოდ შეიცვლება თებერვალში: BSB ბათუმსაა და ქუთაისს 12-12 ქულა და 3-3 თამაში აქვთ მარაგში. დასავლეთის გუნდები 3-5 თებერვალს ითამაშებენ ზესტაფონში.   

პეგასს პირველი მატჩი 23-18 ჰქონდა მოგებული იმედისთთვის, მაგრამ დღეს ვერაფერი გააწყო, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან იგებდა და პირველი ნახევრის შემდეგ ფრე იყო, 13-13.  სპორტუნი პირველ ტაიმში 16-9  უგებდა გორს, რომელმაც შემდეგ რამდენჯერმე დაიყვანა სხვაობა სამამდე. უკანასკნელდ ეს დასრულებამდე 9 წუთით ადრე მოხდა (31-34), თუმცა, სპორტის უნივერსიტეტმა მაინც მოიპოვა მეორე გამარჯვება ამ ჩემპიონატში: 40-34.

უმაღლესი ლიგის თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 29 იანვარი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი – გორი 40-34

სპ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი  – ბულბულაშვილი 11, იმნაძე 9, ჩიკვილაძე 9, ჩაკვეტაძე 4, იობაშვილი 3, ზურაბიანი 3, გულდედავა 1, დელიბაშვილი, კუპატაძე, აბდულაევი  

გორ: თითირაშვილი – დალაქიშვილი 12, ახალბედაშვილი 10, გაგლოშვილი 6, ზუბიაშვილი 3, მჭედლიშვილი 2, ჯაფიაშვილი 1, ბერუაშვილი

იმედი-სტუ – პეგასი 32-25

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი – ყორიაული 13, გოგალაძე 8, ერისთავი 5, ჭელიძე 3,  გრიშიკაშვილი 3 გავაშელიშვილი, დოლმაზაშვილი, კორსანტია, აბჟანდაძე,

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი – ბაძაღუა 7, კუხალაშვილი 7, პატაშური 5, ჟვანია 3, კოხრეიძე 3, მდივანი, ქათამაძე, ჩეჩელაშვილი, შუბითიძე, გ. არეშიძე, კობახიძე, ა. არეშიძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – ი. ჭკუასელი

 29 იან.
                სხვ        
  იმედი სტუ 10 7 0 3 318-264 14  
  პეგასი 10     7     0     3     329-303     14    
  ქუთაისი 7
6
0 1 301-220 12
 
  BSB ბათუმი 7
6
0 1 261-185 12
 
  გორი 10 3 0 7 321-395 6  
  სამტრედია 7 3 0 4 218-246 6  
  სპორტუნი 10     2     0     8     308-374     4    
  წყალტუბო 7 0 0 7 163-232 0  

 

 

 

 

 

 

 

 

 დასავლეთი: 8-10 ტურები

3-5 თებერვალი, ზესტაფონი

Leave a Reply