პეგასი დროებითი ლიდერია  

ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე პეგასმა 34-30 დამარცხა სპორტის უნივერსიტეტი და 14 ქულით პირველ ადგილზეა. სტუ-იმედმა მოუგო გორს, 46-30. 

შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის ლიდერობა ალბათ დროებითია, რადგანაც ორი ლიდერი, ქუთაისი და BSB ბათუმი, წყალტუბოსა და სამტრედიასთან ერთად, მე-8-10 ტურის მატჩებს 3-5 თებერვალს გამართავს ზესტაფონში. ამ მომენტისთვის ქუთაისს, ბათუმსა და იმედს 12-12 ქულა აქვთ, თუმცა, დასავლეთელებს 2-2 მატჩი მარაგში აქვთ.

პეგასს მძიმე ბრძოლა გადახდა სპორტის უნივერსიტეტთან. თამაშის დასაწყისში მოედნიდან გააძევეს სტუდენტთა მეკარე ხანდოლიშვილი და კარში დავით კუპატაძე ჩადგა. ტაიმი ფრედ, 16-16 მორჩა. 47-ე წუთზე ჩიკვილაძემ 3 ბურთით დააწინაურა სპორტუნი (26-23), მაგრამ პეგასმა პასუხად ზედიზედ ოთხჯერ გაიტანა,  საბოლოოდ კი დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ბაძაღუას გოლის შემდეგ გაირკვა, რომ ფავორიტი იგებდა:  32-29 და 34-30.  

ხვალ ფინალური ოთხეულის ორი პრეტენდენტი, პეგასი და იმედი სტუ ერთმანეთში თამაშობს. პირველი წრის მატჩი პეგასმა 23-18 მოიგო.  ხვალვე სპორტუნი ოლიმპიურ სასახლეში გორს ეთამაშება.

უმაღლესი ლიგის თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 28 იანვარი, ოლიმპიური სასახლე

პეგასი – სპორტუნი 34-30

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი – ბაძაღუა 10, კუხალაშვილი 8, ჟვანია 7, გვაზავა 3, პატაშური 3, მდივანი 2, კოხრეიძე 1, ჩეჩელაშვილი, შუბითიძე, გ. არეშიძე, კობახიძე, ა. არეშიძე

სპ: ხანდოლიშვილი, კუპატაძე – ბულბულაშვილი 10, ჩაკვეტაძე 6, იობაშვილი 5, იმნაძე 4, ზურაბიანი 4, ჩიკვილაძე 1, გულდედავა, დელიბაშვილი

იმედი-სტუ – გორი 46-30

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი – გოგალაძე 9, ერისთავი 9, გავაშელიშვილი 8, გრიშიკშვილი 7, ყორიაული 5, დოლმაზაშვილი 4, კორსანტია 2, აბჟანდაძე 1, ჭელიძე 1

გორ: თითირაშვილი, ვათიაშვილი, ჯაფარიძე – დალაქიშვილი 8, გაგლოშვილი 6, ახალბედაშვილი 5, მჭედლიშვილი 4, ჯაფიაშვილი 3, ზუბიაშვილი 2, ბერუაშვილი 2

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

 28 იან.
                სხვ        
  პეგასი 9     7     0     2     304-271     14    
  ქუთაისი 7
6
0 1 301-220 12
 
  BSB ბათუმი 7
6
0 1 261-185 12
 
  იმედი სტუ 9 6 0 3 286-239 12  
  გორი 9 3 0 6 287-355 6  
  სამტრედია 7 3 0 4 218-246 6  
  სპორტუნი 9     1     0     8     268-340     2    
  წყალტუბო 7 0 0 7 163-232 0  

 

 

 

 

 

 

 

 

29 იანვარი

16:00 სპორტუნი – გორი

17:45 იმედი-სტუ – პეგასი

დასავლეთი: 8-10 ტურები

3-5 თებერვალი, ზესტაფონი

Leave a Reply