უდანაკარგოდ 8 გუნდია

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მეორე ტური გაიმართა, შარშანდელ ფინალისტებს, საფრანგეთის მონპელიესა და ნანტს კი 2-2 წაგება აქვთ.

მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-02/1326809

ლიგის გამარჯვებული მონპელიე ბელარუსში 23-26 დამარცხდა მეშკოვ ბრესტთან, ხოლო ფინალისტმა, ნანტმა,  უნგრეთში წააგო სეგედთან – 28-30. ბოლო ფინალური ოთხეულის კიდევ ორი მონაწილე, პარი სენ ჟერმენი და დანიის სკიერნი ჯერჯერობით უდანაკარგოდ, 4-4 ქულით მიდის, ისევე როგორც სხვა 6 გუნდი – ვარდარი, მეშკოვი, სეგედი, პრეშოვი,  ვისლა და სპორტინგი.

ტურის ცენტრალურ თამაშებში პოლონეთის კელცემ 35-32 მოუგო გერმანიის რაინ ნეკარს, ბარსამ კი დაამარცხა უნგრეთის ვესპრემი, 31-28. გერმანიის ჩემპიონი ფლენზბურგი შინ სენსაციურად დამარცხდა ზაგრებთან, 29-31, ხოლო პორტუგალიის სპორტინგმა რუსეთში, ქალაქ ჩეხოვის „დათვებთან“ გამარჯვების გოლი დროის ამოწურვის შემდეგ, ცხრამეტრიანიდან გაიტანა – 23-22.

ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაიმართება კიდევ სამი ტური, შემდეგ – სანაკრებო პაუზაა, 1 დეკემბერს, ჯგუფური ეტაპის 9 ტურის შემდეგ გუნდები არდადაგებზე წავლენ და შეჯიბრება თებერვალში განახლდება.  

ხელბურთი.  ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები

პირველი ჯგუფური ეტაპი, 1 ტური, 13-16 სექტემბერი

A: ვარდარი 4, მეშკოვი 4, ბარსა 2, კელცე 2, ვესპრემი 2, რაინ-ნეკარი 2, მონპელიე 0, კრისტიანსტადი 0

ვარდარი (მკდ) – კრისტიანსტადი (შვდ) 33-25

ჩუპიჩი 7, ბოროზანი 6, დიბიროვი 4 – ნიუფიალი 5

კელცე (პოლ) – რეინ-ნეკარი (გერ) 35-32

ცინდრიჩი, დუიშებაევი 5, აგინაგალდე, ლიევსკი 4 – შმიდი 9, პეტერსონი 6

ბარსა (ესპ)  – ვესპრემი (უნგ) 31-28

მორტენსენი 7, მემი 3 – გაიჩი 8, მაცკოვშეკი, შტრლეკი, ნადი 4

მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) – მონპელიე (საფ) 26-23

ჯორჯიჩი, ჯუკიჩი, პოტეკო 4 – პორტი 6, სიმონეტი 4

B: პსჟ 4, სკიერნი 4, სეგედი 4, ფლენზბურგი 2, ზაგრები 2, ნანტი 0, ზაპოროჟიე 2, ცელიე 0

ფლენზბურგი (გერ) – ზაგრები (ხორ) 29-31

სვანი 7, როდი 4 – მანდიჩი 8, ჰორვატი 7, შრშენი 6

სკიერნი (დან) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 37-33

მიურჰოლი 8, ავგუსტინუსენი, ეგერტი 7 – მალაშინსკასი, პაჩკოვსკი 7

პსჟ (საფ) – ცელიე (სნ) 32-21

ჰანსენი 7, საგოენი 6, აბალო 5, რემილი 4 – ნენადიჩი 6

სეგედი (უნგ) – ნანტი (საფ) 30-28

ბოდო 8, კანელასი, კალმანი, მაკედა 5 – ლაზაროვი 6, ლაგარდი 5

A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში

C: სპორტინგი 4, პრეშოვი 4, სილკებორგი 2, ბეშიქთაში 2, ჩეხოვი 2, მეტალურგი 0

ჩეხოვკიე მედვედი (რუს) – სპორტინგი (პორ) 22-23

ტატრან-პრეოვი (სლკ) – სილკებორგი (დან) 26-24

მეტალურგ სკოპიე (მკდ) – ბეშიქთაში (თურ) 22-30

D: ვისლა 4, ლეონი 3, დინამო 2, კოქსი 2, თიუნი 1, ელვერუმი 0

თიუნი (შვც) – რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) 26-26

ლეონი (ესპ) – დინამო ბუკურეშტი (რუმ) 31-28

ელვერუმი (ნორ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 28-230

C, D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს მერვედფინალში  გასასვლელად

Leave a Reply