gnhf-rrr

ბარსელონელების დუელი მაკედონელმა მოიგო

მსოფლიო ჩემპიონატზე ხელბურთში, მორიგი 5 მატჩი გაიმართა. ესპანეთმა მოუგო ისლანდიას, ნორვეგიამ – პოლონეთს, რუსეთმა – იაპონიას, მაკედონიამ – ტუნისს, სლოვენიამ – ანგოლას. დღეს ბრძოლაში ჩაებმებიან ოლიმპიური ჩემპიონი დანია და ევროპის ჩემპიონი გერმანია.

წინა ჩემპიონატის მესამე პრიზიორს, პოლონეთის ნაკრებს თაობათა ცვლა აქვს და ნახევარი გუნდი აკლია: მეკარეები შმალი და ვიშომირსკი, ორივე იურეცკი, ლიევსკი, იურკევიჩი, სიპრჟაკი, შიბა. ნორვეგია შესარჩევი ტურნირის პლეიოფში დამარცხდა და ჩემპიონატზე ვაილდ-ქარდით მოხვდა, მაგრამ პირველ მატჩში ფავორიტად ითვლებოდა.  პოლონეთი გარემარბ დაშეკის, მარცხენა ინსაიდ ტომაშ გებალას და ორმეტრიანი მეკარის, ადამ მალხერის წყალობით ბოლო წუთებამდე ბრძოლაში იყო. დაშეკმა 51-ე წუთზე გაათანაბრა (20-20), მაგრამ ეს ბოლო გოლი აღმოჩნდა ნორვეგიის კარში, კრისტიან ბიორნსენმა კი ორჯერ გაიტანა. 22-20, ნორვეგიამ მოიგო. 

ნორვეგია-პოლონეთი: https://www.youtube.com/watch?v=q8pKy4_E3QM

ესპანეთის გუნდიც გადახალისებულია. შემადგენლობაში არ არიან ენტრერიოსი და მაკედა, ხოლო ისლანდიას ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს გამოაკლდა ტრავმირებული ლიდერი, პალმარსონი. ისლანდია მთელი პირველი ტაიმი იგებდა, მაქსიმუმ 3 ბურთით, მაგრამ მე-40-46 წუთებზე რივერამ, ბალაგერმა, აგინაგალდემ და კანელასმა ექვსბურთიანი გარღვევა მოაწყვეს – 19:15 და ესპანეთმა უპრატესობა შეინარჩუნა, 27-21.

ესპანეთი-ისლანდია: https://www.youtube.com/watch?v=_mi8SIuQ6VQ

მაკედონიამ რევანში აუღო ტუნისს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე მარცხისთვის. აქ მთავარი იყო ბარსელონას ორი ძირითადი ინსაიდის, კირილ ლაზაროვისა და ვაელ ჟალუზის დუელი, თუმცა ჟალუზზე (5 გოლი) მეტი მარცხენა გარემარბმა, უსამა ბუღანმიმ გაიტანა (9) – მან 41-ე წუთზე 4 ბურთით დააწინაურა ტუნისი, 24-20, მაგრამ 5 წუთში უკვე ფრე იყო, 25-25. გადამწყვეტი გამოდგა 51-55 წუთების მონაკვეთი, როცა ლაზაროვმა გაიტანა თავისი მეთორმეტე გოლი (28-28), მანაშკოვი ორჯერ გაქცა სწრაფ გარღვევაში და ანგარიში 32-28 გახდა. მაკედონიამ ტაქტიკურად უკეთ ითამაშა, შეტევაში ჯამში 15 წუთი ითამაშა უმეკარეოდ და გარდატეხა თამაში, 34-30.

მაკედონია-ტუნისი: https://www.youtube.com/watch?v=Yt7xYU70MYY

იაპონია მე-40 წუთისთვის 24-25 აგებდა რუსეთთან, მაგრამ ზედიზედ გაუშვა 5 გოლი და საბოლოოდ ბევრით ჩამორჩა, 29-39, მათმა ორმა მეკარემ კი მთელ მატჩში მხოლოდ 5 დარტყმა მოიგერია. სლოვენიამ ნელ-ნელა გატეხა აფრიკის მესამე გუნდი, ანგოლა და ბოლოს ჩვიდმეტით მოუგო, 42-25.

სლოვენია-ანგოლა: https://www.youtube.com/watch?v=gBi84HxSc5s

რუსეთი-იაპონია: https://www.youtube.com/watch?v=MZYYEodaPOw

დღეს ჩემპიონატზე 7 თამაშია. ბრძოლაში ჩაებმება დანარჩენი 12 გუნდი, ხოლო საფრანგეთი და იაპონია მეორე ტურის მატჩს ითამაშებენ.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017. კაცები. საფრანგეთი, 11-29 იანვარი

ჯგუფი, ნანტი – საფ 2, რუს 2, ნორ 2, პოლ 0, იაპ 0, ბრა 0 

11 იან. საფ-ბრა 31-16 https://www.youtube.com/watch?v=kLLMTLb-iz8

12 იანვარი. რუსეთი-იაპონია 39-29

დიბიროვი, ატმანი, შიშკარევი 6, გორბოკი 5 – შიდა 7, დოი 5

ნორვეგია-პოლონეთი 22-20

ნორ: ჰანსენი 6, ბიორნსენი 5, საგოსენი 3 – ქრისტენსენი, ბერგერუდი 10/30

პოლ: დაშეკი 7, ტ. გებალა 6 – მალხერი 17/39

13 იან. 20:45 იაპონია-საფრანგეთი

14 იან. 17:45 ბრაზილია-პოლონეთი, 20:45 ნორვეგია-რუსეთი

15 იან. 20:45 საფრანგეთი-ნორვეგია 23:45 ბრაზილია-იაპონია

16 იან. 23:45 პოლონეთი-რუსეთი

17 იან. 17:00 ნორვეგია-ბრაზილია 20:45 პოლონეთი-იაპონია 23:45 რუსეთი-საფრანგეთი

19 იან. 17:00 რუსეთი-ბრაზილია 20:45 საფრანგეთი-პოლონეთი 23:45 იაპონია-ნორვეგია

B ჯგუფი. მეცი – სლნ 2, ესპ 2, მკდ 2, ტუნ 0, ისლ 0, ანგ 0

12 იანვარი

სლოვენია-ანგოლა 42-25

მარგუცი, მაცკოვშეკი 8, იანცი 6 – ლოპესი 7, ჰებო 5

მაკედონია-ტუნისი 34-30

ლაზაროვი 12, მანაშკოვი, სტოილოვი 7 – ბუღანმი 9, ჟალუზი, ბანნური 5

ესპანეთი-ისლანდია 27-21

ესპ: კანელასი, ბალაგერი 4, რივერა, სარმიენტო, აგინაგალდე, გვარდიოლა, გონი 3 – პერესი 11/32

ისლ: სიგურდსონი 5, არნასონი 4, კარასონი, გუდმუნდსონი 3 – გუსტავსონი 13/40

14 იან. 17:00 ისლანდია-სლოვენია 20:45 ტუნისი-ესპანეთი 23:45 ანგოლა-მაკედონია

15 იან. 17:45 ისლანდია-ტუნისი

16 იან.  20:45 სლოვენია-მაკედონია 23:45 ესპანეთი-ანგოლა

17 იან. 20:45 სლოვენია-ტუნისი 23:45 ანგოლა-ისლანდია

18 იან. 23:45 მაკედონია-ესპანეთი

19 იან. 17:00 ტუნისი-ანგოლა 20:45 მაკედონია-ისალნდია 23:45 ესპანეთი-სლოვენია

C ჯგუფი, რუანი – გერ, ხორ, ბლრ, უნგ, ჩილ, საუ

13 იან. 17:00 ბელარუსი-ჩილე 20:45 გერმანია-უნგრეთი 23:45 ხორვატია-საუდის არაბეთი

14 იან. 23:45 უნგრეთი-ხორვატია

15 იან. 20:45 ჩილე-გერმანია 23:45 საუდის არაბეთი-ბელარუსი

16 იან. 20:45 უნგრეთი-ჩილე 23:45 ხორვატია-ბელარუსი

17 იან. 20:45 გერმანია-საუდის არაბეთი

18 იან. 17:00 საუდის არაბეთი-უნგრეთი 20:45 ბელარუსი-გერმანია 23:45 ხორვატია-ჩილე

20 იან. 17:00 საუდის არაბეთი-ჩილე 20:45 გერმაანია-ხორვატია 23:45 ბელარუსი-უნგრეთი

D ჯგუფი, პარიზი – ყატ, დან, შვდ, ეგვ, ბაჰ, არგ

13 იან. 17:00 ყატარი-ეგვიპტე 20:45 შვედეთი-ბაჰრეინი 23:45 დანია-არგენტინა

14 იან. 20:45 დანია-ეგვიპტე

15 იან. 17:45 არგენტინა-შვედეთი 20:45 ბაჰრეინი-ყატარი

16 იან. 20:45 ეგვიპტე-ბაჰრეინი 23:45 დანია-შვედეთი

17 იან. 20:45 ყატარი-არგენტინა

18 იან. 17:00 არგენტინა-ეგვიპტე 20:45 დანია-ბაჰრეინი 23:45 შვედეთი-ყატარი

20 იან. 17:00 ბაჰრეინი-არგენტინა 20:45 შვედეთი-ეგვიპტე 23:45 ყატარი-დანია

პრეზიდენტის თასი, 17-20, 21-24 ადგილები. 21-23 იანვარი, ბრესტი

მერვედფინალი. 21-22 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

მეოთხედფინალი. 24 იანვარი. ალბერვილი, ლილი, პარიზი, მონპელიე

ნახევარფინალი. 26, 27 იანვარი, 23:45. პარიზი

მესამე ადგილისთვის. 28 იანვარი, 23:45. პარიზი

ფინალი. 29 იანვარი, 20:30. პარიზი   

Leave a Reply