სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის

ქართველი ხელბურთელები უერთდებიან სპორტის სართაშორისო დღეს მშვიდობისა და განვითარებისთვის, რომელიც 6 აპრილს აღინიშნა.

„თეთრი ბარათის“ აქციამ 2020 წელს, როდესაც მსოფლიო ერთობლივად ებრძვის ვირუსს,  განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.  სპორტსმენები მოგვიწოდებენ, კრიზისულ სიტუაციაში დავიცვათ საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება, ამასთან ერთად კი – ვიყოთ მხნედ, მივდიოთ ჯანსაღი ცხოვრების  წესს და რეგულარულად ვივარჯიშოთ ინდივიდუალურ სივრცეში.

ერთობლივი ძალისხმევით დავამარცხებთ პანდემიას და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ წესს. სპორტიც მალე დაბრუნდება!

#WhiteCard  #ივარჯიშეშინ

Leave a Reply