ukr

სეზონი საქართველოს თასით იხსნება  

ხელბურთის საშინაო , 2018-19 წლების სეზონი გაიხსნება სამშაბათს, 25 სექტემბერს, საქართველოს თასის გათამაშებით კაცთა გუნდებს შორის. დღეს ფედერაციაში გაიმართა წილისყრა, რომელმაც მეოთხედფინალში გუნდები ასე დააწყვილა: გორი – BSB ბათუმი, იმედი-სტუ თელავი – ოქროს ვერძი ფოთი, სპორტუნი-სამტრედია, ქუთაისი 2015 – პეგასი. 

ტურნირი გაიმართება სპორტკომპლექს არენა-2-ში, მეოთხედფინალები კი 12 საათიდან დაიწყება. 26 სექტემბერს ნახევარფინალში ითამაშებენ 1-2 და 3-4 წყვილების გამარჯვებულები, ხოლო 27 სექტემბერს 14 საათზე ფინალია.

თამაშობს 8 გუნდი. უმაღლესი  ლიგის შარშანდელი 8 მონაწილიდან – 6: BSB ბათუმი, ქუთაისი, იმედი თელავი, პეგასი, გორი, სამტრედია. ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ამ სეზონში თელავის იმედს შეუერთდა, მის ნაცვლად კი თასზე და ჩემპიონატში იასპარეზებს სპორტის უნივერსიტეტის გუნდი, სპორტუნი. თასის მერვე მონაწილეა ფოთის ოქროს ვერძი. წილისყრის დროს განთესვა არ მომხდარა. მეოთხედფინალში ყველაზე საინტერესო ალბათ იქნება შარშანდელი ფინალური ოთხეულის ორი მონაწილის, ქუთაისისა და პეგასის მატჩი.

ყველა თამაშის რეპორტაჟს ნახავთ ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia

საქართველოს თასის გათამაშება მესამედ ეწყობა. 2014 წელს თასის მფლობელი გახდა სამტრედია, ვინც ფინალში პეგასს 31-24 მოუგო, ხოლო 2015 წელს ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა დაამარცხა სტუ, 20-19.   

ხელბურთი. საქართველოს თასი 2018. კაცები

თბილისი, არენა 2, 25-27 სექტემბერი

25 სექტემბერი, მეოთხედფინალი

12:00 (1) გორი – BSB ბათუმი

14:00 (2) იმედი-სტუ თელავი – ოქროს ვერძი ფოთი

16:00 (3) სპორტუნი-სამტრედია

18:00 (4) ქუთაისი 2015 – პეგასი.

26 სექტემბერი, ნახევარფინალი

12:00 (1) – (2)

14:00 (3) – (4)

27 სექტემბერი, ფინალი. 14:00

Leave a Reply