საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა გეტებორგში, ევროპის ღია პირველობაზე, მეორე ეტაპის პირველ მატჩში დაამარცხა სლოვაკეთის ნაკრები 22-20, ხოლო შემდეგ უგებდა ისლანდიასაც (10-6), მაგრამ საბოლოოდ 16-22 წააგო და ხვალ მე-15 ადგილისთვის ეთამაშება მონტენეგროს. სულ ტურნირზე ევროპის 18 უძლიერესი გუნდი თამაშობს. 

სლოვაკეთთან ჩვენი გუნდი თავიდან ბოლომდე წინ იყო. ტრავმა მოირჩინა ვენეცკიმ, რომელმაც საუკეთესოდ ითამაშა და 6 გოლიც გაიტანა. ტაიმი 11-9 მოვიგეთ, მატჩი – 22-20. სამ საათში მეორე თამაში გვქონდა ისლანდიასთან, ვისაც ჯგუფის პირველი მატჩი წინადღით ჰქონდა ნათამაშები სლოვაკეთთან (25-25). საქართველოს ნაკრები მოგების ან ფრის შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილზე გადიოდა და პარასკევს მე-13 ადგილისთვის ეთამაშებოდა ფარერის კუნძულებს, ვისთანაც მარტში, თბილისში, ქალთა ტროფის ფინალში დამარცხდა.

ქართველებმა კარგად დაიწყეს – 4-0 და 5-1. შემდეგ ისლანდიამ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლომდე 5 წუთით ადრე (მეორე ეტაპზე გუნდები უკვე 25-25 წუთიან ტაიმებს თამაშობენ) ოთხბურთიანი სხვაობა აღდგა – 10-6. სამწუხაროდ, ტაიმის ბოლომდე ისლანდიამ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა – 9-10.

მეორე ნახევარში ისევ დავწინაურდით, 12-10. ისლანდიამ პირველად გაგვისწრო მე-8 წუთზე – 13-14 და შემდეგ ზედიზედ გაიტანა კიდევ ოთხი გოლი – 13-18. თმაშის ბედიც აქ გადაწყდა და საბოლოოდ 16-22 წავაგეთ. საქართველოს ნაკრები, რომელსაც გეტებორგში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა, მათ შორის, ქალთა ტროფის საუკეთესო ხელბურთელი თამარ ჩოგოვაძე, დაიღალა, ხოლო ისლანდიას იმ დღეს, ჩვენგან განსხვავებით, მხოლოდ ეს ერთი მატჩი ჰქონდა.

საქართველოს ნაკრები პირველად გამოდის მსგავს ტურნირზე, რომელიც ევროპის არაოფიციალური პირველობაა თვრამეტწლამდელებს შორის. გეტებორგში ყველა უძლიერესი ნაკრები თამაშობს. ფინალში გავიდნენ დანია და მასპინძელი შვედეთი, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის  ნორვეგია და ჰოლანდია იბრძოლებენ.

6 და 7 ივლისს, პირველ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ფრედ ეთამაშა ფინეთს (15-15), დამარცხდა საფრანგეთთან (12-20), ჰოლანდიასთან (16-24) და ავსტრიასთან (14-23).

ევროპის ღია პირველობა არის მთავარი შეჯიბრება უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასისა, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოზარდთა ათასზე მეტი გუნდი გამოდის. 7 ივლისს გაიმართა შეჯიბრების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო მარიამ ჩაჩუა – საქართველოს ნაკრების მეკარემ და მისმა ნაციონალურმა კოსტუმმა საყოველთაო აღტაცება დაიმსახურა.

ხელბურთი.  European Open, გოგონები 18 

4-8 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი. 6-7 ივლისი

13-18 ადგილები, მეორე ეტაპი

1 ჯგუფი: ისლანდია 3 ქულა, საქართველო 2, სლოვაკეთი 1

6 ივლ. სლოვაკეთი – ისლანდია 25-25

7 ივლ, საქართველო – სლოვაკეთი 22-20 (11-9)

საქ: ჩაჩუა, ვარდიშვილი, ჯავახია – კუნელაშვილი 6, ვენეცკი 6, ჩოხელი 4, ქიტესაშვილი 3, ყველაშვილი 3, პეტრენკო, ჩირგაძე, ბერიძე, ჯავახაძე, გაგნიძე, ჩხაიძე

სლკ: ფურგალაკოვა, მულიკოვა – ნემეტოვა 4, კოსტელნა 3, ზემანიჩოვა 3, ბაიჩოვა 2, ჰობეიოვა 2, სკორიჩოვა 2, სოლაროვა 2, ტამაში 1, ვენჩურიკოვა 1, ბაჩიკოვსკა, კოვაჩოვა, ნეიდლიკოვა, რაინოჰოვა, ტრუნკოვა

ლიზებერგსჰალე. მსაჯები: სმაილაგიჩი, სმაილაგიჩი (შვდ) დელეგატი: სოდალი (ნორ)

7 ივლ, საქართველო – ისლანდია 16-22 (10-9)

საქ: ჩაჩუა, ჯავახია, ვარდიშვილი – კუნელაშვილი 6, ჩოხელი 5, ქიტესაშვილი 2, ყველაშვილი1, ვენეცკი 1, პეტრენკო 1, ჩირგაძე, ბერიძე, გაგნიძე, ჯავახაძე, ჩხაიძე

ისლ: გისლადოტირი, ბენდერი – იაკობსენი 6, ჰიარტადოტირი 4, ერლინგსდოტირი 3, თომპსონი 3, ბირკისდოტირი 3, სტეფანსდოტირი 2, არნარსდოტირი 1, არინბიარნარი, გუდიონსდოტირი, ლარუსდოტირი, ტორსტეინსდოტირი,  ჰარდარდოტირი, ბენედიქტსდოტირი

ლიზებერგსჰალე. მსაჯები: ჰარასტი, ნახტმანი (უნგ) დელეგატი: ბერნდტსონი (შვდ)

2 ჯგუფი: ფარერები 4 ქულა, მონტენეგრო 2, ავსტრია 0

ფარერები-ავსტრია 27-16, მონტენეგრო-ფარერები 12-17, ავსტრია-მონტენეგრო 17-21

8 ივლისი, ფინალები

12:00 17 ადგილისთვის. სლოვაკეთი – ავსტრია

12:00 15 ადგილისთვის. საქართველო – მონტენეგრო

13:30 13 ადგილისთვის. ფარერები – ისლანდია

9-12 ადგილები. პოლონეთი 4, შვეიცარია 2, ჩეხეთი 2, ფინეთი 0

6 ივლ. პოლონეთი-შვეიცარია 25-21, ჩეხეთი-ფინეთი 22-16

7 ივლ. ფინეთი-პოლონეთი 18-26, შვეიცარია-ჩეხეთი 26-21

8 ივლ. პოლონეთი-ჩეხეთი, შვეიცარია-ფინეთი

1-8 ადგილები. მეორე ეტაპი, 6 ივლისი

1 ჯგუფი: ჰოლანდია 6, ნორვეგია 4 – საფრანგეთი 2, რუმინეთი 0

ნორვეგია-საფრანგეთი 23-17, ჰოლანდია-რუმინეთი 25-21

ნორვეგია-ჰოლანდია 23-25, რუმინეთი-საფრანგეთი 24-25

2 ჯგუფი: დანია 6 ქულა, შვედეთი 4 –  რუსეთი 2, ესპანეთი 0

დანია-ესპანეთი 26-17, შვედეთი-რუსეთი 19-18

რუსეთი – დანია 18-22, შვედეთი-ესპანეთი 22-20

7 ივლისი.  ნახევარფინალი. 1-4 ადგილები

დანია-ნორვეგია 18-17, შვედეთი-ჰოლანდია 27-19

5-8 ადგილები

რუსეთი-რუმინეთი 30-17, ესპანეთი-საფრანგეთი 16-22

8 ივლისს – ფინალები

1-2 დანია-შვედეთი

3-4 ნორვეგია-ჰოლანდია

5-6 რუსეთისაფრანგეთი

7-8 რუმინეთი-ესპანეთი

საქართველოს ნაკრები

12. ანა ვარდიშვილი (GK, მამული, 1999) – 16. ქრისტინე ჯავახია (GK, ფოთი, 1998) – 22. მარიამ ჩაჩუა (GK, პეგასი, 1999) – 3. სვიტლანა პეტრენკო (LW, მამული, 1998) – 7. თინა ქიტესაშვილი (RB, ყვარელი, 1999) – 17. მედეა ჩოხელი (P, პეგასი, 1999) – 18. ქეთევან ვენეცკი (RB, პეგასი, 1999) – 19. ანა ყველაშვილი (CB, მამული, 1998) – 20. ელისაბედ ჩხაიძე (LB, პეგასი, 2002) – 23. ნინო გაგნიძე (RW, პეგასი, 2002) – 24. ჯულია ჩირგაძე (LB, წყალტუბო, 2001) – 29. ქეთი კუნელაშვილი (LB, ყვარელი, 1999) – 31. მაია ბერიძე (CB, პეგასი, 1999) – 39. მარიკა ჯავახაძე (P, წყალტუბო, 1999) – მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა (1978), მწვრთნელი ინა ჭკუასელი (1985), გუნდის ლიდერი ლანა მარგიანი (1988)

Leave a Reply