პორტუგალიიის დამარცხება გვჭირდება

პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი პლაჟის ხელბურთში 16-წლამდელთა შორის. ჯგუფური ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა 2-1 დაამარცხა სლოვაკეთი, შემდეგ კი 0-2 დამარცხდა საბერძნეთთან. მეოთხედფინალში ჯგუფიდან 2 გუნდი გადის. ყველაფერი გადაწყდება შაბათს, პორტუგალია-საქართველოს მატჩის შემდეგ. 

საქართველოს ნაკრებს შეჯიბრების მასპინძელთან ორივე სეტის მოგება და 2-0 გამარჯვება სჭირდება, ან ნებისმიერი მოგება, თუ საბერძნეთი სლოვაკეთს ვერ მოუგებს, თუ არადა, ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გავაგრძელებთ.

პირველი მატჩის პირველი სეტი სლოვაკეთთან  უპრობლემოდ, 12-8 მოვიგეთ. მეორეში სლოვაკეთმა ბოლოში გაგვითანაბდა – 15-15 და დაინიშნა ოვერტაიმი პირველ გოლამდე, რომელიც მეტოქემ გაიტანა – 15-17. დამატებით, მესამე სეტში, შუთაუტში, ჩვენებმა 3 დარტყმა გამოიყენეს და 6-4 მოიგეს, მერძნებთან კი ორივე სეტი მინიმალური სხვაობით, 13-14 და 16-18 დავთმეთ.

პლაჟის ხელბურთი. ევროპის 16 წ ჩემპიონატი. ნაზარე, პორტუგალია. 8-10 ივლისი, 2016

A ჯგუფი: პორტუგალია 4 ქულა, საბერძნეთი 2, საქართველო 2, სლოვაკეთი 0

8 ივლისი. პორტუგალია – საბერძნეთი 2-1, პორტუგალია – სლოვაკეთი 2-0

საქართველო – სლოვაკეთი 2-1 (12-8, 15-17, 6-4)

საქ: დიხამინჯია, ბერიძე – ნიაზაშვილი 10, ცხოვრებაძე 8, ქათამაძე 7, ლაპიაშვილი 4, კუხალაშვილი 3, კაჭკაჭაშვილი 1, კახოშვილი, ლორთქიფანიძე

საბერძნეთი – საქართველო 2-0 (14-13, 18-16)

საქ:  დიხამინჯია, ბერიძე – ცხოვრებაძე 12, კაჭკაჭაშვილი 10, ლაპიაშვილი 4, ნიაზაშვილი 3, ქათამაძე, კუხალაშვილი,  კახოშვილი, ლორთქიფანიძე

9 ივლისი. 14:00 პორტუგალია – საქართველო, საბერძნეთი-სლოვაკეთი

9-10 ივლისი – პლეიოფი

B ჯგუფი: შვეიცარია 4, რუსეთი 4, ჰოლანდია 0, ბულგარეთი 0

C ჯგუფი: ესპანეთი 2, რუმინეთი 2, პოლონეთი 2, უკრაინა 2

D ჯგუფი: გერმანია 4, იტალია 4, უნგრეთი 0, ხორვატია 0

ჭაბუკთა (2000-01) ნაკრები პორტუგალიაში

1.ირაკლი დიხამინჯია 3. გიორგი ლაპიაშვილი 4. ლუკა კახოშვილი 7. გიორგი ცხოვრებაძე 8. გიორგი კაჭკაჭაშვილი 9. გიორგი ქათამაძე 10. გიორგი კუხალაშვილი (პეგასი) 2. თორნიკე ბერიძე (ბათუმი) 5. დავით ნიაზაშვილი (გორი) 6. ლუკა ლორთქიფანიძე (ფოთი)

მთავარი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე მწვრთნელი გიორგი წივწივაძე, გუნდის ლიდერი ლევან გელაშვილი

Leave a Reply