ukr

საქართველომ დაასრულა, ველით ფინალს

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა გეტებორგში, ჩვიდმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. ბოლო მატჩში ჩვენი გუნდი 15-23 დამარცხდა ფინეთთან და 24 გუნდში მე-19 ადგილი დაიკავა.

პირველ ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებმა ესტონეთს მოუგო, გადამწყვეტი კი აღმოჩნდა ისრაელთან  მატჩი (26-29), რომლის მოგების შემთხვევაში გუნდი მე-9-16 ადგილებისთვის იბრძოლებდა. მეორე ეტაპი ნაკრებმა ლუქსემბურგთან მოგებით დაიწყო (21-13), თუმცა დამარცხდა ჰოლანდიასა და ფინეთთან.

ბომბარდირთა სიაში 67 გოლით ლიდერობს ნიკოლოზ კალანდაძე. 59 ბურთი აქვს გატანილი ფარერელ ელიას სკიპაგოტუს, რომლის გუნდიც დღეს ღამით ფინალში ეთამაშება შვედეთს.

ხეელბურთი. ევროპის 17 წ. ჩემპიონატი. ჭაბუკები. 1-5 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი

5 ივლისი

17-20 ადგილები. 17. ფინეთი 5, 18. ჰოლანდია 5, 19. საქართველო 2, 20. ლუქსემბურგი 0

ლუქსემბურგი – ჰოლანდია 18-19, საქართველო – ფინეთი 15-23

საქ: გორგოძიანი, ალიევი – კალანდაძე 6, თურმანიძე 3, კოხრეიძე 2, ჟვანია 2, აფრიდონიძე 1, შუბითიძე 1, გაბაიძე, ბჟალავა, პატაშური, ნაწილაშვილი, ხომერიკი, ფანცულაია, ადამია, მუკბანიანი

ლუქს: სიმოვაარა, როუდაკი – ჰამარბერგი 6, კალმანი 4, დანიელსონი 3, ჯ. ეკმანი 3, კვისტი 3, მ. ეკმანი 2, მბემბელა 2, გრონმარკი, ჰაკარაინენი, იარვინენი, კატუნენი, კაუკორანტა, როოსი, ვაინიონპაა

მსაჯები: დინესკუ, სტანკა (რუმ), დელეგატი: დონვენი (ლუქ)

21-24 ადგილები. 21. ავსტრია 5, 22. ბელგია 4, 23. ესტონეთი 3, 24. ბრიტანეთი 0

ავსტრია – ბრიტანეთი 32-12, ესტონეთი – ბელგია 18-27 

ფინალები. 1-2 შვედეთი-ფარერები, 3-4 ისლანდია-ბელარუსი, 5-6 ჩეხეთი-უნგრეთი, 7-8 ესპანეთი-იტალია 36-24, 9-10 ნორვეგია-შვეიცარია 23-20, 11-12. სლოვაკეთი-რუსეთი 26-21, 13-14. ისრაელი-მონტენეგრო, 15-16. პოლონეთი-რუმინეთი 30-26

Leave a Reply