gnhf-rrr

სამივე ჩემპიონმა გაიმარჯვა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა დანიამ დაამარცხა არგენტინა 33-22, ევროპის ჩემპიონმა გერმანიამ – უნგრეთი, 27-23. მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში, მეორე გამარჯვება მოიპოვა მასპინძელმა და ტიტულის მფლობელმა, საფრანგეთმა – იაპონიასთან, 31-19. დღეს ტურნირზე მორიგი 7 მატჩია. ჯგუფური ეტაპი 20 იანვარს დასრულდება და 16 საუკეთესო გუნდი ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს.

 

ყველა მატჩის ვიდეომიმოხილვა: https://www.youtube.com/watch?v=Mz6e6XeEsd4&list=PLafYT-nCocny7v7W179oBu0atYsH9x9-c

ტურნირის ფავორიტებიდან გერმანიას ყველაზე დიდი დანაკლისი აქვს – ტრავმების გამო გუნდს მუნდიალზე არ ჰყავს ვაინჰოლდი, დისინგერი, ვიდე, პეკელერი, შტრობელი, მაგრამ გერმანია უამათოდაც ძალიან ძლიერი გუნდია. უნგრეთმა 11-16 წააგო პირველი ტაიმი, მაგრამ შესვენების შემდეგ დევნა წამოიწყო და 44-ე წუთზე ერთამდე დაიყვანა სხვაობა – 16-17. აქედან მოყოლებული, სხვაობა სულ 1-2 ბურთი იყო, სანამ უვე გენსჰაიმერმა ბოლო წუთზე ორჯერ არ გაიტანა, 27-23. გერმანიის მარცხენა გარემარბმა რვიდან რვა შვიდმეტრიანი გამოიყენა და 13 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

დანიისა და არგენტინის მატჩი წინა მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციურად, ფრედ დასრულდა, მაგრამ ამჯერად დანიას პრობლემა არ ქონია, ამაში კი ყველაზე დიდი წვლილი 15 მოგერიებით მეკარე ლანდინმა შეიტანა. დანიას თითქმის იგივე შემასგენლობა ჰყავს, რაც მოგებულ ოლიმპიადაზე და აქაც ფავორიტებში ითვლება.

საფრანგეთმა მეორე იოლი თამაში მოიგო, იაპონიასთან, 31-19. მწვრთნელმა ყველა მოთამაშე თითქმის თანაბრად დატვირთა და ორი სხვადასხვა შვიდეული ათამაშა თითო ტაიმში. საგრძნობლად განახლებულმა შვედეთის გუნდმა უპრობლემოდ მოუგო ბაჰრეინს, 33-16, ხორვატიას კი საკმაო წინააღმდეგობა გაუწია საუდის არაბეთმა, 23-28.

მსოფლიოს  ვიცე-ჩემპიონი, ყატარი დამარცხდა ეგვიპტესთან, 20-22. ყატარელებს ორიწლისწინანდელი სასტარტო შვიდეულიდან აკლიათ მარკოვიჩი, მემიშევიჩი და ვიდალი. ეგვიპტემ, სადაც საუკეთესოები იყვნენ მარჯვენა ინსაიდი აჰმედ ელაჰმარი და მეკარე ქარიმ ჰენდავი, ტაიმი 11-8 მოიგო, მეორეში მეტითაც დაწინაურდა და უპირატესობაც შეინარჩუნა.

ჩილე ზედიზედ მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობს და პირველად დაამარცხა ევროპული გუნდი. ბელარუსს აღარ ჰყავს ბოლო წლების ლიდერი, სიარჰეი რუტენკა და, მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის პივოტმა არცემ კოროლეკმა 10 გოლი გაიტანა, ეს მოგებას არ ეყო. ჩილე პირველ ტაიმში წინ იყო 3 ბურთით, მაგრამ დასრულებამდე 12 წუთით ადრე უკვე ბელარუსი ლიდერობდა, 24-21. თამაში მაინც გარდატეხეს ძმებმა სალინასებმა და ერვინ ფოიხტმანმა – 32-28. მატჩი მეორე მხრივაც იყო ისტორიული – პირველად კაცთა მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯა ქალების წყვილმა – ფრანგმა ტყუპებმა, ჟული და შარლოტ ბონავენტურებმა.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

ჯგუფი, ნანტი – საფ 4 (2), რუს 2 (1), ნორ 2 (1), პოლ 0 (1), ბრა 0 (1), იაპ 0 (2), 

11,12 იან. საფ-ბრა 31-16,  რუს-იაპ 39-29, ნორ-პოლ 22-20

13 იანვარი. იაპონია-საფრანგეთი 19-31

უეგაკი 5, ტოკუდა 4 – ფაბრეგასი 7, მაე 5, გიგუ 4, ნ.კარაბატიჩი, აკამბრეი, პორტი 3

https://www.youtube.com/watch?v=9Pr04QQPx_Q

14 იან. 17:45 ბრაზილია-პოლონეთი, 20:45 ნორვეგია-რუსეთი

15 იან. 20:45 საფრანგეთი-ნორვეგია 23:45 ბრაზილია-იაპონია

16 იან. 23:45 პოლონეთი-რუსეთი

17 იან. 17:00 ნორვეგია-ბრაზილია 20:45 პოლონეთი-იაპონია 23:45 რუსეთი-საფრანგეთი

19 იან. 17:00 რუსეთი-ბრაზილია 20:45 საფრანგეთი-პოლონეთი 23:45 იაპონია-ნორვეგია

B ჯგუფი. მეცი – სლნ 2, ესპ 2, მკდ 2, ტუნ 0, ისლ 0, ანგ 0

12 იან. სლო-ანგ 42-25, მკდ-ტუნ 34-30, ესპ-ისლ 27-21

14 იან. 17:00 ისლანდია-სლოვენია 20:45 ტუნისი-ესპანეთი 23:45 ანგოლა-მაკედონია

15 იან. 17:45 ისლანდია-ტუნისი

16 იან.  20:45 სლოვენია-მაკედონია 23:45 ესპანეთი-ანგოლა

17 იან. 20:45 სლოვენია-ტუნისი 23:45 ანგოლა-ისლანდია

18 იან. 23:45 მაკედონია-ესპანეთი

19 იან. 17:00 ტუნისი-ანგოლა 20:45 მაკედონია-ისლანდია 23:45 ესპანეთი-სლოვენია

C ჯგუფი, რუანი – ხორ 2, ჩილ 2, გერ 2, უნგ 0, ბლრ 0, საუ 0

13 იანვარი

ბელარუსი-ჩილე 28-32

კარალეკი 10, კულეში 7 – რ. სალინასი 8, ე. სალინასი, ერ. ფოიხტმანი 7

https://www.youtube.com/watch?v=T6WTNs-2ul4

გერმანია-უნგრეთი 27-23

გერ: გენსჰაიმერი 13 (8 პენ), ჰეფნერი 7, გროცკი 4 – ჰაინეფეტერი 14/36

უნგ: ჩასარი, ბალოგი, ჯამალი, იუნასი, ბოდი, ლეკაი 3 – მიკლერი, ფაზეკაში 12/39

https://www.youtube.com/watch?v=OsXHhTNiO3U

ხორვატია-საუდის არაბეთი 28-23

ჩინდრიჩი 6, დუვნიაკი 5, მიჰიჩი, შტრლეკი 4 – ალსალემი 5, ალჯანაბი 4

14 იან. 23:45 უნგრეთი-ხორვატია

15 იან. 20:45 ჩილე-გერმანია 23:45 საუდის არაბეთი-ბელარუსი

16 იან. 20:45 უნგრეთი-ჩილე 23:45 ხორვატია-ბელარუსი

17 იან. 20:45 გერმანია-საუდის არაბეთი

18 იან. 17:00 საუდის არაბეთი-უნგრეთი 20:45 ბელარუსი-გერმანია 23:45 ხორვატია-ჩილე

20 იან. 17:00 საუდის არაბეთი-ჩილე 20:45 გერმანია-ხორვატია 23:45 ბელარუსი-უნგრეთი

D ჯგუფი, პარიზი – შვდ 2, დან 2, ეგვ 2, ყატ 0, არგ 0, ბაჰ 0

13 იანვარი

ყატარი-ეგვიპტე 20-22

კაპოტე 5, მალლაში 4, სარიჩი 8/29 – ელაჰმარი 8, ეისა 6, ჰენდავი 15/30

https://www.youtube.com/watch?v=wE7cf9Dy2MU&t=43s

შვედეთი-ბაჰრეინი 33-16

ტოლბრინგი 10, ზახრისონი 8, პალიჩკა 9/10, აპელგრენი 11/16 – ჰაბიბ ჰასანი 4           

https://www.youtube.com/watch?v=yRG4hmP5ATE

დანია-არგენტინა 33-22

დან: ჰანსენი 6, სვანი 5, ლინდბერგი, მ. ლანდინი 4, მენსა 3 – ნ. ლანდინი 15/31

არგ: ფ. ფერნანდესი 6, ხ. ფერნანდესი 5 – შულცი, გარსია 11/44

https://www.youtube.com/watch?v=8ijKi9NJMsg

14 იან. 20:45 დანია-ეგვიპტე

15 იან. 17:45 არგენტინა-შვედეთი 20:45 ბაჰრეინი-ყატარი

16 იან. 20:45 ეგვიპტე-ბაჰრეინი 23:45 დანია-შვედეთი

17 იან. 20:45 ყატარი-არგენტინა

18 იან. 17:00 არგენტინა-ეგვიპტე 20:45 დანია-ბაჰრეინი 23:45 შვედეთი-ყატარი

20 იან. 17:00 ბაჰრეინი-არგენტინა 20:45 შვედეთი-ეგვიპტე 23:45 ყატარი-დანია

პრეზიდენტის თასი, 17-20, 21-24 ადგილები. 21-23 იანვარი, ბრესტი

მერვედფინალი. 21-22 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

მეოთხედფინალი. 24 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი

მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი

ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი   

Leave a Reply